ჟოზე მოურინიოს გუნდი კი ჯერ ისევ გასაჭირშია და კრიზისის საბოლოოდ დაძლევას ცდილობს. მაგალითად, საკმაოდ სუსტ "მაკაბის" ჩემპიონთა ლიგაზე "ლურჯებმა" 4:0 კი მოუგეს, მაგრამ თავიდან თელავიველებს რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. თანაც, "ჩელსიმ" ოთხივე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანა.
"უაით ჰართ ლეინზე" ამ კლუბებს შორის უკანასკნელი დერბი "დეზების"
გაუტანს თუ არა ჯეიმი ვარდი "მანჩესტერ იუნაიტედსაც"? ეს კითხვა ბევრს აწუხებს. თუ 28 წლის თავდამსხმელი ამას შეძლებს, მიყოლებით 11 ტურში გატანა გამოუვა და ახალ რეკორდს დაამყარებს. "წითელ ეშმაკებს" კი ისედაც მძიმე მატჩი ელით, გაიტანს თუ არა ჯეიმი ამის მიუხედავად, რადგან ლესტერშირელებს რიად მაჰრეზი, შინჯი ოკაზაკი და სხვებიც ჰყავთ. კლაუდიო რანიერი მორიგი პრესტიჟული გამარჯვების მოპოვებას ეცდება.
ლუი ვან გაალს კი ისღა დარჩენია იმ იმედად იყოს, რომ მისი შეგირდები უფრო უკეთ ითამაშებენ, ვიდრე ეს ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან გააკეთეს. "იუნაიტედმა" კიდევ ერთი 0:0 შემოგვთავაზა და ჯგუფიდან გასვლა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ისე თუ "ტოტენჰემი"-"ჩელსის" 5:3 გავიხსენეთ, ისიც ვახსენოთ, რომ "ლესტერთან" ბოლო სტუმრობისას მანჩესტერელებმაც ამ ანგარიშით წააგეს, არადა, 3:0-ს იგებდნენ. სამაგიეროდ, ბოლო 11 ურთიერთშეხვედრაში ეს "წითელი ეშმაკების" ერთადერთი მარცხია "მელიებთან", დანარჩენი 10 შეხვედრა მათ მოგებული აქვთ.
"იუნაიტედის" თანაქალაქელი "სიტი" "საუთჰემპტონს" მასპინძლობს. მანუელ პელეგრინის გუნდმა "ლივერპულთან" განადგურებას ტურინის "იუვენტუსთან" მარცხი დაამატა და რეაბილიტაცია სჭირდება. ისევე, როგორც "საუთჰემპტონს", რომელიც შინ დამარცხდა "სტოკთან".
ხსენებული "ლივერპული" "სუონსის" მასპინძლობს, რომელსაც აშკარა ჩავარდნა აქვს. ჯონჯო შელვი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კვლავ არნახულად შემართული იქნება. ხოლო იურგენ კლოპი გადაწყვეტს ისეთივე შემადგენლობა-ტაქტიკით ითამაშოს, როგორც "სიტისთან" თუ რამე შეცვალოს, არჩევანი ნამდვილად არის.
"ენფილდზე" ბოლო მატჩი მერსისაიდელებმა წააგეს და ფანებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი.
მობოდიშებას ელიან "არსენალის" გულშემატკივრებიც. მარტო ზაგრების "დინამოსთან" ლამაზი მოგება საკმარისი არ იქნება. "ვესტ ბრომვიჩთან" წაგება "მეთოფეებისთვის" დიდი დარტყმა გახლდათ და "ნორვიჩთან" გუნდმა ქულები აღარ უნდა დაკარგოს.
შაბათი. 28 ნოემბერი
ბორნმუთი-ევერტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბორუცი, ატსუ, ელფიკი, გრადელი, უილსონი, მინგსი - ბრაუნინგი, ჰიბერტი, პიენაარი, ჯაგიელკა
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0 =0 -0 (0-0)
კრ. პალასი-ნიუკასლი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გეილი, აპია - ტიოტე, აიდარა, აარონსი, დერლოუ, ტეილორი, რივიერი, კოლბეკი, კრული
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +5 =4 -9 (16-26)
სიტი-საუთჰემპტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: - პელე
ტრავმა: ჰარტი, საბალეტა, მანგალა, კომპანი, ბონი - როდრიგესი, გარდოში, ფორსტერი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 58 თამაში: +20 =17 -21 (77-76)
სანდერლენდი-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: ჯონსი -
ტრავმა: - ხოსელუ, გივენი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 98 თამაში: +47 =24 -27 (158-107)
ასტონ ვილა-უოტფორდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აგბონლაჰორი, ამავი - პრიოდლი, ჯილმარტინი, ეკსტრანდი
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +6 =5 -3 (27-17)
ლესტერი-მანჩესტერი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯეიმსი - ერერა, ჯონსი, კერიკი, ფელაინი, შოუ, ვალენსია
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 82 თამაში: +22 =20 -40 (115-170)
კვირა. 29 ნოემბერი
ტოტენჰემი-ჩელსი 16:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნჟიე, ბენტალები, პრიტჩარდი - კურტუა
ბოლო 6 მატჩი
+3 =3 -0 +2 =0 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 130 თამაში: +43 =32 -55 (184-195)
ვესტ ჰემი-ვესტ ბრომვიჩი 18:05
დისკვალიფიკაცია: ნოუბლი, კოლინსი - ბრანტი
ტრავმა: ე. ვალენსია, პედრო ობიანგი, პაიე - ფოსტერი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +4 =0 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 68 თამაში: +25 =14 -29 (104-109)
ნორვიჩი-არსენალი 20:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტეტი, ჯერვისი - არტეტა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, უოლკოტი, როსიცკი, უილშირი, უელბეკი, კოკლენი
ბოლო 6 მატჩი
+1 =0 -5 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +9 =17 -22 (49-88)
ლივერპული-სუონსი 20:15
დისკვალიფიკაცია: ლუკასი - შელვი
ტრავმა: როსიტერი, ფლენეგანი, სახო, გომესი, ინგსი -
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +6 =4 -2 (24-11)
ბომბარდირები: 13 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 9 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 8 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 7 - სერხიო აგუერო (სიტი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), ოდიონ იგალო (უოტფორდი), ოლივიე ჟირუ (არსენალი); 6 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), ანდრე აიუ (სუონსი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"