პრემიერლიგის მე-10 ტურში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში არასათანადო მოქცევის გამო ლონდონის "ჩელსის" პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო დისკვილიფიკაციით დასაჯეს.
შედეგად, მე-12 ტურში "სტოკ სიტისთან" გასამართ შეხვედრას მოურინიო ტრიბუნიდან მიადევნებს თვალყურს.
შეგახსენებთ, რომ "ვესტ ჰემთან" შესვენების დროს მოურინიო მსაჯთა ოთახში შევარდნას ცდილობდა, რისთვისაც შემდგომ მსაჯმა გააძევა.