"ლესტერის" ხელმძღვანელობა "სიტისთან" მატჩის დროს ქომაგს უფასო ლუდს დაურიგებს

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის კლუბ "ლესტერის" ხელმძღვანელობა ერთგული გულშემატკივრების ღვაწლის დაფასებას საინტერესო მეთოდით გეგმავს.

29 დეკემბერს, "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრის დროს სტადიონზე მისული გუნდის თითოეული ქომაგი უფასოდ მიიღებს თითო ქილა ლუდს.

მსგავსი აქცია "ლესტერის" ხელმძღვანელებმა გასული სეზონის ბოლო საშინაო შეხვედრის დროსაც გამართეს - ოღონდაც მაშინ "მელიები", დღევანდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 17 ტურის შემდეგ "ლესტერი" სატურნირო ცხრილს 38 ქულით ლიდერობს. 2 ქულით ნაკლები აქვს მის მდევარ ლონდონის "არსენალს".
მკითხველის კომენტარები / 2 /
კი, მშვენიერი აზრია!
ლივერპულთან თამაშის წინ მოთამაშეებს 3-3 რომ დაურიგდეთ და მიირთვან, არა? :-)
ზიბადი
02:26 25-12-2015
0
ლესტერის მხირდან გულშემატკივრებისთვის ლუდის უფასოდ დარიგება კარგი წამახალისებელი აზრია.
ლესტერი
16:08 24-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული