"მანჩესტერ იუნაიტედი": სერ ალექსის მემკვიდრე რაიანია?

AutoSharing Option
სერ ალექს ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ მის ნაცვლად დევიდ მოიესის პოსტზე დანიშვნა შეცდომა არ იყო. მართალია, შოტლანდიელი იმაში გამოტყდა, რომ მემკვიდრედ ხოსეპ გვარდიოლას დატოვება სურდა და გადაწვეტილების მიღებამდე გავისაუბროთო, ესპანელისთვის ესეც შეუთვლია, მაგრამ პეპმა არ გადმორეკა და მიუნხენის "ბაიერნის" წინადადება ისე მიიღო.

"რა სიტუაციაშიც ვიყავით, ამის გათვალისწინებით, საუკეთესო კანდიდატურა გამოვარჩიეთ. ჩვენ კარგი, ფეხბურთის კაცი ავარჩიეთ. არ მიმაჩნია, რომ შეცდომა დავუშვით, ეს სწორი ნაბიჯი გახლდათ.

თანაც ჟოზე მოურინიო "ჩელსიში" ბრუნდებოდა, კარლო ანჩელოტი მადრიდის "რეალში" მიდიოდა, იურგენ კლოპმა "დორტმუნდთან" გაახანგრძლივა კონტრაქტი, ხოლო ლუი
ვან გაალი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის რჩებოდა ჰოლანდიის ნაკრებში. სამწუხაროდ, დევიდისთვის ყველაფერი იდეალურად არ აეწყო" - აღნიშნა 73 წლის ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ მოიესზე უდიდესი ზეწოლა იყო, ტრანსფერებშიც არ დახარჯულა იმდენი თანხა, რამდენიც "წითელმა ეშმაკებმა" ბოლო დროს დახარჯეს და შოტლანდიელს სეზონის ბოლომდეც არ დასცალდა. ახლა იგი "რეალ სოსიედადს" თავკაცობს, მაგრამ იდეალურად საქმე არც ბასკთა რიგებში მისდის. ფერგიუსონის საკადრისად შეცვლას კი ჯერჯერობით, ვერც ლუი ვან გაალი ახერხებს.

ისე, მოიესის წასვლის მერე, ვან გაალის მისვლამდე "იუნაიტედს" ცოტა ხნით, რაიან გიგსმა უთავკაცა და მას ამ პოსტზე დაბრუნებას მომავალშიც უწინასწარმეტველებენ, შეიძLლება არც ისე შორეულში... ფერგიუსონის თქმით, გიგსს ყველაფერი აქვს, რომ დიდი მწვრთნელი გახდეს.

ახლა ამ თემაზე კომენტარი დევიდ ბექემმაც გააკეთა - რაიანი შესანიშნავი სპეციალისტი იქნება, მასთან ერთად წლები მაქვს გატარებული და ვიცი, ეს საქმე გამოუვაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული