The Sun: უეინ რუნი შესაძლოა ჩინეთში წავიდეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნი შესაძლოა სათამაშოდ ჩინეთში გადაბარგდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს და იტყობინება, რომ რუნის აგენტები უკვე აწარმოებენ ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებას.

ჩინეთი კი, თავის მხრივ, ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას გეგმავს და ინგლისელის მიწვევა ამ იდეის განვითარების ერთ-ერთი ბიძგი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ჩინურ სუპერლიგაში უკვე თამაშობენ რობინიო, ტიმ კეჰილი, დემბა ბა და მოჰამედ სისოკო.

უეინ რუნის კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2019 წლამდე გრძელდება. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 11 შეხვედრაში რუნიმ 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული