"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუი ვან გაალს ულტიმატუმი წაუყენა
AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა კლუბის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან, ლუი ვან გაალთან კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაახანგრძლივებს, თუ მიმდინარე სეზონში გუნდი ერთ-ერთ ტურნირს მოიგებს ან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ვან გაალის მიმდინარე კონტრაქტი 2017 წლამდეა გათვლილი და პირობების ვერშესრულების შემთხვევაში ის გუნდს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა ინგლისელებთან კონტრაქტი 2014 წლის მაისში გააფორმა.