პრემიერლიგის მე-14 ტურში, ინგლისელმა "ლესტერთან" შეხვედრაში დაზიანება მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
როგორც დღეს მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა განაცხადა, რუნის ტერფის ტრავმა აქვს და ხვალ გუნდს ვერ დაეხმარება.
"ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა", - თქვა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
14 ტურის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" სატურნირო ცხრილში მესამეა და თანაქალაქელ "სიტის", რომელიც ცხრილის სათავეშია, 1 ქულით ჩამორჩება.