პრემიერლიგა. V ტური: დებიუტიც ასეთი უნდა! [VIDEO]

AutoSharing Option
* "ტოტენჰემმა" გამოაცხადა, რომ ემანუელ ადებაიორთან კონტრაქტი გაწყვეტილია.

* დავიდ დე ხეამ "მანჩესტერთან" 2019 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი და ის შემადგენლობაში დააბრუნეს.

* ანტონი მარსიალმა სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა.

"ოლდ ტრაფორდზე" დიდი მატჩი იყო. "მანჩესტერ იუნაიტედს" უეინ რუნი არ ჰყავდა, ხოლო "ლივერპულს" დისკვალიფიცირებული ფილიპე კოუტინიო აკლდა.

დე ხეა დაბრუნდა, მარსიალმა დაიწყო
ლუი ვან გაალმა ფორვარდად მარუან ფელაინი დააყენა... თუმცა ჰოლანდიელ მწვრთნელს ისევ თავისმა თანამემამულემ და "უნივერსალურმა ჯარისკაცმა" დეილი ბლინდმა გაუმართლა, რომელმაც მეორე ტაიმის დებიუტში მშვენიერი გოლი შეაგდო.

მანჩესტერელებმა სტანდარტული მოულოდნელად გაათამაშეს, თითქოს,
განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ფაქტია, მერსისაიდელები ამისთვის მზად არ იყვნენ და მატას პასის მერე, ბლინდმაც ლამაზად და ზუსტად დაარტყა.

ვან გაალმა პასიური მემფის დეპაი შესვენების მერე შეცვალა. მოგვიანებით კი მინდორზე ანტონი მარსიალიც გამოვიდა. ხმაურიანი ტრანსფერის შემდეგ, ფრანგის მინდორზე გამოსვლას ბევრი ელოდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის გახლდათ, რომ "იუნაიტედის" კარში დავიდ დე ხეა იდგა, რომელმაც მადრიდის "რეალში" ჩაშლილი ტრანსფერის მერე, "მანჩესტერთან" ახალი 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სერხიო რომერო ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ დე ხეამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა თავისი კლასი და გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა, მათ შორის, ჯორდონ აიბისა და დენი ინგსის დარტყმების მერე. ერთხელაც, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ბლინდმა კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.

მასპინძლებმა სხვაობის გაზრდა მას შემდეგ მოახერხეს, რაც ანდერ ერერამ სულელურ სიტუაციაში "აკიდა" პენალტი ახალგაზრდა და გამოუცდელ ჯო გომესს და თავადვე დაზარალებულმა გაიტანა.

მატჩის მიწურულს სიტუაცია ცოტა დაიძაბა, რადგან კრისტიან ბენტეკემ ძალიან ლამაზი "მაკრატელა" გოლი გაიტანა, მაგრამ "ლივერპულს" ეს არ ეყო.

ბოლო აკორდი კი მარსიალმა აიღო, ფრანგი ამაზე უკეთეს დებიუტს ვერც ინატრებდა, მან მშვენიერი რეიდი შემოგვთავაზა, ჩინებული ფინტით მარტინ შკრტელი მინდვრიდან "გააქრო" და ტექნიკური დარტყმით ბურთი კუთხეში ჩასვა. "ოლდ ტრაფორდზე" ახალი ვარსკვლავი დაიბადა, "ოცნებების თეატრს" 19 წლის თავდამსხმელმა ოვაციების დიდი ტალღა მოწყვიტა და მასში გადახდილი დიდი ფულის გამართლება დაიწყო.

"როდესაც ისეთი გოლი გაგაქვს, როგორიც ანტონიმ გაიტანა, უკეთესს უბრალოდ ვერ ინატრებ. ვფიქრობ, ჩემს ხელში ბევრმა მოთამაშემ აღნიშნა დებიუტი გოლით და ეს კარგის ნიშანია. პირველ ტაიმში უკეთ ვთამაშობდით, ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ ბევრ მომენტს ვერ ვქმნიდით. მემფისი სწორედ ამიტომ შევცვალე, ბოლო პასი რომ გამოგვესწორებინა" - თქვა ვან გაალმა.

"ლივერპულის" თავკაცი ბრენდან როჯერსი: "პირველ ტაიმში თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ შეტევაში გვიჭირდა. რასაკვირველია, ჯამში გულდაწყვეტილები დავრჩით. პენალტი? ერერამ ყველაფერი კარგად გააკეთა. გომესი კი შეცდომაზე ისწავლის".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოუ: ისევ მე თუ ვუშველი
"ჩელსის" მდგომარეობას კი უკვე საგანგაშოც აღარ ჰქვია. "ლურჯებმა" საშინელი შთაბეჭდილება დატოვეს და უსუსური თამაშის შემდეგ, სამართლიანად დამარცხდნენ. ნემანია მატიჩის ულამაზესი შორეული გასროლა რომ არა, პირველი ტაიმის მიწურულს სიტუაცია მოჩვენებითადაც არ დაიძაბებოდა რამდენიმე წუთით. "კანფეტების" მხრიდან კი ჟოზე მოურინიოს კლუბი სტივენ ნეისმიტმა გაამწარა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შოტლანდიელი ძირითად შემადგენლობაში არ იყო და, როდესაც მუჰამედ ბეშიჩი დაშავდა რობერტო მარტინესმა სწორედ ნეისმიტის გამოყვანა გადაწყვიტა, ეს მე-9 წუთზე მოხდა და ნეისმიტმა მალევე დაიწყო მეტოქის აწიოკება.

"ევერტონი" მთლიანობაში იყო ძალიან კარგი და ნეისმიტი პირველ რიგში გამოსარჩევნია, მაგრამ არც როს ბარკლი და "ჩელსის" სამიზნე ჯონ სტოუნსი უნდა გამოვტოვოთ. არუნა კონემ და რომელუ ლუკაკუმაც ბევრი და კარგად იმუშავეს.

"ზეწოლას ვერ ვგრძნობ. ჩემ კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგები ახლა მაქვს, მაგრამ ადაპტაციას გავდივარ. ეს ჩემ კვალიფიკაციასა და სტატუსს არ შეეფერება და მინდა მდგომარეობა მალე გამოვასწოროთ, სიტუაციას ვაკონტროლებ. მიმაჩნია, რომ ამ პოსტზე სწორედ მე უნდა ვიყო და გამოსავლის პოვნა შემიძლია. არა მგონია, რომ არის ვინმე სხვა ვინც ამ საქმეს უკეთ გააკეთებს. თუმცა ახლა დარჩენილი ყველა მატჩი რომც მოვიგოთ, სხვებზე ვიქნებით დამოკიდებული" - აღნიშნა მოურინიომ.

რობერტო მარტინესი: "ასეთი თამაში სიამაყით გავსებს და სიამოვნებას განიჭებს. საუცხოოდ, გუნდურად გავისრჯეთ. სტივენ ნეისმიტი ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, არამხოლოდ დღეს და ახლა, არამედ ზოგადად, ბოლო ორი სეზონია. ის კვირიდან კვირამდე იზრდებოდა და უმატებდა და შესანიშნავ სტილში დაამტკიცა, რომ როდესაც შანსი მიეცემა, ყოველთვის მზადაა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოულოდნელი გმირი
"მანჩესტრ სიტიში" კევინ დე ბრუინის დებიუტი ალბათ მაინც შედგებოდა, მაგრამ მისი მინდორზე გამოსვლა სერხიო აგუეროს ტრავმამ დააჩქარა. კუნი სკოტ დანმა მოცელა და არგენტინელი შესაცვლელი შეიქნა.

ბელგიელი ასე თუ ისე, აქტიური იყო და იდეაში საგოლე პასიც გააკეთა, როდესაც მანჩესტერელთა სამაგალითო კონტრიერიში ხესუს ნავასს გოლით უნდა დაესრულებინა, მაგრამ ესპანელი მეკარეს გასცდა, აი, ცარიელ კარში გატანა კი ვეღარ მოახერხა. დრო გადიოდა და "ქალაქელები" ფრთხილად მოთამაშე "კრისტალ პალასის" კარში გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. მეტიც, ბოლოსკენ არწივები გაქტიურდნენ და ერთი-ორი მომენტი შექმნეს.

შეცვლაზე შემოსულ დუაით გეილს ვარდნაში გატანა რომ მოეხერხებინა... წუთის მერე, ალან პარდიუს გუნდი დაისაჯა. მანუელ პელეგრინის დავიდ სილვა და რაჰიმ სტერლინგი არ ჰყავდა. ამიტომაც ცვლილებებს არ ჩქარობდა და ახალგაზრდები პატრიკ ბამფორდი ან კელეჩი იჰეანაჩო არ გამოჰყავდა.

ნაბიჯი ჩილელმა 89-ე წთზე გადადგა. როდესაც არჩევანი იჰეანაჩოზე შეაჩერა, მაგრამ ბევრს ალბათ გაეცინა, რა უნდა მოასწროს 18 წლის გამოუცდემა შემტევმაო, არადა მოასწრო - ნიგერიელმა სისწრაფე და გოლის ალღო გამოიყენა და ბოლო წამებზე გამარჯვების გოლი შეაგდო, როდესაც დამატებაზე იყოჩაღა. "სიტი" უდანაკარგოდ სვლას აგრძელებს და ჯერ გოლიც კი არ გაუშვია. მაგალითად, "ჩელსის" ვიცე-ჩემპიონები უკვე 11 ქულით უსწრებენ, სულ რაღაც 5 ტურში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"არსენალი" და სხვები
"არსენალს" უშუალო კონკურენტების ურთიერთშეხვედრით, "ჩელსის" წაგებით, "სტოკის" კოშმარული სათამაშო ფორმით და ყველაფრით ერთად უნდა ესარგებლა, რაც ვენგერის ბიჭებმა გაკეთეს კიდეც და პრინციპში ადვილად მოუგეს მარკ ჰიუზის კრიზისში მყოფ გუნდს. თეო უოლკოტს სანაკრებო წყალი გადმოესხა და ამჯერადაც გაიტანა, ის საყვარელ პოზიციაზე, თავდამსხმელად გვევლინებოდა. მერე კი ვენგერმა ჟირუთი ჩაანაცვლა და ოლივიემაც შეაგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რონალდ კუმანმა ტონი პულისის ტაქტიკურ ბარიერებს ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ არც თავად გაუშვა და "საუთჰემპტონი" "ვესტ ბრომვიჩს" უგოლოდ გაეყარა. "ნორვიჩი" დამაჯერებელი გახლდათ, "იადონებმა" ჰაეროვნად და მსუბუქად აჯობეს "ბორნმუთს" ექსჩემპიონშიპელთა დუელში. კიდევ ერთმა აღზევებულმა "უოტფორდმა" კი მოულოდნელი შედეგი შემოგვთავაზა. კიკე სანჩეს ფლორესის გუნდმა სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა აქამდე დაუმარცხებელ "სუონსისთან", თანაც თითქმის მთელი მეორე ტაიმი ათი კაცით ჩაატარა, მაგრამ "თეთრმა გედებმა" ვერაფერი გაახერხეს.

აი, თუ არ აქვს სტატისტიკას მნიშვნელობა - ეს ამ კლუბების მესამე შეხვედრა გახლდათ პრემიერლიგაში და "უოტფორდმა" მესამედ მოიგო, როგორც ჩანს, ეს გუნდი უელსელთათვის უხერხული მეტოქეა.

წინა ტურებისგან განსხვავებით სტუმრები ამ ტურში ძალიან პასიურად გამოვიდნენ. ერთი "სიტიმ" გაიტანა უკანასკნელ წამებზე და კვირას "ტოტენჰემსაც" ეღირსა ნანატრი გამარჯვება. "დეზებმაც" მატჩის მიწურულს შეაგდეს, ბრწყინვალე კომბინაციის მერე, რომელიც რაიან მეისონმა დააგვირგვინა.

"ლესტერმა" კი "ასტონ ვილასთან" შეხვედრის მეორე ტაიმში ცეცხლი დაანთო და ტრადიციულ ენერგიულ სტილში 0:2-დან მოატრიალა თამაში. "მელიებმა" 3:2 იმარჯვეს და "სიტისთან" ერთად წაუგებელ გუნდად რჩებიან. კლაუდიო რანიერის კლუბს შეცვლაზე შესულმა ნათან დაიერმა მოაგებინა, დებიუტის აღნიშვნაც ასეთი უნდა.

V ტური
12 სექტემბერი
ევერტონი-ჩელსი 3:1
გოლები: 1:0 ნეისმიტი (17), 2:0 ნეისმიტი (22), 2:1 მატიჩი (36), ნეისმიტი (82)
ევერტონი (4-3-1-2): ჰოვარდი - კოულმენი (77. ფუნეს მორი), სტოუნსი, ჯაგიელკა, გოლოუეი - მაკარტი, ბერი, ბეშიჩი (9. ნეისმიტი) - ბარკლი - კონე (72. ლენონი), ლუკაკუ
ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ასპილიკუეტა - ობი მიკელი (55. კენედი), მატიჩი - ფაბრეგასი (74. ვილიანი), აზარი, პედრო (70. ფალკაო) - დიეგო კოშტა
გაფრთხილება: გოლოუეი, სტოუნსი - ასპილიკუეტა, დიეგო კოშტა
კუთხური: 7-14 ჯარიმა: 12-12 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 14(9)-15(2) ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 38 311

არსენალი-სტოკი 2:0
გოლები: 1:0 უოლკოტი (31), 2:0 ჟირუ (85)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, გაბრიელი, კოშელნი, მონრეალი - კასორლა, კოკლენი - რემზი, იოზილი (84. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), სანჩესი (84. არტეტა) - უოლკოტი (75. ჟირუ)
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ბერდსლი, კამერონი, მუნიესა, პიტერსი - ვან გინკელი, უელანი - დიუფი (75. ბოიანი), შაქირი, არნაუტოვიჩი - ხოსელუ (57. აირლენდი)
გაფრთხილება: იოზილი - ბერდსლი
კუთხური: 13-1 ჯარიმა: 6-13 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 25(12)-9(4) ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 59 963

კრ. პალასი-სიტი 0:1
გოლი: 0:1 იჰეანაჩო (90+4)
კრ. პალასი (4-2-3-1): მაკარტი - კელი, დანი, ჰანგელანდი, სუარე - კაბაი, მაკარტური - პანჩონი (83. ლი), ზაჰა, საკო (68. გაილი) - ბოლაზი (80. იედინაკი)
სიტი (4-4-2): ჰარტი - სანია, კომპანი, მანგალა, კოლაროვი - ფერნანდინიო, იაია ტურე, ნასრი (90+4. დემიკელისი), ნავასი - აგუერო (25. დე ბრუინი), ბონი (89. იჰეანაჩო)
გაფრთხილება: დანი, ჰანგელანდი - იაია ტურე, ნასრი, მანგალა
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 13-13 თამაშგარე: 5-0 კარში დარტყმა: 10(2)-21(7) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 25 167

ნორვიჩი-ბორნმუთი 3:1
გოლები: 1:0 ჯერომი (35), 2:0 ჰულაჰანი (52), 3:0 ჯერვისი (67), 3:1 კუკი (81)
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - უიზდომი, მარტინი, ბასონგი, ბრედი - ჰოუსონი, ტეტი, რედმონდი, ჯერვისი (73. ოლსონი) - ჰულაჰანი (73. დორანსი) - ჯერომი (82. მბოკანი)
ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - ფრენსისი, ელფიკი, კუკი, სმიტი - რიტჩი, ო’კეინი (72. გოსლინგი), სურმენი, სტანისლასი (57. კერმორგანტი) - კინგი (57. მარეი) - უილსონი
გაფრთხილება: ტეტი, ჰულაჰანი - ფრენსისი, სმიტი, რიტჩი
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 12(4)-7(2) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 27 018

ვესტ ბრომვიჩი-საუთჰემპტონი 0:0
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ევანსი (86. ოლსონი), ბრანტი - გარდნერი, მაკმანამანი (61. მაკლინი), ფლეტჩერი, იაკობი - ლამბერტი (55. ბერაჰინო), რონდონი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - სედრიკი (75. იოშიდა), ფონტე, ვან დეიკი, ტარგეტი - დევისი, ვანიამა - ტადიჩი, უორდ=პრაუსი, როდრიგესი (67. მანე) - პელე
გაფრთხილება: ბრანტი -
კუთხური: 4-5 ჯარიმა: 5-5 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 6(1)-14(4) ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 24 265

უოტფორდი-სუონსი 1:0
გოლი: 1:0 იგალო (59)
უოტფორდი (4-4-1-1): გომესი - ნიომი, პრიოდლი, კატკარტი, ანია - ბეჰრამი, კაპუ - აბდი (66. უოტსონი), იგალო (73. ბერგუისი), ხურადო - დინი (84. დიამანტი)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ფ. ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - შელვი, კორკი (64. კი) - რუტლეჯი (60. მონტერო), სიგურდსონი (71. ედერი), ა. აიუ - გომისი
გაფრთხილება: კაპუ - კი
გაძევება: ბეჰრამი (64)
კუთხური: 1-3 ჯარიმა: 11-14 თამაშგარე: 0-6 კარში დარტყმა: 17(6)-8(3) ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 20 057

მანჩესტერი-ლივერპული 3:1
გოლი: 1:0 ბლინდი (49), 2:0 ერერა (70-პენ.), 2:1 ბენტეკე (84), 3:1 მარსიალი (86)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ - კერიკი (72. შნეიდერლენი), შვაინშტაიგერი - მატა (65. მარსიალი), დეპაი (46. იანგი), ერერა - ფელაინი
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, შკრტელი, ლოვრენი, გომესი - ჯანი, ლუკასი (88. მორენო), მილნერი - ინგსი (74. ორიჯი), ფირმინო (65. აიბი), ბენტეკე
გაფრთხილება: დარმიანი - კლაინი, მილნერი
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 6-11 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 9(3)-8(4) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 75 347

13 სექტემბერი
სანდერლენდი-ტოტენჰემი 0:1
გოლები: 0:1 მეისონი (82)
სანდერლენდი (4-2-3-1): პანტილიმონი - ჯონსი, ო’ში, ქაბული, ვან ანჰოლტი - მ’ვილა, გომესი (74. კატერმოლი) - ლენსი, ტოივონენი (81. როდუელი), ბორინი (74. უოტმორი) - დეფო
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დეივისი - მეისონი (85. კეროლი), დაიერი - სონი (62. თაუნსენდი), შადლი, ალი (67. ლამელა) - კეინი
გაფრთხილება: ბორინი, ჯონსი - ვერტონგენი
კუთხური: 6-8 ჯარიმა: 11-12 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 12(2)-14(4) ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 40 303

ლესტერი-ასტონ ვილა 3:2
გოლები: 0:1 გრილიში (39), 0:2 ხილი (63), 1:2 დე ლაეტი (72), 2:2 ვარდი (82), 3:2 დაიერი (89)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - დე ლაეტი, ჰუტი, მორგანი, შლუპი - მაჰრეზი, ოლბრაიტონი (64. ულოა), ინლერი (64. კანტე), დრინკვოტერი - ოკაზაკი (46. დაიერი), ვარდი
ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი - ბაკუნა (86. ჰატონი), რიჩარდსი, ლესკოტი, ამავი - სანჩესი, ვესტვუდი - ხილი (66. ჯ. აიუ), გრილიში, სინკლერი - აგბონლაჰორი (75. ჟესტედი)
გაფრთხილება: ოლბრაიტონი, დაიერი - ამავი
კუთხური: 4-5 ჯარიმა: 8-13 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 21(6)-11(4) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 31 733

14 სექტემბერი
ვესტ ჰემი-ნიუკასლი 23:00

ბომბარდირები: 4 - ბაფეტიმბი გომისი (სუონსი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).

მომდევნო ტური
19 სექტემბერი:
ჩელსი-არსენალი, სუონსი-ევერტონი, სტოკი-ლესტერი, ბორნმუთი-სანდერლენდი, ნიუკასლი-უოტფორდი, ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი, სიტი-ვესტ ჰემი.

20 სექტემბერი:
ტოტენჰემი-კრ. პალასი, საუთჰემპტონი-მანჩესტერი, ლივერპული-ნორვიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული