პრემიერლიგა. V ტური: "ლივერპულს" "იუნაიტედთან" ბენტეკეს სუპერგოლმაც ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
12 სექტემბერს ინგლისის პრემიერლიგაში V ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალური მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, რომელშიც ლუი ვან გაალის "მანჩესტერ იუნაიტედმა" 3:1 მოუგო "ლივერპულს" და მეორე ადგილზე გადავიდა.

მოსაწყენი პირველი ნახევრის მერე, 49-ე წუთზე მასპინძლებმა ორიგინალურად გაითამაშეს საჯარიმო და დეილი ბლინდმა ანგარიში გახსნა. 70-ე წუთზე ესპანელმა ანდერ ერერამ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა.

84-ე წუთზე კრისტიან ბენტეკემ აკრობატულ ნახტომში ულამაზესი გოლი გაიტანა, მაგრამ მის ამ გოლს დებიუტანტმა ანტონი მარსიალმა ასევე შესანიშნავი გოლით უპასუხა - 3:1.

ლუი ვან გაალი (მანჩესტერი): "პირველ
ტაიმში უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ ვერაფრის შექმნა ვერ შევძელით. ბოლო პასი გვაკლდა, ამიტომ შევცვალე დეპაი. პირველმა გოლმა ძალიან გამახარა, ამას ვარჯიშებზე ვგეგმავდით, სწორედ ეს გოლი იყო გადამწყვეტი. მარსიალი კარგი იყო, საოცარი გოლი გაიტანა და დაამტკიცა, რომ პრემიერლიგისთვის მზად არის".

ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "პირველ ტაიმში თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ გუნდს ცივსისხლიანობა და კლასი აკლდა ბურთის კონტროლისას. მხოლოდ ორი გოლის გაშვების შემდეგ გავიხსენით, მაგრამ მესამე გოლმა ინტრიგა საერთოდ მოკლა. შეტევაში უფრო მრავალფეროვნად უნდა ვითამაშოთ, მხოლოდ ჩაწოდება და იქ ბენტეკეს იმედად ყოფნა, დაუშვებელია".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურნირს კი უდანაკარგოდ და გოლგაუშვებლად "მანჩესტერ სიტი" ლიდერობს, რომელმაც კინაღამ პირველი ქულები "კრისტალ პალასთან" დაკარგა. ბოლო წუთზე "სიტის" მოაგებინა 18 წლის ნიგერიელმა კელეჩი იჰეანაჩომ, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა - 0:1.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანუელ პელეგრინი (სიტი): "გასული სეზონი ისტორიას ჩავაბარეთ და ახლა მხოლოდ მომავალზე ვფიქრობთ. ჩემი აზრით, დღეს ჩემმა გუნდმა აჩვენა თუ რატომ მოვიგეთ სეზონის სტარტზე ხუთივე თამაში. კარგია, რომ მოქმედ ჩემპიონთან უკვე ბევრი ქულით წინ ვართ, მაგრამ ინგლისში ჩემპიონობისთვის ბრძოლა 3-4 კლუბს შეუძლია".

ლონდონის "არსენალმა" თეო უოლკოტისა და ოლივიე ჟირუს გოლებით აჯობა "სტოკ სიტის".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურის სენსაცია ლივერპულში დაფიქსირდა, სადაც "ევერტონმა" ლონდონის "ჩელსის" 3:1 მოუგო. შოტლანდიელმა სტივენ ნეისმითმა ჰეთ თრიკი შეასრულა და საქართველოს ნაკრების ჯავრი ჟოზე მოურინიოს გუნდზე იყარა. "ჩელსის" საშინელი სტარტი აქვს - 5 ტურში 4 ქულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "ამ მატჩში მეტს ვიმსახურებდით და არა წაგებას. მართალია, გუნდი მთლად თავდაჯერებული ვერაა და ეს კარგად ჩანს, მაგრამ მაინც წასაგები თამაში არ იყო. შეცდომებს ვუშვებთ და მაშინვე ვისჯებით. ერთი-ორი მოგება და ბევრი რამ გამოსწორდება. ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ყველაფერი "ჩელსის" წინააღმდეგ აეწყო ახალ სეზონში".

ევერტონი-ჩელსი 3:1
გოლები: 1:0 ნეისმითი (17), 2:0 ნეისმითი (22), 2:1 მატიჩი (36), 3:1 ნეისმითი (82)

ნორვიჩი-ბორნმუთი 3:1
გოლები: 1:0 ჯერომი (35), 2:0 ჰულეჰენი (52), 3:0 ჯერვისი (67), 3:1 კუკი (81)

კრ. პალასი-სიტი 0:1
გოლი: 0:1 იჰეანაჩო (90)

ვესტ ბრომვიჩი-საუთჰემპტონი 0:0

არსენალი-სტოკი 2:0
გოლები: 1:0 უოლკოტი (31), 2:0 ჟირუ (85)

უოტფორდი-სუონსი 1:0
გოლი: 1:0 იგჰალო (59)
გაძევება: ბეჰრამი (64. უიტფორდი)

მანჩესტერი-ლივერპული 3:1
გოლები: 1:0 ბლინდი (49), 2:0 ა. ერერა (70-პენ), 2:1 ბენტეკე (84), 3:1 მარსიალი (86)

1. სიტი - 15 ქულა; 2. მანჩესტერი - 10; 3. არსენალი - 10; 4. კრ. პალასი - 9; 5. ევერტონი - 8.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული