* ინგლისური მედია წერს, რომ "ჩელსი", შუამავლების მეშვეობით, კარლო ანჩელოტის დაუკავშირდა.
* ჯეიმი ვარდი მხოლოდ მესამე ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგის 8 ტურში გაიტანა ზედიზედ. აქამდე ეს რუდ ვან ნისტელროიმ და დანიელ სტარიჯმა შეძლეს.
"სტემფორდ ბრიჯზე" ყველანაირი გაგებით უპრინციპულესი დაპირისპირება იყო, რაც ჟოზე მოურინიოსაც და იურგენ კლოპსაც ჩვენზე უკეთ ესმოდათ. პრობლემების ქსელში გახლართულმა "განსაკუთრებულმა", ალბათ, ბოლო ძალები მოიკრიბა, რომ თავისი ბიჭები მაქსიმალურად დაემუხტა და "ჩელსიც" ძალიან შემართული გავიდა მინდორზე, რამაც სტარტზევე შექმნილი არა
მიუხედავად ამისა, იგრძნობოდა, რომ ერთი პრობლემა, ერთი ბარიერი და "ჩელსის" ეს მოჩვენებითი სიმძლავრე უცებ გაქრებოდა და "ლურჯები" ისევ ნერვებს აჰყვებოდნენ, დაიბნეოდნენ და შეცდომებს დაუშვებდნენ. ასეც მოხდა... "პრობლემას", სახელად "ფილიპე კოუტინიოს", ლონდონელებმა ვერაფერი მოუხერხეს.
ტანჩია ბრაზილიელმა პირველი ტაიმის ბოლო წამებზე ჩვეულად იჯადოქრა და ულამაზესი შორეული დარტყმით შეაგდო. ეს გარდამტეხი გამოდგა. მანვე მეორეც გაიტანა, თანაც ასევე ლამაზი დარტყმით და მასპინძლები საბოლოოდ არია, ხოლო ბოლო წერტილი შეცვლაზე შესულმა კრისტიან ბენტეკემ დასვა.
თამაშის მერე მოურინიო იმას ამბობდა, არაფერი მაქვს სათქმელიო, ჟურნალისტის ყველა კითხვას იგი ასე პასუხობდა. მოგვიანებით მან ისევ აღნიშნა, არსად წამსვლელი არ ვარო, დანარჩენი კი რომან აბრამოვიჩზეა. იურგენ კლოპს რაც შეეხება, გერმანელი სიხარულისგან ცქმუტავდა, მან პრემიერლიგაში თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა "ლივერპულთან" ერთად, თან როგორ და ვისთან!
ლიდერები
"არსენალმა" პირველ ტაიმში ვერაფერი მოუხერხა "სუონსის", მაგრამ მეორე ტაიმში მაინც აჯობა უელსურ გუნდს და "ლიბერთი სტედიუმიდან" 3 ქულა წაიღო. არსენ ვენგერის "მეთოფეებმა" გამარჯვება დაიმსახურეს და "სიტისთან" ერთად ტახტის გაყოფას აგრძელებენ."სიტის" ხსენებაზე ვთქვათ, რომ "ქალაქელებმა" ძალიან იწვალეს "ნორვიჩთან", რომელიც თავს ორგანიზებულად იცავდა და ალაგ-ალაგ მწარედ იკბინებოდა. თანაც, მანუელ პელეგრინის აშკარად ძალების დაზოგვით ჰქონდა მოგება გადაწყვეტილი და კინაღამ ორი ქულა დაკარგა. ჩილელის გუნდი ოტამენდიმ დააწინაურა, კამერონ ჯერომმა კი ანგარიში მას მერე გაათანაბრა, რაც ჯო ჰარტის სინდისზეა:
ინგლისის ნაკრების მეკარემ მეტოქის ჩაწოდებისას ბურთი კი დაიჭირა, მაგრამ შეეშინდა, რომ კარში ბურთიანად არ შევარდნილიყო და პირდაპირ ჯერომს დაუგდო - აჰა, გაიტანეო. ბოლოსკენ მანჩესტერელებმა პენალტი გაიტანეს. ეს იაია ტურემ გააკეთა, რომელიც მალევე შეცვალეს და მე-7 დამატებულ წუთზე "სიტიმ" კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა, მას მერე, რაც აქეთ გადარჩა მეორე გაშვებულ გოლს.
ნიშნულთან ამჯერად კოლაროვი მივიდა და ააცილა, მაგრამ, რაც მთავარია, ნატანჯი 3 ქულა მასპინძლებმა მაინც მოიპოვეს.
ვან გაალის წაფორხილება
"სიტის" თანაქალაქელი "იუნაიტედი" ვერაფერს გახდა "კრისტალ პალასთან". "არწივები" ბოლო დროს კარგად ვერ გამოიყურებოდნენ და ზედმეტი წაგებები შემოერიათ, ამიტომაც ალან პარდიუმ მაქსიმალურად ფრთხილად ითამაშა, ხოლო ლუი ვან გაალმა ბოლოსკენ ოდნავ კი გარისკა, მაგრამ მთლიანობაში ფრეს უსამართლო შედეგს ვერ ვუწოდებთ. ასე რომ, "წითელი ეშმაკები" ცოტათი ჩამორჩნენ."მანჩესტერს" გადაასწრო "ლესტერმა" და მესამე ადგილზე გადავიდა. არადა, "ვესტ ბრომვიჩმა" "მელიებთან" დაწინაურება შეძლო და, როდესაც ტონი პულისის გუნდი წინ გადის, ძალიან რთულია მასთან ჭიდილი. თუმცა ლესტერშირელები, რა ხანია, "შეუსრულებელი მისიების" შემსრულებლებად იქცნენ და მეორე ტაიმების მოგების ოსტატებმა ამჯერადაც იძალეს. რიად მაჰრეზის დუბლის მერე თავისი ბურთი ამჯერადაც შეაგდო ჯეიმი ვარდიმ, მიჯრით მე-8 ტურში, ეს ფენომენალური მაჩვენებელია.
...ბილიჩისაც
"წითელ ეშმაკებს" "ვესტ ჰემიც" გაასწრებდა, "უოტფორდისთვის" რომ მოეგო, მაგრამ კიკე სანჩეს ფლორესის კარგად ორგანიზებულმა კლუბმა "ჩაქუჩების" საგარეო უძლეველობის მითი დაამსხვრია და მთავარი კაცი ამ შემთხვევაში ოდიონ იგალო გახლდათ, რომელმაც მცირე პაუზის მერე ისევ გაიტანა, თანაც ორი.ზედიზედ სამი მოგებისა და მერე წაგების შემდგომ "სტოკი" უფრო მშვიდი და გაწონასწორებული გახლდათ "სენტ ჯეიმს პარკზე", სადაც ვერ გაიტანა, მაგრამ არც "ნიუკასლს" გაატანინა და ქულით წავიდა შინ.
კვირის მატჩები
კვირა დღეს ორ აუტსაიდერს საგარეო მატჩების ჩატარება უწევდა და ორივე დამარცხდა. "ევერტონი" თავიდანვე ორი ბურთით წინ გაექცა "სანდერლენდს", მაგრამ სემ ელარდაისის შეგულიანებულმა "შავმა კატებმა" როგორღაც გათანაბრება შეძლეს, მაგრამ "დიდი სემის" გუნდის საქმეები სებასტაინ კოატესის უიღბლო ავტოგოლის მერე აირია. "კანფეტები" აღარ გაჩერებულან. მეტოქის კარი იმდენჯერ გახვრიტეს, რომ ჰელოუინის კვახს დაამსგავსეს. მთავარი ბოროტი არუნა კონე გახლდათ, ვინც ჰეთ თრიკი გაახერხა.
ბევრად უფრო მშვიდად და აკადემიურად აჯობა "საუთჰემპტონმა" "ბორნმუთს". წმინდანებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი. ხოლო დღეს "ტოტენჰემი" ბოლოადგილოსან "ასტონ ვილასთან" მატჩში შეეცდება, რომ ოთხეულთან სხვაობა მინიმუმამდე შეამციროს.
XI ტური
31 ოქტომბერი
ჩელსი-ლივერპული 1:3
გოლები: 1:0 რამირესი (4), 1:1 კოუტინიო (45+3), 1:2 კოუტინიო (74), 1:3 ბენტეკე (83)
ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ზუმა, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა (76. ფალკაო) - რამირესი, ობი მიკელი (70. ფაბრეგასი) - ოსკარი, ვილიანი, აზარი (59. კენედი) - დიეგო კოსტა
ლივერპული (4-3-2-1): მინოლე - კლაინი, შკრტელი, სახო, მორენო - ლუკასი, ჯანი, მილნერი (64. ბენტეკე) - ლალანა (90+1. ლოვრენი), კოუტინიო - ფირმინო (76. აიბი)
გაფრთხილება: ობი მიკელი - კოუტინიო, ლუკასი, ჯანი, ბენტეკე
კუთხური: 1-7 ჯარიმა: 9-21 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 8(2)-16(7) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 41 577
ვესტ ბრომვიჩი-ლესტერი 2:3
გოლები: 1:0 რონდონი (30), 1:1 მაჰრეზი (57), 1:2 მაჰრეზი (64), 1:3 ვარდი (77), 2:3 ლამბერტი (84-პენ.)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ევანსი, ბრანტი (82. მაკმანამანი) - სესენიონი, დ. ფლეტჩერი, იაკობი (76. მორისონი), მაკლინი - ბერაჰინო (76. ლამბერტი), რონდონი
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, შლუპი - კანტე, ოლბრაიტონი (76. დაიერი), დრინკვოტერი (88. ოკაზაკი), მაჰრეზი - ულოა (69. კინგი), ვარდი
გაფრთხილება: - ჰუტი, შმეიხელი
კუთხური: 6-4 ჯარიმა: 3-11 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 12(4)-12(5) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 24 150
უოტფორდი-ვესტ ჰემი 2:0
გოლები: 1:0 იგალო (39), 2:0 იგალო (48)
უოტფორდი (4-2-3-1): გომესი - ნიომი, ბრიტოსი, კატკარტი, აკე - კაპუ, უოტსონი - აბდი (76. ბეჰრამი), ანია (68. პარედესი), დინი - იგალო (86. გედიურა)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ჯენკინსონი, ტომკინსი, კოლინსი, კრისუელი - კუიატე, ნოუბლი (76. იელავიჩი) - მოზესი (46. ვალენსია), ლანსინი (46. სარატე), პაიე - კეროლი
გაფრთხილება: ნიომი, აკე, კაპუ -
გაძევება: კოლინსი (84)
კუთხური: 7-2 ჯარიმა: 16-12 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 19(5)-8(3) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 20 598
სუონსი-არსენალი 0:3
გოლები: 0:1 ჟირუ (49), 0:2 კოშელნი (68), 0:3 კემპბელი (73)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კი (85. ბრიტონი), შელვი - ა. აიუ, სიგურდონი, მონტერო (79. ბეროუ) - გომისი (85. ედერი)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, ნაჩო მონრეალი - კოკლენი, კასორლა - კემპბელი (84. გიბსი), იოზილი (90+3. აივობი), სანჩესი - ჟირუ (84. ჩემბერსი)
გაფრთხილება: კი, უილიამსი -
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 12-7 თამაშგარე: 5-1 კარში დარტყმა: 8(3)-15(5) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 20 937
ნიუკასლი-სტოკი 0:0
ნიუკასლი (4-4-2): ელიოტი - იანმაატი (83. ლასკელსი), მბემბა, კოლოჩინი, დამეტი - ტიოტე (71. დე იონგი), ანიტა, სისოკო, ვეინალდუმი - პერესი, მიტროვიჩი
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - ადამი, უელანი - შაქირი (90. კრაუჩი), ბოიანი (60. აფელაი), არნაუტოვიჩი (89. ვან გინკელი) - უოლტერსი
გაფრთხილება: მიტროვიჩი - ვოლშაიდი, არნაუტოვიჩი, ადამი
კუთხური: 11-4 ჯარიმა: 6-16 თამაშგარე: 4-5 კარში დარტყმა: 15(6)-9(2) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 47 139
სიტი-ნორვიჩი 2:1
გოლები: 1:0 ოტამენდი (67), 1:1 ჯერომი (83), 2:1 იაია ტურე (89-პენ.)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი, ოტამენდი, კოლაროვი - ფერნანდინიო, იაია ტურე (90+4. დემიკელისი) - ნავასი, დე ბრუინი (73. ფერნანდო), იჰეანაჩო (54. სტერლინგი) - ბონი
ნორვიჩი (5-4-1): რადი - ოლსონი, მარტინი, ბენეტი, ბასონგი, ბრედი - ჰოუსონი, ტეტი, ჯერვისი (46. რედმონდი), მულუმბუ (70. ო’ნილი) - ჯერომი (87. გრაბანი)
გაფრთხილება: დე ბრუინი, ფერნანდო - ჯერომი, ტეტი
გაძევება: მარტინი (88)
შენიშვნა: კოლაროვმა ვერ გაიტანა პენალტი (97)
კუთხური: 12-4 ჯარიმა: 4-13 თამაშგარე: 4-0 კარში დარტყმა: 21(5)-5(3) ბურთის ფლობა: 72%-28%
მაყურებელი: 53 418
კრ. პალასი-მანჩესტერი 0:0
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - უარდი, დანი, დელანი, კელი - კაბაი (80. იედინაკი), მაკარტური - ბოლაზი, პანჩონი, ზაა - გეილი
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დარმიანი (66. იანგი), სმოლინგი, ბლინდი, როხო - შნეიდერლენი, შვაინშტაიგერი (69. ფელაინი) - მატა (79. ლინგარდი), ერერა, მარსიალი - რუნი
გაფრთხილება: კაბაი, კეილი, გეილი - სმოლინგი, დარმიანი
კუთხური: 7-3 ჯარიმა: 12-15 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 10(5)-5(1) ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 24 854
1 ნოემბერი
ევერტონი-სანდერლენდი 6:2
გოლები: 1:0 დეულოფეუ (19), 2:0 კონე (31), 2:1 დეფო (45+4), 2:2 ფლეტჩერი (50), 3:2 კოატესი (55-ს.კ-ში), 4:2 ლუკაკუ (60), 5:2 კონე (62), 6:2 კონე (76)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა ფუნეს მორი, ოვიედო (25. გოლოუეი) - ბერი, მაკარტი - კონე, დეულოფეუ (65. მირალასი), ბარკლი - ლუკაკუ (78. ოსმანი)
სანდერლენდი (3-4-1-2): პანტილიმონი - კოატესი, ბრაუნი, ჯოუნსი - კატერმოლი (38. როდუელი), მ’ვილა, იედლინი (64. ლაესონი), ვან ანჰოლტი - ჯონსონი - დეფო, ფლეტჩერი (75. უოტმორი)
გაფრთხილება: სტოუნსი, დეულოფეუ, გოლოუეი - დეფო, როდუელი
კუთხური: 6-1 ჯარიმა: 6-5 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 15(8)-17(9) ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 36 617
საუთჰემპტონი-ბორნმუთი 2:0
გოლები: 1:0 დევისი (31), 2:0 პელე (36)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - სედრიკი, ფონტე (46. იოშიდა), ვან დეიკი, ბერტრანი - კლასი (71. რომეუ), ვანიამა - მანე, დევისი, ტადიჩი (80. უორდ-პრაუსი) - პელე
ბორნმუთი (4-4-1-1): ფედერიჩი - სმიტი, ფრანსისი, დისტენი, დენიელსი - პიუ (46. სტანისლასი), გოსლინგი, სურმანი, რიტჩი - არტერი (73. ტომლინი) - მარეი (46. კინგი)
გაფრთხილება: ვანიამა, ვანიამა - ფრანსისი, გოსლინგი
გაძევება: ვანიამა (78)
კუთხური: 4-6 ჯარიმა: 5-5 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 11(2)-16(2) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 31 229
2 ნოემბერი
ტოტენჰემი-ასტონ ვილა 00:00
ბომბარდირები: 9 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 7 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), რიად მაჰრეზი (ლესტერი).
მომდევნო ტური
7 ნოემბერი:
ბორნმუთი-ნიუკასლი, ვესტ ჰემი-ევერტონი, სანდერლენდი-საუთჰემპტონი, ნორვიჩი-სუონსი, ლესტერი-უოტფორდი, მანჩესტერი-ვესტ ბრომვიჩი, სტოკი-ჩელსი.
8 ნოემბერი:
ასტონ ვილა-სიტი, ლივერპული-კრ. პალასი, არსენალი-ტოტენჰემი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"