ჯორჯ ბეს­ტის ან­დერ­ძი: არ მოკ­ვ­დეთ ისე, რო­გორც მე!

AutoSharing Option
...2005 წლის 25 ნო­ემ­ბერს ექი­მებ­მა მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა შეწყ­ვი­ტეს.

59 წლის ასაკ­ში მსოფ­ლი­ოს მო­უკ­ვ­და ჯორჯ ბეს­ტი, ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი. მი­ლი­ო­ნე­ბის კერ­პი. კა­ცი, რო­მელ­საც მინ­დორ­ზე ყვე­ლა­ფე­რი შე­ეძ­ლო. კა­ცი, რო­მე­ლიც ნამ­დ­ვი­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი იყო. კა­ცი, რო­მელ­მაც დროს გა­უს­წ­რო და შექ­მ­ნა ნამ­დ­ვი­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის სა­ხე მთე­ლი თა­ვი­სი მიმ­ყო­ლი ამ­ბე­ბით. კა­ცი, რო­მე­ლიც გა­დაჰ­ყ­ვა სას­მელს...

სამ­გ­ლო­ვი­ა­რო პრო­ცე­სი­ას 25 ათა­სი ჭი­რი­სუ­ფა­ლი მიჰ­ყ­ვე­ბო­და. ამინ­დი იყო ნის­ლი­ა­ნი, წვი­მი­ა­ნი და უჟ­მუ­რი, ნამ­დ­ვი­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი... 100 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ინ­გ­ლი­სის სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვი­და. ჩრდი­ლო­ირ­ლან­დი­ის ბან­კ­მა ბეს­ტის სა­ხელ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­ნე­ტა მოჭ­რა...

კა­რი­ე­რა
ბეს­ტი "მან­ჩეს­ტერ
იუნა­ი­ტე­დის" ლი­დე­რი იყო. 1968 წელს მან ამ გუნ­დ­თან ერ­თად მო­ი­გო ჩემ­პი­ონ­თა თა­სი და მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი გახდა.

ჩრდი­ლო­ირ­ლან­დი­ე­ლის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ფეხ­ბურ­თ­ში "კრე­გაგ ბო­ი­ზის" ბავ­შ­ვ­თა გუნდს უკავ­შირ­დე­ბა. მე­რე იყო სა­გა ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ კლუბ "გლენ­ტო­რან­თან". იქ ბეს­ტი და­ი­წუ­ნეს. კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ მი­ზე­ზად ბეს­ტის ფი­ზი­კუ­რი სი­სუს­ტე და­ა­სა­ხე­ლა.

ბეს­ტი "მან­ჩეს­ტერ იუნა­ი­ტე­დის" სკა­უტ­მა, ბობ ბი­შოპ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა. მან კლუ­ბის ლე­გენ­და­რულ მე­ნე­ჯერს, მეტ ბას­ბის შე­ატყო­ბი­ნა, რომ ნაღ­დი გე­ნი­ო­სი იპო­ვა. "იუნა­ი­ტე­დი" ჯორჯს და­აკ­ვირ­და და კონ­ტ­რაქ­ტიც გა­უ­ფორ­მა.

17 წლის ასაკ­ში ბეს­ტ­მა პირ­ვე­ლად ითა­მა­შა "იუნა­ი­ტე­დის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. ეს იყო "ვესტ ბრომ­ვიჩ­თან" მატ­ჩ­ში. ის შეხ­ვედ­რა ჯორ­ჯ­მა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ჩა­ა­ტა­რა და მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის მწ­ვრ­თნე­ლის აღ­ტა­ცე­ბაც კი და­იმ­სა­ხუ­რა.
ბეს­ტის კა­რი­ე­რა აღ­მავ­ლო­ბის გზით მი­დი­ო­და. ჯორ­ჯ­მა არა­ერ­თი სარ­ფი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტი გააფორმა, მათ შო­რის - სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან. ფეხ­ბურ­თ­ში მი­სი აღე­ბუ­ლი თან­ხა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იყო, ვიდ­რე სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლე­ბი.

1968 წელს, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალ­ში, "იუნა­ი­ტედ­მა" და­მა­ტე­ბით დრო­ში 4:1 მო­უ­გო ლი­სა­ბო­ნის "ბენ­ფი­კას". ბეს­ტ­მა ტრი­უმ­ფ­ში სა­გო­ლე წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. მან იმა­ვე სე­ზონ­ში 32 გო­ლი გა­ი­ტა­ნა და ეს რე­კორ­დი და­უმ­ხო­ბე­ლი იყო მა­ნამ, სა­ნამ მას კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დომ არ შეჰ­ბე­და...

სა­ნამ ბას­ბი "მან­ჩეს­ტერს" წვრთნი­და, რო­გორ­ღაც ახერ­ხებ­და ბეს­ტის კონ­ტ­როლს. მას შემ­დეგ, რაც დი­დი მწვრთნე­ლი ინ­გ­ლი­სუ­რი კლუ­ბი­დან წა­ვი­და, ჯორ­ჯ­მა სა­ბო­ლო­ოდ აიშ­ვა.

და­იწყო კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან. ამ დრო­ი­დან ბეს­ტი ალ­კო­ჰოლ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და. ის აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩა­ეფ­ლო. დიდ ფულს ხარ­ჯავ­და მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ლა­მაზ­მა­ნე­ბის მო­ნა­დი­რე­ბა­ში.

ბეს­ტის კრი­ზი­სი "იუნა­ი­ტე­დის" კრი­ზისს და­ემ­თხ­ვა. ჯორ­ჯი ეპი­ზო­დუ­რად მა­ინც ახერ­ხებ­და თა­ვი­სი სა­უ­კე­თე­სო თა­მა­შის ჩვე­ნე­ბას. ამის მა­გა­ლი­თი იყო 1970 წელს "ნორ­თჰემ­პ­ტონ­თან" გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა, რო­მელ­შიც ჩვე­ნი წე­რი­ლის გმირ­მა 6 გო­ლი გა­ი­ტა­ნა.

1974 წელს ბეს­ტ­მა "მან­ჩეს­ტე­რი" და­ტო­ვა.

ამის შემ­დეგ და­იწყო ფეხ­ბურ­თე­ლის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტი­ნენ­ტ­ზე, სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში. ბეს­ტ­მა ითა­მა­შა ინ­გ­ლის­ში, ამე­რი­კა­ში, ირ­ლან­დი­ა­ში, შოტ­ლან­დი­ა­ში...

ფეხ­ბურ­თი­დან ჩვე­ნი გმი­რი 1988 წელს გა­ა­ცი­ლეს. "უინ­ძორ პარ­კ­ზე" გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ში ბეს­ტი სა­უ­კე­თე­სო იყო მინ­დორ­ზე. მან 2 გო­ლი შე­აგ­დო. ამ შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თის არა­ერ­თ­მა ვარ­ს­კ­ვ­ლავ­მა.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა
არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა ჯო­რჯ ბეს­ტის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. ჯორ­ჯი ბო­ჰე­მუ­რი ყო­ფის მოტ­რ­ფი­ა­ლე გახ­ლ­დათ. თა­ვი­დან, მან ბე­დი ან­ჯე­ლა ჯე­იმსს და­უ­კავ­ში­რა. მე­რე იქორ­წი­ნა ალექს პერ­სი­ზე, ცნო­ბილ მო­დელ­სა და ოდინ­დელ სტი­უ­არ­დე­სა­ზე.

ჯორ­ჯ­მა 1984 წელს სამ­თ­ვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­ხა­და პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხ­მი­სა და ავ­ტო­მან­ქა­ნის არ­აფ­ხი­ზელ მდგო­მა­რე­ობ­აში მარ­თ­ვის გა­მო. ჯორჯს რო­მა­ნი ჰქონ­და არა­ერთ ცნო­ბილ ქალ­ბა­ტონ­თან...

სიკ­ვ­დი­ლი
2002 წელს ბესტს ღვიძ­ლის გა­და­ნერ­გ­ვა დას­ჭირ­და. ფეხ­ბურ­თელს ექი­მებ­მა სას­ტი­კად აუკ­რ­ძა­ლეს და­ლე­ვა, მაგ­რამ ალ­კო­ჰო­ლის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა უკ­ვე აღარ შე­ეძ­ლო. 2005 წლის ნო­ემ­ბერ­ში ჯორ­ჯის ცხოვ­რე­ბა­ში ის მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­და, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ჩვე­ნი წე­რი­ლის და­საწყის­ში გი­ამ­ბეთ.

"არ მოკ­ვ­დეთ ისე, რო­გორც მე", - ან­დერ­ძად და­ტო­ვა ჯორჯ ბეს­ტ­მა. მი­სი ან­დერ­ძი დღე­საც ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ალ­კო­ჰო­ლი არის სე­ნი, რო­მე­ლიც დღე­საც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას ან­გ­რევს.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და ბეს­ტი, მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის, ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბის ევ­რო­ფო­რუმ­ზე გას­ვ­ლას რომ მოს­წ­რე­ბო­და. თა­ვის დრო­ზე მან ინ­გ­ლი­სელ­თა არა­ერ­თი შე­თა­ვა­ზე­ბა უარ­ყო და ბო­ლომ­დე ოლ­ს­ტერს უერ­თ­გუ­ლა...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული