პრემიერლიგა. XVI ტური: სანამ "მელიები" ითამაშებენ [VIDEO]

AutoSharing Option
* "ტოტენჰემის" წაუგებელი სერია, რომელიც პირველი ტურის მერე დაიწყო, "ნიუკასლთან" შეწყდა.

* ოლივიე ჟირუმ "არსენალის" მაისურით 50-ე გოლი გაიტანა.

* დღეს ტურის ცენტრალური მატჩია - "ლესტერი" "ჩელსის" წინააღმდეგ.

"ქეროუ როუდზე" საფინალო სასტვენის მერე ორივე გუნდი უკმაყოფილო დარჩა. "ნორვიჩი" პრემიერლიგაში დასარჩენად იბრძვის და 3 ქულა ძალიან სჭირდებოდა, ხოლო "ევერტონი" ევროზონას ეპოტინება და, როგორც უფრო ამბიციური გუნდი, მერსისაიდელები ფავორიტებად ითვლებოდნენ.

თუმცა, მიუხედავად რომელუ ლუკაკუს მორიგი გოლისა, რობერტო მარტინესმა 3 ქულა ისევ ვერ აიღო
და ერთს დასჯერდა. ბელგიელმა კი თავისი მე-11 ბურთი შეაგდო და ჯეიმი ვარდის მთავარი მდევარია.

ერთი შეხედვით მძიმე და მწირმომენტიანი მატჩი "სიტისა" და "სუონსის" შორის ბოლო წუთებში ტრაგიკომედიად იქცა. "ქალაქელები" უილფრიდ ბონის თავურით იგებდნენ, მან ყოფილ გუნდს გაუტანა და არ აღნიშნა. ბოლო წუთზე კი შეცვლაზე ცოტა ხნის წინათ შესულმა ბაფეტიმბი გომისმა დიდი ხნის პაუზის მერე, როგორც იქნა, გაიტანა. მან უძლიერესი დარტყმით ახლო კუთხეში "დაცხრილა" ჯო ჰარტი.

თითქოსდა, მანუელ პელეგრინის კვლავ ძვირფასი ქულები უნდა დაეკარგა საშინაო შეხვედრაში, მაგრამ იაია ტურემ სახიფათოდ დაარტყა და... არ ვიცით, გავიდოდა თუ არა გოლი, ახალგაზრდა კელეჩი იჰეანაჩოს რომ არ მოხვედროდა, მაგრამ ფაქტია, 18 წლის ნიგერიელს ზურგზე მოხვდა ბურთი და ისე ჩაიჭრა უელსური გუნდის კარში, მანჩესტერელებს ბედმა ზურგი არ აქცია.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ აქამდე იჰეანაჩომ კიდევ ერთი პატარა სასწაული მოახდინა, როდესაც მატჩის ბოლოს შევიდა და "კრისტალ პალასთან" გამარჯვების გოლი შეაგდო.

"არწივების" ხსენებაზე ვთქვათ ისიც, რომ ალან პარდიუს ბიჭებმა "საუთჰემპტონი" დაკორტნეს. იოან კაბაის გოლი ერთადერთი იყო მატჩში, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა. რონალდ კუმანის "წმინდანებს" კი აშკარად ჩავარდნა აქვთ.

არ გაუმართლა "სანდერლენდს". სემ ელარდაისის გუნდი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა "უოტფორდთან" შეხვედრაში, მაგრამ ეურელიო გომეში მთელი მატჩის განმავლობაში საოცრებებს აკეთებდა და ოდიონ იგალოს მორიგი გოლის წყალობით, უოტფორდელებმა 3 ქულით გაიმდიდრეს მონაგარი. იგალოს კი 2015 წელს ინგლისის პირველ ოთხ დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

დავიდ დე ხეასთვის გოლის გატანა 2 მეტრიდანაა რთული, არათუ კუთხურიდან... თუმცა ჯუნიორ სტანისლასმა სწორედ ეს მოახერხა და კუთხურიდან "ბორნმუთი" სტარტზევე დააწინაურა. მატჩის მერე "ალუბლების" შემტევმა, რომელიც ბოლო ტურებში კარგად გამოიყურება, აღიარა, რომ "ბორნმუთი" კუთხურების პირდაპირ კარში ჩახვევაზე ვარჯიშობდა, მაგრამ მე ერთხელაც არ გამომივიდა ვარჯიშისასო. აი, თამაშისას კი შეძლო ლამაზად გატანა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მეტოქეს მალევე უპასუხა, მარუან ფელაინიმ მეტოქის საჯარიმოში იბრძოლა და გაათანაბრა. თუმცა ედი ჰოუის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა და ჯოშუა კინგის მეორე გოლმა "ბორნმუთს" დამსახურებული 3 ქულა მოუტანა. აუტსაიდერი და ბევრის მიერ ჩამოწერილი კლუბი აბობოქრდა - ჯერ "ჩელსი" დაამარცხა, თანაც, გასვლაზე, ახლა კი "მანჩესტერს" აჯობა.

ლუი ვან გაალის საქმე კი ცუდად არის. ისე ჩანს, თითქოს, ჰოლანდიელს საბოლოოდ გაექცა სადავეები ხელიდან. მას ტრავმების გამო ისედაც არაერთი წამყვანი მოთამაშე აკლდა და ამ პირობებში კიდევ ექსპერიმენტებს მიმართა და უცნაური ცვლილებები გააკეთა. შედეგიც კარგად ჩანს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლონდონის "არსენალმა" კი პირველივე ტაიმში გააკეთა თავისი საქმე "ასტონ ვილასთან" და მერე დაისვენა. ოლივიე ჟირუმ "მეთოფეების" მაისურით თავისი 50-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში, როდესაც ალან ჰატონმა თეო უოლკოტი წააქცია და ფრანგმა პენალტი გარდასახა. აარონ რემზიმ კი ლამაზად დაწყებულ-გათამაშებული კონტრშეტევა დააგვირგვინა და "არსენალი" პირველ ადგილზე გადავიდა, სულ მინიმუმ, დღის ბოლომდე, სანამ "ლესტერისა" და "ჩელსის" ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართება. ბირმინგემელთა მდგომარეობას კი უიმედოც აღარ ეთქმის.

"ლივერპულს" ზედიზედ ორი ტურია, მეოთხე ადგილთან სხვაობის შემცირების შანსი ეძლევა, მაგრამ ფეხი უცდება. არადა, მერსისაიდელები მშვენიერი კომბინაციის მერე ჯორდან ჰენდერსონმა დააწინაურა. მინდორზე იყო ფილიპე კოუტინიოც.

თუმცა ტონი პულისს ვერაფრით შეაშინებ და მისმა ბიჭებმა ტრადიციულ სტილში, ორჯერ დაარტყეს ზუსტად და ორი გოლი გაიტანეს, თანაც ორივე მცველებმა, სტანდარტულების შემდეგ.

მეორე გოლი კრის ბრანტის მორიგი საგოლე პასის მერე მარტინ ოლსონმა შეაგდო, რომელმაც იქამდეც გაიტანა ანალოგიურ სიტუაციაში, ოღონდ თამაშგარედან. დეიან ლოვრენმა, სამწუხაროდ, სერიოზული ტრავმა მიიღო და სანამ მას გაიყვანდნენ, დიდი პაუზა იყო, რის გამოც მატჩს 10 წუთი დაემატა. დაშავებული მცველის ნაცვლად მინდორზე შემოშვებულმა დივოკ ორიჯიმ 96-ე წუთზე კარგად ითამაშა და ახალგაზრდა ბელგიელმა რიკოშეტის დახმარებით გაათანაბრა. მე-100 წუთზეც "ლივერპული" მოსაგებად გარბოდა, ხოლო "ენფილდი" ხმაურობდა, მაგრამ გვიანი გახლდათ.

დასრულდა "ტოტენჰემის" წაუგებლობის ლამაზი ისტორია და დაიწყო "ნიუკასლის" აღმასვლის ზღაპარი. "უაით ჰართ ლეინზე" ჯორდებმა წინა სეზონშიც მოიგეს და მაშინაც წაგებული პირველი ტაიმის მერე. "დეზები" უპირატესობას ფლობდნენ და ერიკ დაიერის გოლით იგებდნენ.

მეორე ნახევარში კი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ალექსანდრ მიტროვიჩმა და აიოსე პერესმა ივარგეს და "კაჭკაჭებმა" "ლივერპულს" "ტოტენჰემი" მიაყოლეს, რომელიც მოგების შემთხვევაში მეოთხე ადგილზე გადადიოდა. აიოსე პერესმა ბოლო წამებზე გაიტანა.

XVI ტური
12 დეკემბერი
ნორვიჩი-ევერტონი 1:1
გოლები: 0:1 ლუკაკუ (15), 1:1 ჰულაჰანი (47)
ნორვიჩი (4-2-3-1): რადი - უისდომი (46. ბენეტი), მარტინი, ბასონგი, ოლსონი - ტეტი, ო’ნილი - რედმონდი, ბრედი, ჰულაჰანი (84. ჰოუსონი) - ჯერომი
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ფუნეს მორი, ბეინსი - კლევერლი, ბერი - ბარკლი (76. გიბსონი), დეულოფეუ (69. მირალასი), კონე - ლუკაკუ
გაფრთხილება: მარტინი -
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 9-6 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 8(1)-15(3) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 27 027

სიტი-სუონსი 2:1
გოლები: 1:0 ბონი (26), 1:1 გომისი (90), 2:1 იჰეანაჩო (90+2)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, ოტამენდი, მანგალა, კლიში - ფერნანდინიო, იაია ტურე - სტერლინგი (46. დელფი), დავიდ სილვა (68. დე ბრუინი), ნავასი - ბონი (84. იჰეანაჩო)
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კი, ბრიტონი (75. მონტერო), კორკი - ა. აიუ (83. გომისი), რუტლეჯი (76. ბეროუ), სიგურდსონი
გაფრთხილება: ბონი, სანია, მანგალა - ტეილორი
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 13-15 თამაშგარე: 3-6 კარში დარტყმა: 13(5)-13(7) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 53 052

ვესტ ჰემი-სტოკი 0:0
ვესტ ჰემი (4-1-4-1): ადრიანი - ტომკინსი, ოგბონა, კოლინსი, კრისუელი - სონგი (64. ვალენსია) - კუიატე, მაიკლ ანტონიო, (83. იელავიჩი), ნოუბლი, სარატე - კეროლი
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - კამერონი (68. ადამი), უელანი - ვან გინკელი (56. დიუფი), აფელაი (85. უოლტორსი), არნაუტოვიჩი - ბოიანი
გაფრთხილება: კუიატე - პიტერსი, აფელაი
კუთხური: 11-7 ჯარიმა: 7-9 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 21(8)-12(3) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 34 857

სანდერლენდი-უოტფორდი 0:1
გოლი: 0:1 იგალო (4)
სანდერლენდი (5-4-1): პანტილიმონი - იედლინი (19. როდუელი), კოატესი, ო’ში. ჯონსი, ვან ანჰოლტი - მ’ვილა, ტოივონენი, ბორინი (57. ჯონსონი), უოტმორი - ფლეტჩერი (72. დეფო)
უოტფორდი (4-2-3-1): გომესი - ნიომი, ბრიტოსი, კატკარტი, აკე - კაპუ, უოტსონი - ხურადო (76. ანია), აბდი (69. გედიურა), დინი - იგალო
გაფრთხილება: როდუელი -
კუთხური: 8-3 ჯარიმა: 6-9 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 14(2)-12(7) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 43 989

კრ. პალასი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 კაბაი (38)
კრ. პალასი (4-4-2): ჰენესი - უორდი, დანი, დელანი, სუარე - ზაჰა, კაბაი, მაკარტური, პანჩონი (85. მატჩი) - ბოლაზი, ვიქჰემი (90+2. შამახი)
საუთჰემპტონი (3-4-2-1): გასანიგა - ვან დეიკი, ფონტე, იოშიდა (67. ტადიჩი) - სედრიკი, ბერტრანი, ვანიამა, რომეუ (79. უორდ-პრაუსი) - დევისი (67. პელე), მანე - ლონგი
გაფრთხილება: -
კუთხური: 8-5 ჯარიმა: 11-13 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 12(5)-15(3) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 24 914

ბორნმუთი-მანჩესტერი 2:1
გოლი: 1:0 სტანისლასი (2), 1:1 ფელაინი (24). 2:1 კინგი (54)
ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი - სმიტი, ფრანსისი, კუკი, დენიელსი - სურმანი - სტანისლასი, გოსლინგი, არტერი (86. ო’კეინი), რიტჩი - კინგი (65. მარეი)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვარელა, მაკნეირი (90+1. ჯონსი), ბლინდი, ბორტვიკ-ჯექსონი - ფელაინი (74. პაული), კერიკი - დეპაი, მატა, ლინგარდი (31. ა. პერეირა) - მარსიალი
გაფრთხილება: არტერი, ბორუცი - ა. პერეირა
კუთხური: 5-7 ჯარიმა: 12-12 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 11(5)-11(5) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 11 134

13 დეკემბერი
ასტონ ვილა-არსენალი 0:2
გოლები: 0:1 ჟირუ (8-პენ.), 0:2 რემზი (38)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, ოკორე, ლესკოტი, ბაკუნა - ვერეტო, სანჩესი, გეიე (78. გრილიში) - ჯ. აიუ, სინკლერი (87. სინკლერი), ჟესტედი (57. ხილი)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, ნაჩო მონრეალი - რემზი, ფლამინი - უოლკოტი (64. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), იოზილი (86. ჩემბერსი), კემპბელი (64. გიბსი) - ჟირუ
გაფრთხილება: -
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 8-2 თამაშგარე: 2-5 კარში დარტყმა: 18(2)-8(4) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 33 285

ტოტენჰემი-ნიუკასლი 1:2
გოლები: 1:0 დაიერი (39), 1:1 მიტროვიჩი (74), 1:2 აიოსე პერესი (90+3)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - დაიერი, კეროლი (69. სონი) - ალი, ლამელა (86. შადლი), ერიკსენი - კეინი
ნიუკასლი (4-4-1-1): ელიოტი - იანმაატი, კოლოჩინი, მბემბა, დამეტი - სისოკო, კოლბეკი, ანიტა (90+1. გუფრანი), ვეინალდუმი - დე იონგი (63. აიოსე პერესი) - სისე (72. მიტროვიჩი)
გაფრთხილება: კეროლი, როუზი - კოლბეკი, აიოსე პერესი
კუთხური: 6-2 ჯარიმა: 13-14 თამაშგარე: 2-5 კარში დარტყმა: 20(8)-8(4) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 35 768

ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი 2:2
გოლები: 1:0 ჰენდერსონი (21), 1:1 დოუსონი (30), 1:2 ოლსონი (73), 2:2 ორიჯი (90+6)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, შკრტელი, ლოვრენი (79. ორიჯი), მორენო - ლუკასი, ალენი - მილნერი, ჯანი, ჰენდერსონი - კოუტინიო (72. აიბი), ლალანა (86. ფირმინო), ბენტეკე
ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი, ბრანტი - ევანსი - დ. ფლეტჩერი, გარდნერი, მაკლინი, მორისონი - რონდონი (90+4. ლამბერტი)
გაფრთხილება: -
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 7-10 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 28(8)-4(2) ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 44 147

14 დეკემბერი
ლესტერი-ჩელსი 00:00

ბომბარდირები: 14 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 12 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 10 - რიად მაჰრეზი (ლესტერი), ოდიონ იგალო (უოტფორდი); 9 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 8 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 7 - სერხიო აგუერო (სიტი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი).

მომდევნო ტური
19 დეკემბერი:
ვესტ ბრომვიჩი-ბორნმუთი, სტოკი-კრ. პალასი, ევერტონი-ლესტერი, მანჩესტერი-ნორვიჩი, ჩელსი-სანდერლენდი, საუთჰემპტონი-ტოტენჰემი, ნიუკასლი-ასტონ ვილა

20 დეკემბერი:
უოტფორდი-ლივერპული, სუონსი-ვესტ ჰემი, არსენალი-სიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული