კევინ დე ბრუინი: პრემიერლიგა შტურმით უნდა ავიღო

AutoSharing Option
ყოველი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვისას მინიმუმ, ერთი ხმაურიანი ტრანსფერი დიდი გარჩევის საგანი ხდება. ასეთი ამჯერად კევინ დე ბრუინის "ვოლფსბურგიდან" "სიტიში" გადასვლაა.

"ქალაქელებმა" ბელგიელში 55 მილიონი გირვანქა გადაიხადეს. "სიტის" ახალი შემტევისა და მე-17 ნომრის პირველი ინტერვიუ კი ასეთია...

- ამ ტრანსფერზე უამრავი მითქმა-მოთქმა იყო, რა გავლენას ახდენდა ეს თქვენზე?
- ბოლო დღეებში ამ ტრანსფერზე ძალიან ბევრი იწერებოდა, გაუთავებელი საუბარი და განხილვა მიდიოდა, მათ შორის ცხადია, გერმანიაშიც. თუმცა მე ვაგრძელებდი თამაშსა და ვარჯიშს "ვოლფსბურგთან" ერთად და კარგია, რომ საკთხს ორივე მხარე ასე
პროფესიონალურად ვეკიდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფსიქოლოგიურ წნეხთან იყო დაკავშირებული, მშვიდად დაველოდეთ ყველაფრის გარკვევას.

- აბათ ერთი სული გაქვთ, როდის გახვალთ მინდორზე ახალი გუნდის მაისურით...
- დიახ. კლუბს შესანიშნავი სტარტი აქვს - 12 შესაძლებლიდან 12 ქულა. გოლიც არ გაუშვია. როდესაც პირველ სანაკრებ პაუზას ამ შედეგით ხვდები ძალიან კარგია და ამაზე უკეთესად ვერც ვერაფერი იქნებოდა. იმედია, შესვენების მერეც ასე გავაგრძელებთ და ვიმედოვნებ, რომ გუნდს თამაშების მოგებაში მეც დავეხმარები.

- კლუბში რამდენიმე ნაცნობი სახე გხვდებათ, რამაც ადაპტაცია უნდა გაგიადვილოთ.
- რამდენიმე მოთამაშეს მართლაც ვიცნობ, შეიძლება ძალიან კარგად არა, მაგრამ გვაქვს ხოლმე კონტაქტი. აი, კომპანის კი მშვენივრად ვიცნობ, ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ და ცხადია, ეს მნიშვნელოვანია, იგი დამეხმარება როგორც მე, ასევე ჩემ ოჯახს ადაპტაციის გავლაში.

- როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ თავიდანვე ეფექტის მოხდენა და ისე ათამაშება როგორც ამას მაყურებელი ელის?
- ჩემი მიზანი სწორედ ეს არის. ბოლო ორი შეხვედრა შესაძლოა, იმდენად კარგად ვერ ჩავატარე, მაგრამ ალბათ მენტალურად 100%-ით მზად არც ვიყავი და ეს ამის ბრალი გახლდათ.

თუმცა გაურკვევლობის დასრულებამდე ჩვეულებრივად ვაგრძელებდი თამაშსა და ვარჯიშს, ასე რომ, ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში ვარ. გარდა ამისა, ახლა წინ ორი სანაკრებო თამაშია და ვფიქრობ, "სიტის" რიგებში პირველი შეხვედრისთვის სასურველ კონდიციაში ვიქნები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული