"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა საკლუბო ემბლემის შეცვლაზე ფიქრობს და აპირებს, აზრი გულშემატკივრებსაც ჰკითხოს. ამის შესახებ Manchester Evening News იუწყება.
გუნდის ლოგოტიპზე ქომაგის შეხედულებას პირადად კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ფერან სორიანო გაეცნობა.
"გულშემატკივრების აზრი ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ემბლემა - კლუბის მთავარი სიმბოლოა. ის ჩვენს ისტორიას და მემკვიდრეობას გამოხატავს", - თქვა სორიანომ.
ემბლემის დიზაინი, რომელსაც "მანჩესტერ სიტი" ამჟამად იყენებს, 1997 წელს შეიქმნა. მასზე ოქროს არწივია გამოსახული, რომლის წინ ფარია, ზედ დახატული იალქნიანი გემით. არწივის თავზე კი სამი ოქროს ვარსკვლავია.