ჟოზე მოურინიო რობერტო მარტინესს პრესკონფერენციაზე შეუვარდა

AutoSharing Option
"ევერტონისა" და "ჩელსის" მატჩის (3:1) მერე განერვიულებულ ჟოზე მოურინიოსა და გახარებულ რობერტო მარტინესს შორის უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

ესპანელმა სპეციალისტმა ტრადიციული პრესკონფერენცია დაიწყო, რომელზეც მას პორტუგალიელი შეუვარდა და თქვა, "იმდენი შეგნება უნდა გყოფნიდეს, რომ ჯერი სტუმარ გუნდს დაუთმო, ჩვენ გასამგზავრებლები ვართო". მარტინესის პასუხი მოკლე იყო - "ამას მე არ ვწყვეტ ჟოზე, ამას მე არ ვაკონტროლებ".

შეგახსენებთ, რომ "ევერტონის" თავკაცსა და "ჩელსის" დამრიგებელს შორის სიტუაცია ჯერ კიდევ აგვისტოში დაიძაბა, როდესაც მარტინესი უკმაყოფილო იყო იმით, რომ "განსაკუთრებული" საჯაროდ აფიქსირებდა "ჩელსის" ინტერესს ჯონ სტოუნსისადმი.
მაშინ მწვრთნელებმა რამდენიმე მწარე კომენტარი გაცვალეს.

მარტინესი კი ჟურნალისტებს მოგვიანებითაც გაესაუბრა და აღნიშნა:

"როდესაც წინა სეზონში "გუდისონ პარკზე" 6:3 მოგვიგო, გაცილებით სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა და ძალიან კარგად იქცეოდა, სწორედ ისეთი მოურინიო მირჩევნია".

ამით, მარტინესმა ვიზავის მიანიშნა, რომ მას წაგების ღირსეულად მიღება უნდა შეეძლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული