"ტოტენჰემს" კი გოლი არც გაუტანია, კალუმ ჩემბერსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ჰარი კეინი ისევ უფერული იყო. თუმცა მაურისიო პოჩეტინო მატჩის მერე გამოუყენებელ მომენტებს მისტიროდა და უკეთ ვითამაშეთო ამბობდა.
"პირადად ჩემი და, რაც მთავარია, გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. რთულია, საუკეთესო ფორმა შეინარჩუნო, როდესაც ყველა თამაშში მონაწილეობის მიღება არ გიწევს, მაგრამ
არსენ ვენგერი: "შეიძლება ორ გოლს ფლამინისგან არ ელოდო, მაგრამ კარგ და ხარისხიან თამაშს ყოველთვის ელოდები. ის ნამდვილი გამარჯვებული, პროფესიონალი და მებრძოლია. სეზონის დაწყებამდე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდებოდა, მაგრამ ის დარჩა და თავისი ადგილისთვის ბრძოლა გადაწყვიტა".
"ვესტ ჰემთან" მარცხით გაბრაზებულმა მანუელ პელეგრინიმ ძირითადი შემადგენლობით ითამაშა წყალწაღებულ "სანდერლენდთან" და ადვილად მოიგო კიდეც (სანდერლენდი-სიტი 1:4). საუკეთესო რაჰიმ სტერლინგი გახლდათ, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.
ალან პარდიუმ "ჩარლტონი" გამოიჭირა და მისმა "არწივებმა" მეტოქე გოლებით ამოავსეს (კრ. პალასი-ჩარლტონი 4:1) - ანგარიში ფრეიზერ კემპბელმა გახსნა, ხოლო დუაით გეილმა ჰეთ თრიკი შეასრულა (აქედან ორი გოლი პენალტით გაიტანა).
პარდიუმ შანსი ისეთ ფეხბურთელებს მისცა, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო აქვთ და მათაც იმედები არ გაუცრუეს.
იმედების გაცრუება ისე უნდა, როგორც ეს "ნიუკასლმა" გააკეთა. "კაჭკაჭები" ქვედალიგელ "შეფილ უენსდისთანაც" კი დამარცხდნენ შინ (ნიუკასლი-უენსდეი 0:1) და სტივ მაკლარენმა ბოლოს და ბოლოს, ამოთქვა, კრიზისთან ახლოს ვართო.
ჯეი როდრიგესის, სადიო მანესა და შეინ ლონგის ორ-ორი გოლით, "საუთჰემპტონმა" "დონსთან" შეხვედრაში გაილაღა (დონსი-საუთჰემპტონი 0:6). ადვილად მოიგო "ნორვიჩმაც", "იადონებმა" "ვესტ ბრომვიჩს" გადაურბინეს (ნორვიჩი-ვესტ ბრომვიჩი 3:0) და შეუძლიათ იამაყონ, რადგან ტონი პულისის გუნდის კარში 3 გოლის გატანა ადვილი როდია.
"ოცნებების თეატრზე" ლამაზი სპექტაკლი დაიდგა (მანჩესტერი-იფსვიჩი 3:0). თავი უეინ რუნიმაც გამოიჩინა, ახალგაზრდა ბრაზილიელმა ტალანტმა ანდრეას პერეირამაც შეაგდო ლამაზი ჯარიმა და თავისი მორიგი გოლი შემოგვთავაზა ანტონი მარსიალმაც.
დრამა იყო "ენფილდზე", აბა სხვაგავარად "ლივერპულს" როგორ შეუძლია და როდის ყოფილა მას მშვიდად მოეგოს. ამჯერად მერსისაიდელები კინაღამ მეორე ლიგის ანუ რანგით მეთხე დივიზიონის "კარლაილთან" შერცხვნენ (ლივერპული-კარლაილი 1:1, 3:2 პენ). მერსისაიდელთა რიგებში საუკეთესო ორ ფეხბურთელს ეთქმის - დენი ინგსს, რომელმაც გუნდი დააწინაურა და გადამწყვეტი პენალტიც გაიტანა და უნგრელ მეკარე ადამ ბოგდანს, რომელმაც 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია...
"ჩელსიმ" კი პრობლემების გარეშე აჯობა "უოლსოლს" (უოლსოლი-ჩელსი 1:4). აღსანიშნავია ის, რომ თავისი გოლი გაიტანა ბრაზილიელმა კენედიმ და თავი ფრანგმა ლოიკ რემიმაც გამოიჩინა.
"ვილა პარკზე" ბირმინგემული დერბი გაიმართა და "ასტონ ვილამ" "ბირმინგემი" დაამარცხა რუდი ჟესტედის კინკილა გოლით (ასტონ ვილა-ბირმინგემი 1:0). ეგებ, ტიმ შერვუდის ბიჭები ამან მაინც გამოაფხიზლოს.
ხასიათის გამოსწორებაზე იზრუნა "სტოკმაც", რომელსაც პრემიერლიგაში საქმე ძალიან ცუდად მისდის და პიტერ კრაუჩის გოლით "კრევენ კოტეჯზე" "ფულემს" სძლია (ფულემი-სტოკი 0:1).
დაგვემშვიდობა "სუონსი", რომელმაც "ჰალთან" წააგო, "ვეფხვებს" დევიდ მეილერმა მოაგებინა (ჰალი-სუონსი 1:0).
"ლესტერმა" დამატებით დროში ენდი კინგის გატანილი ბურთით "ვესტ ჰემი" დაიფრინა თასიდან (ლესტერი-ვესტ ჰემი 1:1, 1:0 დ.დ.). კლაუდიო რანიერის გუნდმა გადახალისებული შემადგენლობითაც კი მოიგო.
"მიდლსბრომ", რომელიც პრემიერლიგიკენ მოიწევს, თავის "რივერსაიდზე" ადვილად აჯობა "ვულვზს" (3:0). სიტყვა ადვილი სრულიად ზედმეტია "ბორნმუთთან" მიმართებაში, რომელიც ჯერ ძირითად დროში უგებდა "პრესტონს", მერე კი დამატებითში, მაგრამ საქმე მაინც პენალტებამდე მივიდა და "ალუბლებმა" მაინც იძალეს (2:2, 2:3).
"ევერტონმა" "რედინგთან" "დააქამბექა", ისევ გაიტანა როს ბარკლიმ და თავი დეულოფეუმაც გამოიჩინა (რედინგი-ევერტონი 1:2). ესპანელისთვის ეს მნიშვნელოვანი გოლი გახლდათ, იგი ისედაც იმაზე წუწუნებს, მეტი სათამაშო წუთები და ნდობა მჭირდებაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"