ანხელ დი მარიამ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის მიზეზი დაასახელა

AutoSharing Option
პსჟ-ის ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ აღიარა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარი სახლის გაქურდვის გამო დატოვა.

"ჩემი სახლის გაქურდვა ძალიან ნეგატიურად აღვიქვი, რომელიც ამ ზამთარს მოხდა. უფრი ცუდი შთაბეჭდილება ამან ჩემს ოჯახზე მოახდინა, რომელიც ძალიან განიცდიდა ამ ფაქტს. განსაკუთრებით ჩემი ქალიშვილი ნერვიულობდა.

მომხდარის შემდეგ ინგლისში დარჩენას აზრი არ ჰქონდა და მნიშვნელოვანი იყო გარემოების შეცვლა", - თქვა დი მარიამ Le Parisien-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ზაფხულში დი მარია მადრიდის "რეალიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" 60 მილიონ ფუნტად გადავიდა და "წითელი ეშმაკების" ისტორიაში ყველაზე ძვირი
შენაძენი გახდა.

ხოლო ამ ზაფხულს დი მარია პსჟ-ში გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული