ჟოზე მოურინიო და ინგლისური - ენით გაფუჭებული ენას დაბრალდა

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიომ სცადა, ფეხბურთის ასოციაციის სასჯელი თავიდან აერიდებინა და მისი კრიტიკული კომენტარები, რომლებიც "საუთჰემპტონთან" მატჩის მერე მსაჯებზე გააკეთა, იმისთვის გადაებრალებინა, რომ ინგლისური მისი მშობლიური ენა არ არის და სათქმელი კარგად ვერ გადმოვეცი, არასწორად გამიგეთო, მაგრამ ასოციაცია არ მოტყუვდა...

პორტუგალიელის სასჯელი ძალაში დარჩა, ერთმატჩიან დისკვალიფიკაციასთან ერთად, 50 ათასი გირვანქა.

სხვათა შორის, "განსაკუთრებული" ამ ორგანიზაციის ბიუჯეტს გვარიანად ამდიდრებს, 5 ივნისიდან დღემდე იგი 181 ათასი გირვანქით დაჯარიმდა. შეგახსენებთ, რომ ჟოზემ მაიკ დინს "სუსტი" უწო
და.

გარდა ამისა, ისაუბრა იმაზე, რომ არბიტრები მიზანმიმართულად ჩაგრავენ "ჩელსის" და მიკერძოებულნი არიან. არადა, "წმინდანებთან" შეხვედრაში არბიტრი უფრო მეტჯერ "ლურჯების" სასარგებლოდ შეცდა. მოუ ცოტა ადეკვატური გახდა მას მერე, რაც მისმა გუნდმა "ასტონ ვილას" მოუგო.

"ამ წუთას ჩვენ ქვეყნის უძლიერესი გუნდი არ ვართ, მაგრამ ვართ გუნდი, რომელსაც ძალიან კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე ავიდეთ იმ დონეზე, რომელსაც ვიმსახურებთ.

მთავარია, თავდაჯერება არ დავკარგოთ, რადგან როდესაც საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ ხარ, ხარისხიც ეცემა" - თქვა მოურინიომ.

სხვათა შორის, პორტუგალიელმა ისიც თქვა, კიდევ მჯერა, რომ ამ სეზონში პრემიერლიგის მოგებაც შეგვიძლია და დანარჩენი ტიტულებისაცო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული