თუმცა "თეთრი გედების" ხელმძღვანელობამ საქმე აღარ გადადო და 36 წლის სპეციალისტი გაუშვა, "მელიებთან" მარცხი ბოლო წვეთი იყო. ახლა "სუონსის" ბოლო 11 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული.
მონკი 11 წლის განმავლობაში იყო "სუონსიში", თავიდან მცველის რანგში, ხოლო 2014 წლის თებერვლიდან კლუბის თავკაცად დაინიშნა, მას მერე, რაც მიქაელ ლაუდრუპი ჩაანაცვლა. დანიელის მოგებების პროცენტული
უკანასკნელ სამ მწვრთნელს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ამ მხრივ, ბრენდან როჯერსს ჰქონდა - 44,79%. სწორედ ჩრილოირლანდიელი განიხილება პოსტზე მისვლის მთავარ კანდიდატად. "სუონსის" თავმჯდომარეს, ჰიუ ჯენკინსს ძალიან უნდა, რომ როჯერსი დაბრუნდეს, დანარჩენი თავად ბრენდანზეა დამოკიდებული.
"ეს გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის მერე მივიღეთ და ადვილი არ გახლდათ ამ ნაბიჯის გადადგმა. გული გვწყდება, რადგან გარი მონკი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. თუმცა გუნდის თამაში და შედეგები საგრძნობლად გაუარესდა და რამის შეცვლა აუცილებელი გახლდათ. სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია" - თქვა ჯენკინსმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"