წარსულში ცნობილმა ინგლისელმა გოლეადორმა გარი ლინეკერმა, რომელიც ახლა საფეხბურთო ექსპერტია, განაცხადა - რა საყვარლობაა, ამ სეზონში "ლესტერმა" და ჩელსიმ" ადგილები გაცვალესო. მართლაც, "ლესტერი" მოულოდნელად ერთპიროვნული ლიდერია, "ჩელსი" კი ლამის გადარჩენისთვის იბრძვის.
"ჩელსი" შინ მოულოდნელად "ბორნმუთთან" დამარცხდა, რომელსაც სტუმრად სექტემბრის მერე არ მოუგია, გამარჯვების გოლი გლენ მარეიმ გაიტანა.
ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვარ, მაგრამ "ჩელსის" გადარჩენისთვის ბრძოლა ნამდვილად არ მოუწევს. დღემდე ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა რეალური ჩანდა, ახლა ალბათ,
ჩვენ წაგება არ დაგვიმსახურებია, მეტოქე მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდა და მოიგო მსაჯის დახმარებით. 0:0-ზე სტუმართა კარში პენალტი იყო დასანიშნი".
"ლესტერ სიტიმ" სტუმრად 3:0 გაანადგურა "სუონსი" და ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მართალია, ჯეიმი ვარდის გოლების სერია 11 მატჩზე შეწყდა, მაგრამ ჰეთ თრიკი შემოგვთავაზა რიად მაჰრეზმა, რაც "ლესტერის" ისტორიაში მესამე შემთხვევაა.
"არსენალმა" 3:1 აჯობა "სანდერლენდს" და ორივე მანჩესტერული კლუბი ჩამოიტოვა. "იუნაიტედი" შინ დაუზავდა "ვესტ ჰემს", ხოლო "სიტიმ" სულაც წააგო სტუმრად "სტოკთან". ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ავსტრიელმა მარკო არნაუტოვიჩმა - 2:0.
ლუი ვან გაალმა (მანჩესტერი) აღნიშნა, რომ კარგად კი ვითამაშეთ, მაგრამ გოლის გატანა "დაგვავიწყდაო", მანუელ პელეგრინიმ (სიტი) თქვა - ძნელია, ყველა ტურნირზე 13 ფეხბურთელით თამაშიო, არსენ ვენგერმა (არსენალი) კი აღნიშნა, რომ დღევანდელი პრემიერლიგა ერთი დიდი ბრძოლის ველია.
სტოკი-სიტი 2:0
გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (7), 2:0 არნაუტოვიჩი (15)
საუთჰემპტონი-ასტონ ვილა 1:1
გოლები: 0:1 ლესკოტი (44), 1:1 რომეუ (73)
სუონსი-ლესტერი 0:3
გოლები: 0:1 მაჰრეზი (5), 0:2 მაჰრეზი (22), 0:3 მაჰრეზი (67)
უოტფორდი-ნორვიჩი 2:0
გოლები: 1:0 დინი (30-პენ), 2:0 იგალო (91)
არსენალი-სანდერლენდი 3:1
გოლები: 1:0 კემპბელი (33), 1:1 ჟირუ (45), 2:1 ჟირუ (63), 3:1 რემზი (93)
ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი 1:1
გოლები: 0:1 ალი (15), 1:1 მაკლინი (39)
მანჩესტერი-ვესტ ჰემი 0:0
ჩელსი-ბორნმუთი 0:1
გოლი: 0:1 მარეი (82)
1. ლესტერი - 32 ქულა; 2. არსენალი - 30; 3. სიტი - 29; 4. მანჩესტერი - 29; 5. ტოტენჰემი - 26.