ეჭვი ცოტას თუ ეპარება, რომ სან მარინოსთან და შვეიცარიასთან შეხვედრებში, "მანჩესტერ იუნაიტედის" 29 წლის თავდამსხმელი 2 ან მეტ გოლს ვერ გაიტანს.
ამჟამად, ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირის საპატიო სტატუსი სერ ბობი ჩარლტონს ეკუთვნის, რომლის აქტივშიც 49 გოლია. "შრეკი" კი 48 ბურთით გარი ლინეკერს გაუთანაბრდა და ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა ჩარლტონის ჩამოგდებას აპირებს ტახტიდან.
ამის ნახევარი აქვს გატანილი ჯეფრი ჰერსტს,
რუნისა და მისი მეგობრების ნაკრები კი ბოლო მუნდიალზე ჯგუფიდან ვერ გავიდა და, რა ხანია, წარმატებას ვერ აღწევს. ჰერსტს ჭკუა ნამდვილად მოეკითხება და ვეტერანიც თავის აზრს აფიქსირებს - გოლებით შეიძლება გაასწროს, მაგრამ ისე უეინს ბობი ჩარლტონამდე ბევრი უკლიაო.
"რუნი ნამდვილად დიდი ფეხბურთელია. თუმცა, როდესაც მოთამაშეებს ვადარებთ, ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. რასაკვირველია, ჩარლტონის რეკორდის გაუმჯობესება უდიდესი მიღწევა იქნება, ეს გამოსარჩევია.
თუმცა კარგად დავაკვირდეთ, მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან - უეინი თავდამსხმელია, ხოლო ბობიმ 49 გოლი, როგორც ნახევარმცველმა, ისე გაიტანა. ესეც კარგად აჩენს სერ რობერტ ჩარლტონის საოცარ შესაძლებლობებს. ბობი ჩარლტონი მსოფლიოს ჩემპიონატის მომგები ნაკრების წევრი იყო, როგორისაც რუნი ჯერ არ ყოფილა და ჩემთვის, ესეც ძალიან მყარი არგუმენტია" - თქვა ჰერსტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"