* ჯონ ტერიმ პრემიერლიგაში მე-300 გამარჯვება მოიპოვა.
* პრემიერლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდი წინა შობაზე ბოლო ადგილზე იყო, ახლა კი პირველზეა.
* 1954 წლის მერე პირველად მოხდა, რომ "ევერტონის" ფეხბურთელმა ზედიზედ 8 მატჩში გაიტანა - ეს რომელუ ლუკაკუმ შეძლო.
კლაუდიო რანიერის "ლესტერი" კვლავაც შეუჩერებელია. "მელიებმა" ამჯერად "გუდისონ პარკზე" "ევერტონი" შეიწირეს. ისევ გაიბრწყინა რიად მაჰრეზმა. მართალია, მან ორივე გოლი პენალტით გაიტანა, მაგრამ მორიგი ჩინებული მატჩი ჩაატარა და ქება დაიმსახურა. რაც შეეხება
"ლესტერს" შეწირული ჟოზე მოურინიოს გარეშე დარჩენილმა "ჩელსიმ" ლაღად ითამაშა და პრინციპში, ადვილად მოუგო "სანდერლენდს". ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა ბრანისლავ ივანოვიჩმა, რომლის მონაგარიც გოლს პლუს პასია. "ლურჯებს" სტივ ჰოლანდი ხელმძღვანელობდა. "სტემფორ ბრიჯზე" იმყოფებოდა გუს ჰიდინკი, რომელიც დიდიე დროგბასთან და რომან აბრამოვიჩთან ერთად ტრიბუნიდან ადევნებდა მატჩს თვალყურს და შემდეგი შეხვედრიდან უკვე სათადარიგოთა საკმზე გადაინაცვლებს და მინიმუმ, სეზონის ბოლომდე გუნდს უხელმძღვანელებს.
გამოცდილი ჰოლანდიელი "ლურჯებში" დაბრუნდა. აი, ფანებმა კი კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა და სიყვარული მოურინიოსადმი და იყო არაერთი ბანერი - "ის ჩვენი განსაკუთრებულია", "ჩვენ გვიყვარს ჟოზე", "ერთ-ერთი ჩვენგანი" და ასე შემდეგ.
შაბათს პრემიერლიგაში აშკარად სტუმრები დომინირებდნენ, რისი ერთ-ერთი მაგალითიც "კრისტალ პალასის" მოგებაა "ბრიტანიაზე". იქ კონორ უიქჰემმა და ბოიან კრკიჩმა პენალტები გაცვალეს, ბოლოს კი შეცვლაზე რამდენიმე წუთის შესულმა ლი იონმა "არწივებს" 3 ქულა მოუტანა. ალან პარდიუს გუნდს ბურთებს ცოტა უკეთესი სხვაობა რომ ჰქონდეს, მე-4 ადგილზე იქნებოდა. 2:1 მოიგო "ბორნმუთმაც" ათკაციან "ვესტ ბრომვიჩთან". "ალუბლები" აღარ ხუმრობენ, ეს მათი ზედიზედ მესამე გამარჯვებაა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ნორვიჩთან" შეხვედრაში თავიდანვე დაეუფლა ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ რეალური მომენტის შექმნა ისევ უჭირდა და პირველად მეტოქის კარში ზუსტად 66-ე წუთზე დაარტყა... ისიც გაიტანა. თუმცა იქამდე "წითელ ეშმაკებს" ორი ჰქონდათ გაშვებული და საბოლოოდ, თამაში ვეღარ გადაარჩინეს.
დაბრუნებული უეინ რუნი თავის მე-500 შეხვედრას ატარებდა და მარსიალს ასისტენტობა სწორედ მან გაუწია, მაგრამ წარმატებული იუბილე არ გამოუვიდა. სახასიათო გახლდათ მომენტი, როდესაც ლუი ვან გაალის ასისტენტი რაიან გიგზი ადგა, ჰოლანდიელი მიატოვა, გვერდით ხაზთან ჩავიდა და იქიდან ცალკე ხელმძღვანელობდა გუნდს.
აუტსაიდერი "იადონებისთვის" ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო, ხოლო "მანჩესტერის" უფროსობამ სპეციალური შეკრება დაგეგმა და დიდი შანსია, ამ კრებაზე ვან გაალის მოხსნა გადაწყდეს. გუნდი ძალიან არეულად თამაშობს. აგერ, გიგზი მზად არის, რომ თუნდაც დროებით ჩაიბაროს პოსტი და ხელმისაწვდომია ჟოზე მოურინიოც, სხვა ყველაფერსა და ყველას თავი რომ დავანებოთ.
"მანჩესტერის" წაგება და "ტოტენჰემის" მოგება კი იმას ნიშნავს, რომ ბოლო-ბოლო მოხდა ის, რისკენაც მიდიოდა ყველაფერი. მანჩესტერელები ოთხეულიდან გამოვარდნენ და მე-4 პოზიციაზე "დეზებმა" გადაინაცვლეს. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა კომფორტულად მოიგო "სენტ მერიზე". "საუთჰემპტონმა", რომელიც აშკარა კრიზისშია, ყველაზე კარგი მომენტი მატჩის მიწურულს შექმნა. ლონდონელთა მხრიდან კვლავაც გაიბრწყინა ახალგაზრდა დელე ალიმ, მან ჯერ ჰარი კეინს გაატანინა, მერე კი თავად შეაგდო.
გაბრწყინებაზე თუ მიდგა საქმე, ოდიონ იგალოს ვერ აჩერებენ. მან ორი გოლი შეუგდო "ლივერპულს" და იქამდე ნათან აკესაც ჰქონდა გატანილი. ასე რომ, კიკე სანჩეს ფლორესის გუნდმა უსახურად მოთამაშე "ლივერპული" გაანადგურა - 3:0. იურგენ კლოპის გუნდი ოთხეულს ვერაფრით უახლოვდება. უოტფორდელები კი ლიგის ზონასთან ქულაში არიან.
რემი გარდმა საგარეო შეხვედრა ისევ არ წააგო, მაგრამ ქულა "ასტონ ვილასთვის" დიდი შეღავათი ვერ არის. ბირმინგემელებს შემართება ეტყობათ, მაგრამ უკვე ძალიან ჩამორჩნენ, თანაც კონკურენტებმა ქულები დააგროვეს. "ნიუკასლი" ფავორიტად ითვლებოდა და იგებდა კიდეც, მაგრამ სტივ მაკლარენმა კიდევ ერთი გამარჯვება ვეღარ მიაყოლა.
უგოლოდ დასრულდა "სუონსისა" და "ვესტ ჰემის" პაექრობა. "ლიბერთი სტედიუმზე" მომენტების ნაკლებობა იყო და საბოლოო ჯამში, შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა. თუკი ვინმეს უნდა მოეგო, უფრო მაინც "სუონსის", რომელიც ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა. "თეთრ გედებს" ისევ დროებითი მწვრთნელი ალან კერტისი ედგა სათავეში. უელსელები გასავარდნ ზონაში რჩებიან.
"ლესტერი" იქაურ შობას ლიდერის სტატუსით ხვდება და დიდი შანია, ახალ წელსაც პირველ ადგილზე შეეგებოს. ლესტერშირელები დღეს ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ფრეს უგულშემატკივრებენ. თუმცა "არსენალსაც" და "სიტისაც" სხვა გეგმები აქვთ, ორივე მოსაგებად ითამაშებს.
XVII ტური
19 დეკემბერი
ჩელსი-სანდერლენდი 3:1
გოლები: 1:0 ივანოვიჩი (5), 2:0 პედრო (13), 3:0 ოსკარი (50-პენ.), 3:1 ბორინი (53)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ასპილიკუეტა - ფაბრეგასი (71. ობი მიკელი), მატიჩი - ვილიანი, ოსკარი (82. რამირესი), პედრო - დიეგო კოსტა (76. რემი)
სანდერლენდი (5-3-2): პანტილიმონი - ჯონსი, კოატესი (23. ჯონსონი), ო’ში, ქაბული, ვან ანჰოლტი - ტოივონენი (46. ბორინი), მ’ვილა, როდუელი - უოტმორი (79. გრემი), დეფო
გაფრთხილება: მატიჩი - პანტილიმონი, როდუელი, ო’ში
კუთხური: 2-2 ჯარიმა: 12-12 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 17(7)-11(3) ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 41 562
ევერტონი-ლესტერი 2:3
გოლები: 0:1 მაჰრეზი (27-პენ.), 1:1 ლუკაკუ (32), 1:2 მაჰრეზი (65-პენ.), 1:3 ოკაზაკი (69), 2:3 მირალასი (89)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ფუნეს მორი, ბეინსი - კლევერლი, ბერი - დეულოფეუ (74. ლენონი), ბარკლი, კონე (74. მირალასი) - ლუკაკუ
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, ვასილიევსკი, მორგანი, ფუხსი - მაჰრეზი (83. დე ლაეტი), კინგი, კანტე, ოლბრაიტონი (71. დაიერი) - ოკაზაკი, ვარდი (87. ულოა)
გაფრთხილება: ფუნეს მორი, ჰოვარდი - ვასილიევსკი
კუთხური: 10-2 ჯარიმა: 6-14 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 12(4)-10(5) ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 39 570
მანჩესტერი-ნორვიჩი 1:2
გოლები: 0:1 ჯერომი (38), 0:2 ტეტი (54), 1:2 მარსიალი (66)
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - იანგი, ჯონსი, სმოლინგი, ბლინდი - კერიკი, ფელაინი (60. ერერა) - მარსიალი, მატა, დეპაი - რუნი
ნორვიჩი (4-2-3-1): დ. რადი - მარტინი, ბენეტი, ბასონგი, ოლსონი - ო’ნილი (82. მულუმბუ), ტეტი - რედმონდი, ბრეიდი, ჰულაჰანი (66. ჰოუსონი) - ჯერომი (82. მბოკანი)
გაფრთხილება: - ო’ნილი, ბრეიდი
კუთხური: 11-0 ჯარიმა: 4-10 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 11(2)-6(4) ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 75 320
საუთჰემპტონი-ტოტენჰემი 0:2
გოლები: 0:1 კეინი (40), 0:2 ალი (43)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): გასანიგა - სედრიკი, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი - ვანიამა, კლასი (78. უორდ-პრაუსი) - მანე, დევისი (64. ლონგი), ტადიჩი (64. ხუანმი) - პელე
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დეივისი - დაიერი, დემბელე - ლამელა, ალი (79. კეროლი), ერიკსენი (86. შადლი) - კეინი (90+1. სონი)
გაფრთხილება: ფონტე - ალი
კუთხური: 4-7 ჯარიმა: 18-9 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 11(4)-13(6) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 31 636
სტოკი-კრ. პალასი 1:2
გოლები: 0:1 ვიქჰემი (45+1-პენ.), 1:1 ბოიანი (76-პენ.), 1:2 ლი (88)
სტოკი (4-2-3-2): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - ვან გინკელი (75. ადამი), უელანი (65. უოლტერსი) - აფელაი, შაქირი, არნაუტოვიჩი - ბოიანი
კრ. პალასი (4-4-2): ჰენესი - უორდი, დანი, დელანი, სუარე - ზაჰა (81. ლი), ლედლი, მაკარტური, პანჩონი (79. მეტჩი) - ბოლაზი, ვიქჰემი (64. შამახი)
გაფრთხილება: შაქირი, აფელაი -
კუთხური: 7-3 ჯარიმა: 6-12 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 26(5)-12(3) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 27 500
ვესტ ბრომვიჩი-ბორნმუთი 1:2
გოლები: 0:1 სმიტი (52), 1:1 მაკკოლი (79), 1:2 დენიელსი (87-პენ.)
ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი, ბრანტი (74. ლამბერტი) - ევანსი - გარდნერი, ფლეტჩერი (90+1. ბერაჰინო), მორისონი (46. სესენიონი), მაკკლინი - რონდონი
ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი - სმიტი, ფრანსისი, კუკი, დენიელსი - სურმენი - რიტჩი, გოსლინგი, არტერი (82. რენტი), სტანისლასი (70. პიუ) - მარეი (76. კერმორგანტი)
გაფრთხილება: ევანსი, ფლეტჩერი - სმიტი
გაძევება: მაკლინი (34), რონდონი (90+5)
კუთხური: 4-8 ჯარიმა: 12-9 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 6(2)-16(7) ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 26 127
ნიუკასლი-ასტონ ვილა 1:1
გოლები: 1:0 კოლოჩინი (38), 1:1 ჯ. აიუ (61)
ნიუკასლი (4-4-1-1): ელიოტი - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, დამეტი - სისოკო, ანიტა (71. ტოვენი), კოლბეკი, ვეინალდუმი - დე იონგი (59. აიოსე პერესი) - სისე (33. მიტროვიჩი)
ასტონ ვილა (4-3-1-2): გუზანი - ჰატონი, ოკორე, ლესკოტი, ბაკუნა - ვესტვუდი, სანჩესი, გეიე - ვერეტო - სინკლერი (60. ჟესტედი), ჯ. აიუ
გაფრთხილება: დამეტი - ბაკუნა, ჯ. აიუ, ვესტვუდი
კუთხური: 3-7 ჯარიმა: 9-14 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 8(4)-10(7) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 48 234
20 დეკემბერი
უოტფორდი-ლივერპული 3:0
გოლები: 1:0 აკე (3), 2:0 იგალო (15), 3:0 იგალო (85)
უოტფორდი (4-4-2): გომესი - ნიომი, კატკარტი, ბრიტოსი, აკე - აბდი (80. ბეჰრამი), უოტსონი, კაპუ, ხურადო (76. ანია) - დინი, იგალო (88. გედიურა)
ლივერპული (4-3-3): ბოგდანი - კლაინი, შკრტელი (41. ორიჯი), სახო, მორენო - ჰენდერსონი, ლუკასი, ჯანი - ლალანა (74. აიბი), კოუტინიო, ფირმინო (74. ბენტეკე)
გაფრთხილება: ბრიტოსი -
კუთხური: 7-9 ჯარიმა: 6-9 თამაშგარე: 1-10 კარში დარტყმა: 6(5)-12(4) ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 20 707
სუონსი-ვესტ ჰემი 0:0
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი (69. ნოტონი), ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კორკი (73. შელვი), ბრიტონი, კი - სიგურდსონი, ა. აიუ (83. ბეროუ), გომისი
ვესტ ჰემი (4-1-4-1): ადრიანი - ტომკინსი, კოლინსი, ოგბონა, კრისუელი - სონგი (73. ობიანგი) - მაიკლ ანტონიო (85. ჯენკინსონი), კუიატე, ნოუბლი, სარატე (60. ვალენსია) - იელავიჩი
გაფრთხილება: - ჯენკინსონი
კუთხური: 8-9 ჯარიმა: 6-9 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 21(2)-11(2) ბურთის ფლობა: 73%-27%
მაყურებელი: 20 661
21 დეკემბერი
არსენალი-სიტი 00:00
ბომბარდირები: 15 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 13 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), რიად მაჰრეზი (ლესტერი); 12 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 9 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი).
მომდევნო ტური
26 დეკემბერი:
სტოკი-სიტი, ბორნმუთი-კრ. პალასი, ლივერპული-ლესტერი, ტოტენჰემი-ნორვიჩი, სიტი-სანდერლენდი, ჩელსი-უოტფორდი, სუონსი-ვესტ ბრომვიჩი, ასტონ ვილა-ვესტ ჰემი, ნიუკასლი-ევერტონი, საუთჰემპტონი-არსენალი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"