კაპელოს ინგლისელი შეცვლის

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დირექტორმა სერ ტრევორ ბრუკინგმა განაცხადა, რომ ფაბიო კაპელოსთან გაფორმებული კონტრაქტის ამოწურვისთანავე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ადგილობრივი სპეციალისტი ჩაიბარებს.

"ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ ფაბიოს შემდეგ ნაკრებს ინგლისელ მწვრთნელს ვანდობთ. გვინდა, ადგილობრივი სპეციალისტების ერა დაიწყოს და ამაში თვით კაპელო დაგვეხმარება. ორი წლის შემდეგ ავაშენებთ ეროვნულ საფეხბურთო ცენტრს, რომელშიც ჩვენი მწვრთნელები დახელოვნდებიან", - ამბობს ბრუკინგი.

შეგახსენებთ, სამუნდიალო ფიასკოს მიუხედავად, კაპელოს კონტრაქტი არ გაუწყვიტეს და იგი ინგლისის ნაკრების სათავეში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატამდე დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული