"მოურინიოს გუნდიდან გაშვება უდიდესი შეცდომა იქნება. სულ ახლახან მან გუნდთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამიტომ მგონია, რომ რომან აბრამოვიჩი მისცემს დროს და გამოხატავს პატივისცემას, რომელსაც მოურინიო იმსახურებს.
ეს ძალიან მძიმე სეზონია "ჩელსისთვის". ერთადერთი, ვისაც მისი შველა შეუძლია - ჟოზე მოურინიოა. ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია ფეხბურთის ისტორიაში", - თქვა ანრიმ.