"ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ ფაბიოს შემდეგ ნაკრებს ინგლისელ მწვრთნელს ვანდობთ. გვინდა, ადგილობრივი სპეციალისტების ერა დაიწყოს და ამაში თვით კაპელო დაგვეხმარება. ორი წლის შემდეგ ავაშენებთ ეროვნულ საფეხბურთო ცენტრს, რომელშიც ჩვენი მწვრთნელები დახელოვნდებიან", - ამბობს ბრუკინგი.
შეგახსენებთ, სამუნდიალო ფიასკოს მიუხედავად, კაპელოს კონტრაქტი არ გაუწყვიტეს და იგი ინგლისის ნაკრების სათავეში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატამდე დარჩება.