16 სექტემბერს, ლონდონში გამართული თამაშის დროს გულშემატკივრები მის სახელს სკანდირებდნენ, რაც ჟოზეს არ გაჰკვირვებია.
"ჩელსი" აგებს თუ იგებს, მე ვრჩები ფანტასტიკურ მწვრთნელად. და ეს გულშემატკივრებს კარგად ესმით. ისინი ხვდებიან, რომ კლუბმა ჩემთან ერთად სამი საჩემპიონო ტიტული მოიგო და ერთიც - ჩემი გუნდით. ისინი ხვდებიან, რომ ჩვენ მეხუთე ტიტულის მოგებაც შეგვიძლია
მაგალითად, დღეს რუნის ინგლისის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ - რეკორდსმენად. არადა, ცოტა ხნის წინ საშინლად თამაშობდა. ის რჩება ფანტასტიკურ მოთაშედ, მიუხედავად იმისა, იტანს თუ არა გოლებს", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს Sky Sports.