ინგლისურმა კლუბებმა ამ ზაფხულს ტრანსფერებზე რეკორდული თანხა, 1. 233 მლრდ ევრო დახარჯეს

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის კლუბებმა ამ ზაფხულს ტრანსფერებზე რეკორდული თანხა, 1. 233 მილიარდი ევრო დახარჯეს და 661 მილიონი ევრო გაყიდულ ფეხბურთელებზე გამოიმუშავეს.

ყველაზე მეტი ახალწვეულებზე "მანჩესტერ სიტიმ" დახარჯა - 208.5 მილიონი ევრო, ხოლო ყველაზე კარგი მაჩვენებელი გაყიდვებზე "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს - 98.8 მილიონი ევრო.

"ქალაქელები" 135.3 მილიონი ევროს მინუსში აღმოჩნდნენ.

აღსანიშნავია, რომ "საუთჰემპტონი" ყველაზე ეკონომიური კლუბი აღმოჩნდა ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა ტრანსფერებზე 57.3 მილიონი ევრო დახარჯა, მაინც 4.4 მილიონი ევროს მინუსში აღმოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული