"რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სეზონია ჩვენთვის, მაგრამ ასეთი ამბები ჩვეულებრივია თუნდაც დიდი გუნდებისათვის. "ჩელსიში" ყველამ იცის, რომ ეს ამბები დროებითია და რომ ჩვენი აღმავლობა მალე დაიწყება. უფრო ზუსტად, ის უკვე დაიწყო "პორტუსთან" მატჩში", - ამბობს პორტუგალიელი.
მისი თქმით, მწარედ ცდება ის, ვინც შუა სეზონში "ჩელსი" უკვე
მას გუნდის რამდენიმე ლიდერის არცთუ კარგ სათამაშო ფორმაზე ჰკითხეს, რაზედაც პორტუგალიელმა განაცხადა: "ფეხბურთელი ისეთივე, ჩვეულებრივი ადამიანია, როგორიც სხვა. მისთვისაც არის ცხოვრებაში ცუდი და კარგი პერიოდები. ადამიანი ვერაფრით იქნება რობოტი და ფეხბურთს რობოტები რომ თამაშობდნენ, მთელი მისი სილამაზე დაიკარგებოდა".
"ჩელსი" პრემიერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერია. გუნდი ვერაფრით ახერხებს ქულების დაგროვებას, მაგრამ "განსაკუთრებულის" გულში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის, შესაბამისად კი, პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრაზე ოცნება ისევ ცოცხალია.
მოურინიომ თქვა, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ არა - შეუძლებელი. პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ ახლა ინგლისის ჩემპიონატში გადამწყვეტი ჟამი დგება და "ჩელსიმ" გვარიანი ნახტომი უნდა განახორციელოს.
"ჩვენი მდგომარეობა ახლა ძალიან სპეციფიკურია. ჩვენ დასაკარგი უკვე დავკარგეთ. საკითხს ფილოსოფიურად თუ მივუდგებით, ოდესღაც უნდა დასრულდეს ჩვენი დანაკარგების სერია. თანაც, პრემიერლიგაში ახლა განსაკუთრებული დრო დგება. თამაშები მიჯრით მოგვიწევს და უნდა ვიყოჩაღოთ.
საკმარისია, ზედიზედ რამდენიმე მატჩი მოვიგოთ, რომ ჩვენ აღარ ვისაუბრებთ "ჩელსიზე", როგორც ოთხეულისათვის ბრძოლაში აუტსაიდერზე. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე აღარ ვართ დამოკიდებულნი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ გრანდები ძალიან არასტაბილურები არიან", - განაცხადა პორტუგალიელმა.
სწორედ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება თუ გადაარჩენს პორტუგალიელს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, "ჩელსის" ფინანსური ზარალი ძალიან დიდი იქნება. ასეთ შემთხვევაში კი დიდია იმის ალბათობა, რომ რომან აბრამოვიჩმა გადამწყვეტი ზომები მიიღოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"