წყაროს ცნობით, აბრამოვიჩი მზადაა, გვარდიოლა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახადოს.
შეგახსენებთ, რომ უკვე ცნობილია, გვარდიოლა სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნს" დატოვებს, ხოლო მას გერმანულ კლუბში კარლო ანჩელოტი შეცვლის.
რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს, ის წინა კვირას გაათავისუფლეს "ჩელსიდან" და სეზონის ბოლომდე "არისტოკრატებს" გუს ჰიდინკი გაწვრთნის.