რა დააკლდა ვან გაალის "იუნაიტედს" ჰოლანდიაში

AutoSharing Option
AUTO PLAY
პსვ-სთან წაგებულ შეხვედრაში მემფის დეპაიმ თავის ყოფილ გუნდს ძალიან ლამაზი გოლი კი გაუტანა და "მანჩესტერ იუნაიტედი" დააწინაურა.

სტუმართა გუნდი უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს, "წითელმა ეშმაკებმა" ზედიზედ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, ხოლო ეინდჰოვენელებმა კუთხურის წყალობით გაათანაბრეს.

მეორე ნახევარში ჰოლანდიელებმა მეორეც გაიტანეს და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებული "იუნაიტედი" ტურნირს მარცხით იწყებს - 1:2. ეს კატასტროფა და ტრაგედია არ გახლავთ, რადგან 5 მატჩი ჯერ კიდევ წინაა და ისეთი ჯგუფია, საიდანაც მანჩესტერელები, წესით, მაინც უპრობლემოდ უნდა გავიდნენ, მაგრამ წაგება არასასიამოვნოა. ბუნებრივია,
ფანები ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ და ვან გაალს კრიტიკის მოსმენა მოუხდა.

"ზუსტად ისეთი შეხვედრა იყო, როგორც "სუონსისთან". მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით, ვდომინირებდით, მაგრამ მომენტებს ვერ ვიყენებდით და საბოლოოდ დავმარცხდით. მეტოქემ პირველივე ნორმალური ეპიზოდი გამოიყენა, რომელიც ტაიმის მიწურულს კუთხურს მოჰყვა. მეორე გოლიც მაშინ გავუშვით, როდესაც ვუტევდით და ბურთი დავკარგეთ. პსვ-სთვის ფანტასტიკური შეხვედრა გამოვიდა, ჩვენთვის კი ძალიან ცუდი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც ყოველთვის ვანგაალის გუნდები სუსტი დაცვით და შეტევაში უფანტაზიო თამაშით გამოირჩევიან
gio123
12:25 17-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული