მთავარი, თავადაც ხვდებით, ის გახლავთ, რომ გერმანელ მწვრთნელ იურგენ კლოპს მერსისაიდელთა თავკაცის პოსტზე დებიუტი ექნება. მისთვის კარგი სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია და კლოპი ყველაფერს გააკეთებს, რომ სულ ცოტა, არ წააგოს.
"კლოპო" ამბიციური და რისკიანი კაცია, ამიტომ, ალბათ, მოსაგებადაც ითამაშებს, მაგრამ თავისი გეგმები და საგანგებოდ შერჩეული ტაქტიკა ექნება მაურისიო პოჩეტინოს. გარკვეული დანაკლისი ორივე გუნდს აქვს,
ამ გუნდების ბოლო ხუთ დაპირისპირებაში 22 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ მატჩში 4 ბურთზე მეტია. "დეზებისთვის" სამწუხაროდ, აქედან 18 გოლი მათ კარში ვიხილეთ, "ტოტენჰემს" "ენფილდის" ბინადრებთან მიჯრით 5 წაგება აქვს. თუმცა იქამდე იყო 6-მატჩიანი მონაკვეთი, რომლის დროსაც "ლივერპული" ლონდონურ კლუბს ვერ უგებდა - 2 ფრე, 4 წაგება.
ვან გაალმა ნავსი უნდა გატეხოს
ტურში ასევე განსაკუთრებით გამორჩეული დაპირისპირება "ევერტონი"-"მანჩესტერ იუნაიტედია". "გუდისონ პარკზე" "წითელი ეშმაკების" ბოლო სამი ვიზიტი ფიასკოთი დასრულდა. თანაც, ისე, რომ მანჩესტერელებს იმ შეხვედრებში გოლიც კი არ გაუტანიათ - 0:3, 0:2, 0:1. ლუი ვან გაალმა თავის ბიჭებთან ერთად, პირველ ადგილზე ყოფნას ერთი ტურით გემო გაუსინჯა და ეგემრიელა, მაგრამ პირველზე დარჩენა ადვილი რომ არ არის, ესეც უმალვე გაითავისა. "ევერტონის" ლაზარეთში კვლავაც ბევრი ტრავმირებულია, მაგრამ ფაქტია, "კანფეტები" მაინც მშვენივრად თამაშობენ.
თანაც, "საუთჰემპტონთან", "სიტისთან", "ტოტენჰემთან", "ჩელსისთან" და "ლივერპულთან" თამაში უკვე მოასწრეს, მათი I წრის კალენდარში გრანდებიდან ერთი "მანჩესტერი" და "არსენალი" რჩება.
ჟოზემ უნდა მოიგოს
იდეაში, ადვილი თამაში უნდა ჰქონდეს ვიცე-ჩემპიონ "სიტის", რომელიც "ბორნმუთს" დაუხვდება. მეორე მხრივ, "ალუბლები" ისე თამამად გამოიყურებიან და არაპროგნოზირებადად თამაშობენ, გამორიცხული არაფერია.საუცხოოდ ათამაშებული ალექსის სანჩესით შეიარაღებული "არსენალი" კიკე სანჩეს ფლორესის "უოტფორდს" ეწვევა. მიუხედავად "მეთოფეების" მიზნების, ფავორიტობისა და იმისა, რომ "მანჩესტერთან" მათ არაამქვეყნიური ფეხბურთი ითამაშეს, ნურავინ იტყვის, არსენ ვენგერს ადვილი გამარჯვება ელოდებაო.
პრემიერლიგის ურთიერთშეხვედრებს თუ ავიღებთ, გაგიკვირდებათ და, უოტფორდელებს "არსენალთან" დადებითი ბალანსი აქვთ - 8 მოგება, 7 წაგება, 1 ფრე.
"ჩელსი" "ასტონ ვილას" მასპინძლობს და "სტემფორდ ბრიჯზე" უსუსურად მოთამაშე ბირმინგემელებსაც თუ ვეღარ მოუგო, ჟოზე მოურინიო შეიძლება, მართლაც გაუშვან.
დიდი სემი იწყებს
სემ ელარდაისი დიდი ხანი, არ იყო პრემიერლიგას ჩამოშორებული, ახლა მან რთული მისია - "სანდერლენდის" გადარჩენა - ითავა და გაუჭირდება პირველი მატჩის მოგებაც, რადგან მეტოქედ თვით ტონი პულისი ეყოლება, მაგრამ "დიდი სემი" შეეცდება, "შავ კატებს" უმალვე ახალი სული შთაბეროს და ტაქტიკურადაც არ ჩამორჩეს პულისს.კიდევ ერთი მოუგებელი გუნდი "ნიუკასლი" "ნორვიჩს" მასპინძლობს, ეს აუცილებლად მოსაგები თამაშია. სტივ მაკლარენის "კაკაჭებმა" "იადონებს" უნდა აჯობონ, ეს შესაძლოა, ჯორდებისთვის მიმდინარე სეზონში გარდამტეხი მომენტიც კია, მიუხედავად ასეთი ადრეული სტადიისა.
IX ტური
შაბათი. 17 ოქტომბერი
ტოტენჰემი-ლივერპული 15:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სონი, მეისონი, პიტჩარდი - ფირმინო, ბენტეკე, ლოვრენი, ფლენეგანი, ჰენდერსონი, ინგსი
ბოლო 6 მატჩი
+3 =3 -0 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 144 თამაში: +41 =35 -68 (164-234)
ჩელსი-ასტონ ვილა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კურტუა - ა. ტრაორე, აგბონლაჰორი, გარდნერი, ოკორე
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +0 =1 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 136 თამაში: +53 =32 -51 (208-202)
სიტი-ბორნმუთი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კომპანი, დელფი - ელფიკი, გრადელი, უილსონი, მინგსი
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0 =0 -0 (0-0)
საუთჰემპტონი-ლესტერი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კლასი, გარდოში, ფორსტერი - დაიერი, ჯეიმსი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +15 =13 -12 (64-58)
ევერტონი-მანჩესტერი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სტოუნსი, კოულმენი, ბეშიჩი, ჰიბერტი, პიენაარი, კლევერლი, ბეინსი - ერერა, როხო, შოუ
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 172 თამაში: +57 =40 -75 (248-264)
ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფოსტერი - გრემი, ჯონსონი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +0 =3 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 122 თამაში: +45 =30 -47 (192-222)
კრ. პალასი-ვესტ ჰემი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვიქჰემი, შამახი, აპია - კეროლი, სონგი, ვალენსია
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +5 =5 -8 (19-29)
უოტფორდი-არსენალი 20:30
დისკვალიფიკაცია: დარავინ
ტრავმა: დოილი, ეკსტრანდი - კოშელნი, არტეტა, როსიცკი, ფლამინი, უელბეკი, უილშირი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +8 =1 -7 (27-24)
კვირა. 18 ოქტომბერი
ნიუკასლი-ნორვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოლბეკი, აარონსი, აიდარა, ტეილორი, დერლოუ, დამეტი, რივიერი - ჰუპერი
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +13 =9 -8 (49-35)
ორშაბათი. 19 ოქტომბერი
სუონსი-სტოკი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - შაჩირი, უილსონი
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +5 =3 -4 (19-17)
ბომბარდირები: 7 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 6 - სერხიო აგუერო (სიტი); 5 - რიად მაჰრეზი (ლესტერი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი); ალექსის სანჩესი (არსენალი), ოდიონ იგალო (უოტფორდი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"