12:19 17-09-2015
რა დააკლდა ვან გაალის "იუნაიტედს" ჰოლანდიაში
AutoSharing Option
სტუმართა გუნდი უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს, "წითელმა ეშმაკებმა" ზედიზედ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, ხოლო ეინდჰოვენელებმა კუთხურის წყალობით გაათანაბრეს.
მეორე ნახევარში ჰოლანდიელებმა მეორეც გაიტანეს და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებული "იუნაიტედი" ტურნირს მარცხით იწყებს - 1:2. ეს კატასტროფა და ტრაგედია არ გახლავთ, რადგან 5 მატჩი ჯერ კიდევ წინაა და ისეთი ჯგუფია, საიდანაც მანჩესტერელები, წესით, მაინც უპრობლემოდ უნდა გავიდნენ, მაგრამ წაგება არასასიამოვნოა. ბუნებრივია, ფანები ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ და ვან გაალს კრიტიკის მოსმენა მოუხდა.
"ზუსტად ისეთი შეხვედრა იყო, როგორც "სუონსისთან". მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით, ვდომინირებდით, მაგრამ მომენტებს ვერ ვიყენებდით და საბოლოოდ დავმარცხდით. მეტოქემ პირველივე ნორმალური ეპიზოდი გამოიყენა, რომელიც ტაიმის მიწურულს კუთხურს მოჰყვა. მეორე გოლიც მაშინ გავუშვით, როდესაც ვუტევდით და ბურთი დავკარგეთ. პსვ-სთვის ფანტასტიკური შეხვედრა გამოვიდა, ჩვენთვის კი ძალიან ცუდი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
როგორც ყოველთვის ვანგაალის გუნდები სუსტი დაცვით და შეტევაში უფანტაზიო თამაშით გამოირჩევიან
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული