პრემიერლიგა. XVI ტურის წინ: როცა ლურჯები ხარობენ, წითლებს არ ეზეიმებათ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე დასრულება შეძლო და მანუელ პელეგრინის ბანაკში პოზიტიური ატმოსფეროა. "ქალაქელებს" ლიდერობის დაბრუნება აქვთ მიზნად დასახული. მათ ქულები აღარ უნდა დაკარგონ, თანაც, "სიტის" მეტოქე ძალზედ ცუდ ფორმაში მყოფი "სუონსია".

გარი მონკი მოხსნეს - ასე რომ, უელსური გუნდი სულაც უმწვრთნელოდაა დარჩენილი.

მეორე მანჩესტერული გუნდი კი პირიქით, ძალიან ცუდ ხასიათზეა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა და წარმატებებს ნაჩვევი ფანები კიდევ ერთხელ გააწბილა. ახლა ლუი ვან გაალმა აქცენტი პრემიერლიგაზე და თამაშის ხარისხის გამოსწორებაზე უნდა გააკეთოს. "წითელი ეშმაკების" მეტოქე "ბორნმუთია",
რომელიც ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძვის და წინა ტურში "ჩელსის" გასვლაზე მოუგო. "ალუბლები" კიდევ ერთ, არც ისე კარგ ფორმაში მყოფ გრანდთან შეეცდებიან სულ ცოტა, ქულის აღებას.

"ჩელსი" ვახსენეთ და "ლურჯები" ორშაბათს ტურის ლიდერ "ლესტერთან" სტუმრობით დაასრულებენ. ეს თამაში იმით არის საინტერესო, რომ თავის დროზე, ჟოზე მოურინიომ ლონდონელთა თავკაცის პოსტზე სწორედ კლაუდიო რანიერი ჩაანაცვლა, რომელიც "სტემფორდ ბრიჯიდან" ცოტა ნაწყენი წავიდა და დღემდე მიიჩნევს, რომ უსამართლოდ გაუშვეს. "ჩელსის" თამაშის ხასრისხს თუ გავითვალისწინებთ, გუნდს ჯეიმი ვარდისა და რიად მაჰრეზის გაჩერება ძალიან გაუჭირდება.

ლიგაზე "პორტუსთან" გამარჯვებისა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების გათვალისწინებით, ჟოზემ ეს თამაში რომ წააგოს რომან აბრამოვიჩი მას ალბათ ისევ არ მოხსნის, მაგრამ ალბათ უფრო სერიოზულად დაფიქრდება ამაზე და პორტუგალიელის პოზიციები მეტად შეირყევა.

"ასტონ ვილა" ურთულეს მდგომარეობაშია და კალენდარშიც არ უმართლებს, ბირმინგემებელები "არსენალს" მასპინძლობენ. არსენ ვენგერის გუნდი ტურს მეორე ადგილზე ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, სულ ცოტა, ორშაბათამდე პირველზე გადავა. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, "მეთოფეები" დაპირისპირების უპირობო ფავორიტებად მიიჩნევიან. გუნდი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო "ოლიმპიაკოსთან" შეხვედრაში და მაინც მოახერხა მერვედფინალში გასვლა. ასე რომ, ვენგერის ბიჭები კარგ ხასიათზე არიან.

"ლივერპული" "ვესტ ბრომვიჩს" უმასპინძლებს და 3 ქულას უმიზნებს. გასული ტურის შეხვედრა გუნდმა აუტსაიდერ "ნიუკასლთან" წააგო და ოთხეულთან სხვაობის შემცირების შანსი ვერ გამოიყენა. "ლივერპული" ისევ თავისი თამაშის ძიებაშია. "კლოპომ" ისევ დანიელ სტარიჯის გარეშე უნდა გააგრძელოს, რომელიც სამწუხაროდ, კვლავ დაშავდა. "ვესტ ბრომვიჩი" კი ადვილად გადასაყლაპი ლუკმა სულაც არ არის, რაც ტონი პულისმა ამ სეზონში არაერთხელ დაამტკიცა და გუნდს სტუმრად თამაში კარგად გამოსდის.

სწორედ ლივერპულელების ძლევით ფრთაშესხმული "ნიუკასლი" შემდეგი ნაბიჯის გადადგმას "უაით ჰართ ლეინზე" შეეცდება, მაგრამ ჯორდების მოგება იქ ცოტა რთული წარმოსადგენია, რადგან "ტოტენჰემს" პირველი ტურის მერე, საერთოდ არ წაუგია. სტივ მაკლარენისთვის ალბათ, ფრეც მისაღები იქნება და ის მეორე ნომრად, კონტრშეტევების იმედად ითამაშებს.

მაურისიო პოჩეტინოს კი უკვე ძალიან კარგად გამოსდის ის რომ არ აგებს, მაგრამ ზედმეტად ბევრს ფრეს აფიქსირებს, რაც პრობლემაა და გუნდი ჯერჯერობით, ოთხეულში ვერ შედის. "დეზების" ახალგაზრდები კარგ ფორმაში არიან და ფანებიც ყოველმხრივ გაამხნევებენ თავისიანებს.

"სტოკს" თუ წაუვიდა თამაში ნებისმიერ მეტოქეს მარტივად გაამწარებს - მარკ ჰიუზი მორიგი 3 ქულის იმედად "ვესტ ჰემს" ესტუმრება. ჯეკ ბატლენდი გოლს ფაქტობრივად, აღარ უშვებს და "ჩაქუჩებს", რომლებსაც რამდენიმე შემტევი აკლიათ, გვარიანი ოფლისღვრა მოუწევთ, რომ სტოკელებს რამე მოუხერხონ. თანაც, სერდან შაქირი და მარკო არნაუტოვიჩი შესანიშნავ ფორმაში არიან და სლავენ ბილიჩმა მათ წინააღმდეგ რამე უნდა მოიფიქროს თავისი არც თუ უშეცდომო დაცვით.

"ნორვიჩს" ძალიან რთული კალენდარი აქვს და გუნდი უკვე ნახევარ ნაბიჯშია გასავარდნს ზონასთან. ამიტომაც, "იადონებისთვის" "ევერტონთან" საშინაო შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, "კანფეტები" ევროზონისკენ მიიწევენ და მათი ლიდერი რომელუ ლუკაკუ ამ შეხვედრაშიც შეეცდება გაისროლოს.
"სანდერლენდი"-"უოტფორდი" ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროოგნოზირებადი მატჩია. კიკე სანჩეს ფლორესის უოტფორდელები სოლიდურად გამოიყურებიან, ხოლო სემ ელარდაისმა "შავი კატები" აათამაშა.

"კრისტალ პალასისა" და "საუთჰემპტონიდ" დუელიდან კი კარგ სანახაობას ველოდებით. "არწივებს" საკუთარ კედლებაში სატისტიკის გამოსწორება სურთ, "წმინდანებმა" კი ცოტა, აურიეს და სწორ გზაზე დაბრუნება ესაჭიროებათ. შეტევა ორივეს უყვარს და წესით, მხიარული თამაში იქნება.

შაბათი. 12 დეკემბერი
ნორვიჩი-ევერტონი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - მაკარტი, ბრაუნინგი, ჰიბერტი, პიენარი, ჯაგიელკა
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +14 =17 -17 (62-70)

კრ. პალასი-საუთჰემპტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გეილი, აპია, საკო - როდრიგესი, გარდოში, ფორსტერი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +8 =7 -15 (35-49)

ვესტ ჰემი-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვალენსია, ლანსინი, სახო, პაიე - გივენი, მუნიესა, ოდემვინგი, კრაუჩი
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +16 =12 -20 (67-70)

სიტი-სუონსი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რობერტსი, აგუერო, კომპანი, საბალეტა, ნასრი - ტაბანუ
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +8 =1 -3 (24-13)

სანდერლენდი-უოტფორდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დეფო - ბეჰრამი, ჯილმარტინი, ეკსტრანდი
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 +4 =0 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3 =2 -3 (13-18)

ბორნმუთი-მანჩესტერი 21:30
დისკვალიფიკაცია: შვაინშტაიგერი
ტრავმა: ფედერიჩი, ატსუ, პიუ, გრადელი, უილსონი, მინგსი - ერერა, ჯონსი, სმოლინგი, დარმიანი, შნეიდერლენი, როხო, რუნი, შოუ, ვალენსია
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +2 =4 -0
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

კვირა. 13 დეკემბერი
ასტონ ვილა-არსენალი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხოსე კრესპო, რიჩარდსი, ამავი - სანჩესი, არტეტა, როსიცკი, უილშირი, უელბეკი, კოკლენი, კასორლა
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +2 =4 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 172 თამაში: +61 =39 -72 (246-274)

ტოტენჰემი-ნიუკასლი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენთალები, მეისონი, პრიტჩარდი - უილიამსონი, ლასკელსი, ტიოტე, აარონსი, აიდარა, რივიერი, ტეილორი, ობერტანი, კრული
ბოლო 6 მატჩი
+3 =3 -0 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 128 თამაში: +56 =27 -45 (221-189)

ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფლენეგანი, სახო, სტარიჯი, გომესი, ინგსი - ფოსტერი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 124 თამაში: +57 =35 -32 (187-136)

ორშაბათი. 14 დეკემბერი
ლესტერი-ჩელსი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე ლაეტი, ჯეიმსი - ფალკაო
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 74 თამაში: +17 =22 -35 (91-139)

ბომბარდირები: 14 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 11 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 10 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 9 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 8 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ოლივიე ჟირუ (არსენალი); 7 - სერხიო აგუერო (სიტი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული