"ვესტ ჰემ იუნაიტედმა" სტუმრად 2:1 მოუგო "მანჩესტერ სიტის", რომელსაც აქამდე არც ქულა ჰქონდა დაკარგული და არც გოლი გაშვებული. სტუმართა რიგებში თავი ვიქტორ მოზესმა და დიაფრა სახომ გამოიჩინეს თავი. მასპინძელთა ერთადერთი გოლი კევინ დე ბრუინის ანგარიშზეა, ვისთვისაც ეს პირველი გოლია "სიტის" მაისურით.
მანუელ პელეგრინი (სიტი): "ვიცოდით, რომ ამ გუნდმა სტუმრად "არსენალი" და "ლივერპული" დაამარცხა. ძალიან სამწუხაროა, ჩვენ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა დავკრაგეთ. ორი ძალიან იოლი ბურთი გავუშვით".
სლავენ ბილიჩი (ვესტ ჰემი): "თუ ასეთი
ლონდონურ დერბიში "ჩელსიმ" 2:0 მოუგო "არსენალს", რომელიც მეორე ტაიმში 9 კაცის ამარა დარჩა. გოლები კურტ ზუმამ და ედენ აზარმა (რიკოშეტის წყალობით) გაიტანეს.
ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "არსენალთან" მატჩში საუკეთესო დიეგო კოშტა იყო. ბოლო სამ დღეში მეორე შეხვედრა ისე მოვიგეთ ბურთი არ გაგვიშვია. 15-16-ჯერ შევხდი "არსენალს" და მხოლოდ ერთხელ არ უწუწუნიათ "მეთოფეებს" თამაშის მერე, ალბათ, იმიტომ რომ მაშინ მოგება შეძლეს".
არსენ ვენგერი (არსენალი): "მაიკ დინის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი, კოშტა მინიმუმ ორჯერ იყო გასაძებელი. მან მეტოქეს წინასწარგანზრახვით ჩაარტყა სახეში. ყველამ იცის, რომ ის პროვოკატორია".
ჩელსი-არსენალი 2:0
გოლები: 1:0 ზუმა (53), 2:0 აზარი (90)
გაძევება: გაბრიელი (45. არსენალი), კასორლა (79. არსენალი)
ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი 0:1
გოლი: 0:1 ბერაჰინო (39)
ბორნმუთი-სანდერლენდი 2:0
გოლები: 1:0 უილსონი (4), 2:0 რიჩი (9)
გაძევება: ქაბული (74. სანდერლენდი)
ნიუკასლი-უოტფორდი 1:2
გოლები: 0:1 იგალო (10), 0:2 იგალო (28), 1:2 იანმაატი (62)
სტოკი-ლესტერი 2:2
გოლები: 1:0 კრკიჩი (13), 2:0 უოლტერსი (20), 2:1 მაჰრეზი (51-პენ), 2:2 ვარდი (69)
სუონსი-ევერტონი 0:0
გაძევება: მირალასი (90. ევერტონი)
სიტი-ვესტ ჰემი 1:2
გოლები: 0:1 მოზესი (6), 0:2 სახო (31), 1:2 დე ბრუინი (45)
1. სიტი - 15 ქულა; 2. ვესტ ჰემი - 12; 3. ლესტერი - 12; 4. მანჩესტერი - 10; 5. არსენალი - 10.