"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ლუი ვან გაალს უკანასკნელი შანსი მისცა

AutoSharing Option
ზედიზედ სამმა მარცხმა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ლუი ვან გაალის მომავალზე დააფიქრა.

როგორც The Telegraph-ი იტყობინება, მანკუნიანელთა ხელმძღვანელობამ ჰოლანდიელ სპეციალისტს უკანასკნელი შანსი მისცა: "მანჩესტერმა" უახლოესი ორი შეხვედრა უნდა მოიგოს. იმ შემთხვევაში, თუ გუნდმა რომელიმე შეხვედრა ვერ მოიგო, ჰოლანდიელი სპეციალისტი გუნდს დატოვებს, მის შემცვლელად კი პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო მოიაზრება.

26 დეკემბერს "წითელი ეშმაკები" "სტოკს" ესტუმრებიან, 2 დღეში კი "ოლდ ტრაფორდზე" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მოურინიო?! ეგ არ მოვიდეს მანჩესტერში! სულ უმწვრთნელოდ ვიქნებით ოღონდ ეგ არა.
antokeli
15:23 21-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული