სერხიო აგუეროს კარიერის დასრულება "ინდეპენდიენტეში" სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ფორვარდის, სერხიო აგუეროს თქმით, კარიერის დასრულება მშობლიურ "ინდეპენდიენტეში" სურს.

საფეხბურთო კარიერა 27 წლის ფეხბურთელმა სწორედ "ინდეპენდიენტეში" დაიწყო, საიდანაც მოგვიანებით მადრიდის "ატლეტიკოში" გადაბარგდა.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ "ინდეპენდიენტეში" დაბრუნება მსურს  და ამას აუცილებლად გავაკეთებ. იმ დროს 31 წლის ვიქნები და გუნდს აუცილებლად გამოვადგები", - განაცხადა აგუერომ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღაცნაირად გული მიგრძნობს რეალში გადავა ეს ამ ზაფხულს
papa
17:02 03-12-2015
0

სიახლეები პოპულარული