პრემიერლიგა. XIII ტურის წინ: კლოპის პირველი სერიოზული გამოცდა

AutoSharing Option
პრემიერლიგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ტური ინგლისში ყველგან საფრანგეთის ჰიმნით გაიხსნება - 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ...

კიკე სანჩეს ფლორესის "უოტფორდი" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუხვდება. "წითელი ეშმაკები" გამარჯვებას კი უმიზნებენ, მაგრამ ექიმებს ჯერ ვერ გაურკვევიათ, რამდენად სერიოზულია მაიკლ კერიკის, კრის სმოლინგის, ანტონი მარსიალისა და მარუან ფელაინის ტრავმები.

სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რომ ლუკ შოუ და ანტონიო ვალენსია მძიმედ არიან დაშავებულნი და ისინი ლუი ვან გაალს დიდი ხანი ვერ დაეხმარებიან.

"უოტფორდი" საბრძოლო შემადგენლობითაა, ეკსტრანდისა და ხურადოს დაზიანებები არახალია.

* * *
ცხადია, ისევ გადატვირთულია
"არსენალის" ლაზარეთი. ამ სეზონში ჩატარებული 18 მატჩიდან "არსენალმა" ფრედ მხოლოდ 2 დაასრულა, ერთი "ლივერპულთან", ერთიც წინა ტურში "ტოტენჰემთან".

"ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" კი მძიმე გუნდის სტატუსი და იარლიყი კი აქვს მიწებებული, მაგრამ უკანასკნელი 8 შეხვედრაა, არავის დაზავებია. ტონი პულისის ბიჭები კი ისურვებდნენ, რომ ეს სერია ახლა შეწყდეს და ფრე დაფიქსირდეს, მაგრამ არსენ ვენგერს სულ სხვა მიზანი აქვს, ფრანგის გუნდი "სიტისთან" ერთად თანალიდერია, მდევრებიც იქვე ჰყავს და გამარჯვება სჭირდება.

* * *
"სიტიც" ვახსენეთ და "ლივერპულიც" და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს "ეტიჰადზე" შეებმებიან და ბუნებრივია, ეს ტურის ერთ-ერთი უმთავრესი თამაშია.

მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისვლის შემდეგ, ეს, ალბათ, იურგენ კლოპის უმთავრესი გამოცდა იქნება.

მანუელ პელეგირნის კი "იუვენტუსთან" მატჩი კი ელოდება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა "ქალაქელებს" უკვე გარანტირებული აქვთ და მთელი ყურადღება ახლა ამ შეხვედრაზე ექნებათ გადმოტანილი.

* * *
დიდ ინტერესს იწვევს "ტოტენჰემისა" და "ვესტ ჰემის" დედაქალაქური დერბიც. "ჩაქუჩებს" გასვლაზე ჩატარებული 6 შეხვედრიდან 4 მოგებული აქვთ და მხოლოდ 1 წაგებული, მაგრამ ალბათ იცით, რომ მათ მთავარი ჯადოქარი დიმიტრი პაიე დაკარგეს და ეს სლავენ ბილიჩისთვის დიდი პრობლემაა.

მაურისიო პოჩეტინოს ამალა სრულ მზადყოფნაში ჰყავს და "დეზები" რომელებსაც პირველი ტურის მერე მარცხი არ უგემიათ ათეულისკენ მსვლელობას აგრძელებენ.

* * *
ძალიან ცუდი ამბავია "ლესტერისთვის" და ზოგადად ფეხბურთის ყველა მოყვარულისთვის. "ნიუკასლთან" შეხვედრაში "მელიებს" შესაძლოა, ჯეიმი ვარდი ვერ დაეხმაროს, რომელსაც მიჯრით 9 ტურში აქვს გოლი გატანილი და ყველა ველოდებოდით გაიტანდა თუ არა მიყოლებით მეათედაც.

ჯორდებისთვის კი ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სერიოზულ გასაჭირში არიან. ლესტერშირელებს კი სხვათა შორის, ჯერჯერობით სტუმრად წაგება არ აქვთ - 3 მოგება, 3 ფრე.

* * *
ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი "ასტონ ვილა" "ევერტონს" სტუმრობს და ახალი მწვრთნელი რემი გარდი პატარა სასწაულის მოხდენას შეეცდედება.

* * *
იგივე ოცნება და იმედი აქვს სემ ელარდაისს თავის "სანდერლენდთან" ერთად. "შავი კატები" ორშაბათს "კრისტალ პალასს" სტუმრობენ.

* * *
არც "ბორნმუთი" გამოგვრჩეს, რომელსაც თამაში და საქმე ძალიან აერია "სუონსისა" არ გახლდეთ, ვისაც "ალუბლები" უელსში "ლიბერთი სტედიუმზე" სტუმრობენ.

* * *
გასაჭირი კი "ჩელსისა" და ჟოზე მოურინიოს რომ აქვთ ისეთი უნდა. "ლურჯებს" მიყოლებით 3 წაგება აქვთ, გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 3 ქულაში არიან და ჩემპიონთა ლიგისას 13-ით ჩამორჩებიან. თუ ლონდონელებმა "ნორვიჩსაც" ვერ მოუგეს და აღარ ყოფილა საშველი.

ცუდი ამბავი "იდონებისთვის" ის არის, რომ შეტევაში ამინდის შემქმნელი ორი მთავარი ფიგურა ნათან რედმონდი და მეტ ჯერვისი შესაძლოა, არ იყვნენ.

* * *
არ იქნება ცუდი შეხვედრა "სენტ მერიზეც". რონალდ კუმანის "საუთჰემპტონი" რომელიც ევროზონისთვის იბრძვის, მარკ ჰიუზის "სტოკს" მასპინძლობს. "წმინდანები" ფორმაში არიან, ყველა ტურნირს თუ ჩავთვლით, უკანასკნელი 8 მატჩიდან გუნდს 6 მოგება და 2 ფრე აქვს.

ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური
შაბათი. 21 ნოემბერი
უოტფორდი-მანჩესტერი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ეკსტრანდი - უილსონი, შოუ
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +2 =4 -10 (15-30)

ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 19:00
დისკვალიფიკაცია: მაკკოლი -
ტრავმა: ფოსტერი - ბელერინი, უოლკოტი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, როსიცკი, უილშირი, უელბეკი
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 +5 =1 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 120 თამაში: +31 =28 -61 (154-213)

ევერტონი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბეშიჩი, ჰიბერტი, პიენაარი, ოვიედო, ჯაგიელკა - აგბონლაჰორი, ვესტვუდი, ამავი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +0 =1 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 200 თამაში: +74 =53 -73 (314-309)

სუონსი-ბორნმუთი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ატსუ, ელფიკი, გრადელი, უილსონი, მინგსი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +0 =1 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +8 =3 -3 (23-12)

ნიუკასლი-ლესტერი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აიდარა, დერლოუ, აარონსი, ტეილორი, რივიერი, კოლბეკი, კრული - ჯეიმსი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 76 თამაში: +31 =16 -29 (110-121)

ჩელსი-ნორვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კურტუა - ჯერვისი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +12 =12 -10 (46-39)

საუთჰემპტონი-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როდრიგესი, გარდოში, ფორსტერი - ხოსელუ, მუნიესა, გივენი
ბოლო 6 მატჩი
+4 =2 -0 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +15 =10 -9 (57-46)

სიტი-ლივერპული 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: საბალეტა - მილნერი, როსიტერი, სტარიჯი, ფლენეგანი, გომესი, ინგსი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 154 თამაში: +41 =39 -74 (210-274)

კვირა. 22 ნოემბერი
ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 20:00
დისკვალიფიკაცია: ლამელა - კოლინსი
ტრავმა: დემბელე, ნჟიე, ბენთალები, შადლი, პრიტჩარდი - ვალენსია, სახო, პედრო ობიანგი, პაიე
ბოლო 6 მატჩი
+3 =3 -0 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 104 თამაში: +44 =24 -36 (162-149)

ორშაბათი. 23 ნოემბერი
კრ. პალასი-სანდერლენდი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გეილი, შამახი, აპია - მეტიუზი, კატერმოლი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +4 =2 -4 (13-10)

ბომბარდირები:
12 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 7 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 6 - სერხიო აგუერო (სიტი), ალექსის სანჩესი (არსენალი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ოლივიე ჟირუ (არსენალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული