პრემიერლიგა. XIV ტური: ჯეიმი ვარდიმ პრემიერლიგის ახალი რეკორდი დაამყარა [VIDEO]

AutoSharing Option
28 ნოემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალურ მატჩში ლიდერი "ლესტერ სიტი" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუზავდა - 1:1.

ამ შეხვედრაში გაიტანა ჯეიმი ვარდიმ და პრემიერლიგის ახალი რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 11 ტურში შეძლო გოლის გატანა. მან აჯობა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ფორვარდ რუდ ვან ნისტელროის. 29 აგვისტოს მერე, 28 წლის ფორვარდს ყველა მატჩში გააქვს პრემიერლიგაში.

პირველი ვარდის რეკორდის დამყარება სწორედ ვან ნისტელროიმ მიულოცა ვიდეომიმართვით "ინსტაგრამით": "კარგი იყო ჯეიმი, შენ დღეიდან ნომერ პირველი ხარ და შენ ეს დაიმსახურე".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მანჩესტერ სიტიმ" 3:1 დაამარცხა "საუთჰემპტონს" და პირველ ადგილზეა. მასპინძელთა რიგებში გოლები კევინ დე ბრუინმა, ფაბიან დელფმა და ალექსანდარ კოლაროვმა გაიტანეს.

მანუელ პელეგრინი (სიტი): "ბოლო წარუმატებლობებზე გუნდს სწორი რეაქცია ჰქონდა. ჩვენ დღეს დავამარცხეთ გუნდი, რომელიც აქამდე არ აგებდა სტუმრად. მესამე გოლამდე ვნერვიულობდით, მაგრამ ზოგადად, შედეგითა და თამაშით კმაყოფილი ვარ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბორნმუთი-ევერტონი 3:3
გოლები: 0:1 მორი (25), 0:2 ლუკაკუ (36), 1:2 სმითი (80), 2:2 სტანისლასი (80), 2:3 ბარკლი (95), 3:3 სტანისლასი (98)

კრ. პალასი-ნიუკასლი 5:1
გოლები: 0:1 პ. სისე (10), 1:1 მაკარტური (14), 2:1 ბოლასი (17), 3:1 ზაჰა (41), 4:1 ბოლასი (47), 5:1 მაკარტური (93)

სიტი-საუთჰემპტონი 3:1
გოლები: 1:0 დე ბრუინი (9), 2:0 დელფი (20), 2:1 ლონგი (49), 3:1 კოლაროვი (69)

სანდერლენდი-სტოკი 2:0
გოლები: 1:0 ვან აანჰოლტი (82), 2:0 უოტმორი (84)

ასტონ ვილა-უოტფორტი 2:3
გოლები: 0:1 იგალო (17), 1:1 რიჩარდსი (41), 1:2 ჰატონი (69 ს. კ.), 1:3 დინი (85), 2:3 ჯ. აიუ (89)

ლესტერი-მანჩესტერი 1:1
გოლები: 1:0 ვარდი (21), 1:1 შვაინშტაიგერი (45)

1. სიტი - 29 ქულა; 2. ლესტერი - 29; 3. მანჩესტერი - 28; 4. არსენალი - 26; 5. ტოტენჰემი - 24.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული