ანტონი მარსიალის უცნაური გარიგების დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
ანტონი მარსიალის ფასზე რომ დიდი აურზაური ატყდა, ყველამ კარგად იცით. "მანჩესტერ იუნაიტედმა" "მონაკოს" 19 წლის ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო პირდაპირ გადაუხადა, რაც უკვე დიდი თანხაა მოთამაშისთვის, რომელსაც რეალურად ჯერ არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია და სათამაშო პრაქტიკა-გამოცდილებაც არ აქვს დიდი.

თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" შესაძლოა, კიდევ 30 მილიონი დაამატონ, ბონუსების სახით. ახლა კი პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში მოუწევთ მანჩესტერელებს "ლუი მეორის" ბინადართათვის კიდევ ფულის გადახდა.

10 მილიონს "იუნაიტედი" მაშინ გადაიხდის, როდესაც მარსიალი მანჩესტერელთა მაისურით 25 გოლს გაიტანს. კიდევ
10 მილიონი "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს მაშინ ექნებათ დასამატებელი, როდესაც ანტონი საფრანგეთის ნაკრების მაისურით 25 მატჩს ჩაატარებს და მესამე 10 მილიონს მონეგასკები იმ შემთხვევაში ჩაიჯიბავენ, თუ მარსიალი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა ათეულში მოხვდება.

არარეალური ჩამოთვლილთაგან არც ერთია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული