ჟოზე მოურინიო: გინახავთ სათადარიგოთა სკამზე მომღერალი ფეხბურთელი?

AutoSharing Option
ინგლისში ძალიან საინტერესო ამბები ხდება და ამ საინტერესო ამბავთა გამა დიეგო კოშტათი გრძელდება. მას შემდეგ, რაც "ტოტენჰემთან" ლონდონურ დერბიში "ჩელსის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ სათადარიგო სკამზე ბოლომდე დატოვა დიეგო კოშტა, ბრაზილიელი გაბრაზდა - გაცეცხლებული წამოხტა, მოსასხამი გაიხადა და ჰაერში აისროლა. ცხადია, ახალი სკანდალი მომწიფდა.

"ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მე მესმის მისი და ეს ნორმალური საქციელია. ყველა ფეხბურთელს უნდა თამაში და ყველას უნდა, რომ სარგებლობა მოუტანოს გუნდს. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მომენტია.

არავის გამოუვა ჩვენ შორის დაძაბული ურთიერთობის შექმნა. უნდა გითხრათ, რომ მე
მასთან პრობლემა არ მაქვს. თქვენ გინახავთ ფეხბურთელი, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ზის, უცებ აღტაცებისგან წამოხტება და მღერის?!" - თქვა პორტუგალიელმა.

ინგლისურ ფეხბურთში დაიწყო საშობაო სიგიჟეები და ეს ძალიან კარგია. ასეთი ამბები მხოლოდ იქ ხდება, სადაც ნაღდი ფეხბურთია!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი ჟურნალისტები ყავს ამ გვერდს, მადლობა ყველა ახალი ამბისთვის
tato
19:41 03-12-2015
0

სიახლეები პოპულარული