"არისტოკრატები" მზად არიან, იბრაჰიმოვიჩს სარეკორდო ხელფასი შესთავაზონ - კვირაში 300 ათასი ევრო.
გარდა ამისა, შვედის გადაბირებას ლონდონელები უფასოდ შეძლებენ, რადგან ზაფხულში იბრაჰიმოვიჩს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება. ხოლო გაახანგრძლივებს თუ არა ზლატანი პსჟ-სთან ხელშეკრულებას, ჯერჯერობით უცნობია.
მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთის ჩემპიონატის 11 მატჩში 12 გოლი გაიტანა.