პრემიერლიგა. XVIII ტურის წინ: "ბოქსინგ დეის" სიგიჟე

AutoSharing Option
ეგრეთ წოდებულ "ბოქსინგ დეიზე" ინგლისში ტრადიციულად, ფეხბურთით ერთობიან - შაბათს პრემიერლიგის მე-18 ტურის ათივე თამაში გაიმართება.

"ჩელსიში" გუუს ჰიდინკის დებიუტს ველით. აი, ეს ტური კი შეიძლება, ლუი ვან გაალისთვის ბოლო გამოდგეს "იუნაიტედის" თავკაცის პოსტზე.

ბრაზიანი ლუი
"სტოკს" ბოლო წლებში გრანდების რისხვის სახელი აქვს დაბევებული და ამ სტატუსის გამართლებას "ბრიტანიას" ბინადრები "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში შეეცდებიან. თანაც, მარკ ჰიუზის გუნდმა წინა ტურში საშინაო მატჩი დათმო "კრისტალ პალასთან" და კარგ ხასიათზე ნამდვილად არ არის.

თუმცა უხასიათობას უფრო მანჩესტერელები უნდა უჩიოდნენ, რომელთა ფანებიც ძალიან გაბრაზებულნი
არიან. "წითელმა ეშმაკებმა" "ოლდ ტრაფორდზე" აუტსაიდერ "ნორვიჩთან" განიცადეს ფიასკო და ახლა მოგება მართებთ, ლუი ვან გაალი მოხსნის პირასაა.

მან ერთ-ერთი პრესკონფერენცია რამდენიმე წამში დატოვა. ჟურნალისტებმა ჰოლანდიელს მწვავე და გამაღიზიანებელი კითხვები დაუსვეს, სამი კითხვის მერე "ბრაზიანი ლუი" ადგა და წავიდა.

წავა თუ არა საერთოდ ის გუნდიდან, მომავალი შეხვედრის შედეგზეცაა დამოკიდებული. "მანჩესტერმა" მეოთხე ადგილიც დაკარგა და თუ სასწრაფოდ არ გამოასწორებს სიტუაციას, გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან კონკურენცია ძალიან დიდია.

მეორე მანჩესტერული გუნდი, "სიტი" "სანდერლენდს" მასპინძლობს, რომელიც ბოლო წლებში სერიოზულ პრობლემებს უქმნის მას. თანაც, ახლა "შავი კატები" ქულებს ჰაერივით საჭიროებენ, მაგრამ სენსაციიის მოხდენა მათ ძალიან გაუჭირდებათ, რადგან მანუელ პელეგრინი კოშმარულ სიზმარშიც ვერ დაუშვებს ამ შეხვედრის ვერმოგებას და ჩილელ სპეციალისტს გუნდი სრულ მზადყოფნაში ჰყავს.

ლიდერი "ენფილდზე"
იურგენ კლოპის "ლივერპულს" შედარებით სუსტ გუნდებთან თამაში არ გამოსდის, სამაგიეროდ, შეუძლია კიდევ ერთი ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვოს და ის გააკეთოს, რაც წელს ძნელად თუ გამოსდის ვინმეს - შეაჩეროს სენსაციური ლიდერი "ლესტერი". "ენფილდზე" გერმანელი სპეციალისტი იტალიელ კლაუდიო რანიერის შეებმება და ეცდება რიად მაჰრეზისა და ჯეიმი ვარდის წინააღმდეგ რამე მოიფიქროს.

თუმცა საფიქრალი მას სხვაც ბევრი აქვს, რადგან მერსისაიდელებს შეტევაში თამაში არ უვარგათ და გუნდი მარტო ფილიპე კოუტინიოს ხასიათსა და სათამაშო ფორმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო - ჰენდერსონი, ლუკასი, ჯანი - ლალანა, კოუტინიო, ორიჯი
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - მაჰრეზი, ინლერი, კანტე, ოლბრაიტონი - ოკაზაკი, ვარდი.

"დეზებისა" და "იადონების" დაპირისპირება კარგი უნდა გამოვიდეს, ორივე გუნდი შესანიშნავ გუნებაზეა - "დეზები" ბოლოს და ბოლოს, მეოთხე ადგილზე გადავიდნენ, ხოლო "ნორვიჩმა" მანჩესტერში იძალა. ერიკ დაიერი, დელე ალი, ჰარი კეინი და ლონდონელთა სხვა ახალგაზრდები თუ ფორმაში არიან. ნორვიჩელთა მთავარი ფანტაზისტა ნათან რედმონდიც მშვენივრად გამოიყურება.

"პალასი", რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზონას ეთამაშება "ბორნმუთს" სტუმრობს. "ალუბლებმა" ზედიზედ სამჯერ იმარჯვეს და მეოთხეც თუ მიაყოლეს, პრემიერლიგაში დარჩენისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ. "არწივები" კი ჩემპიონთა ლიგის ზონას ეთამაშებიან და თან ალან პარდიუს გუნდს სტუმრად უკეთ გამოსდის ბურთაობა.

სერიოზულ კრიზისში მყოფი "სუონსი" მორიგი საშინაო მარცხის გამო, გაბრაზებულ "ვესტ ბრომვიჩს" დაუხვდება. "ლიბერთიზე" მოგება ძალიან მოენატრათ და ფანებს ეიმედებათ, რომ უელსური გუნდი წარუმატებელ სერიას "ალბიონთან" მაინც შეწყვეტს.

თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ ტონი პულისის გუნდმა სტუმრად ჩატარებული 8 მატჩიდან 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2 დათმო.

"ასტონ ვილა" უსაფრთხო ზონას უკვე 10 ქულით ჩამორჩება და შინ "ვესტ ჰემს" თუ ვერ მოუგო, გადარჩენაზე ოცნება ალბათ საბოლოოდ უნდა შეწყვიტოს. ლონდონელებს კი ზედიზედ 4 ფრე და აქედან მიყოლებით სამი 0:0 აქვთ ნათამაშები.

ჰიდინკის მეორედ მოსვლა
გუუს ჰიდინკი "ჩელსიში" დაბრუნების მერე, თავის პირველ მატჩს "უოტფორდთან" ჩაატარებს. კიკე სანჩეს ფლორესის გუნდი "სტემფორდ ბრიჯზე" თავაწეული ჩადის, რადგან ზედიზედ 4 მოგება აქვს და ახლა სულ ცოტა, ქულის აღებას ეცდება. უოტფორდელებს ორგანიზებულად თამაში და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა კარგად გამოსდით, ხოლო წინ პირველ რიგში, ოდიონ იგალო ჰყავთ, რომელსაც გოლი გოლზე გააქვს და ცხადია, ასევე ტროი დინი.

"ნიუკასლსა" და "ევერტონს" ის აერთიანებთ, რომ თავისი თამაში ვერც ერთმა ვერ იპოვნა და ვერ დაალაგა, მაგრამ მიზნებია სხვადასხვა. ვროზონაზე მეოცნებე "კანფეტები" სადაცაა ათეულს მიღმა დარჩებიან, ხოლო ჯორდები გასავარდნი ზონის მიჯნაზე იმყოფებიან. "სენტ ჯეიმს პარკზე" სავარაუდოდ, ორივე მოსაგებად ითამაშებს, რადგან ფრე გადასარევი შედეგი არც ერთისთვის არ იქნება.

"სენტ მერიზე" ვერ გაისეირნებ
"საუთჰემპტონს" თასის მატჩის ჩათვლით ბოლო 6 მატჩიდან 5 წაგებული აქვს და ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა, ისიც ბოლოადგილოსან "ასტონ ვილასთან" თანაც შინ. რონალდ კუმანის გუნდში რაღაც შეიცვალა და აირია, ძველი ლიდერებიც სადიო მანე, დუშან ტადიჩი, გრაციანო პელე და სხვები უწინდელივით ვეღარ თამაშობენ, დაცვამაც ბევრი შეცდომის დაშვება დაიწყო.

ჰოლანდიელზე წნეხია და ფანები ძლიან უკმაყოფილონი არიან. "წმინდანებს" მომავალ მეტოქეშიც არ გაუმართლათ, ეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლი "არსენალია".

"მეთოფეებმა" "სიტის" პრინციპული თამაში მოუგეს და შესაძლოა, ახალ წლამდევე მოახერხონ პირველზე გადასვლა თუ "ლესტერს" არც ისე ადვილ მატჩებში (ახლა "ლივერპულთან" და მერე "სიტისთან") ფეხი დაუცდა, ხოლო თავად ლონდონელები ქულებს არ დაკარგავენ.

წესით, თამაში უნდა შეძლოს ალექსის სანჩესმაც, რომლის გარეშეც გუნდი ასე მშვენივრად ბურთაობს და ჩილელთან ერთად შეტევითი პოტენციალი ერთიორად აიწევს.

შეუჩერებელია მესუთ იოზილიც, რომელიც მინდორს მინიმუმ ერთი საგოლე პასის გარეშე არ ტოვებს და გერმანელს თამაში ჭკვიანურად მიჰყავს. ერთი სიტყვით, ვენგერის ამალა ფავორიტია, მაგრამ "მეთოფეების" კარგი ფორმა და "საუთჰემპტონის" პრობლემები არ ნიშნავს იმას, რომ "არსენალს" "სენტ მერიზე" გასეირნება ელის.

შაბათი. 26 დეკემბერი
სტოკი-მანჩესტერი 16:45
დისკვალიფიკაცია: - შვაინშტაიგერი
ტრავმა: აირლენდი, კამერონი, მუნიესა, გივენი, კრაუჩი - ლინგარდი, დარმიანი, როხო, შოუ, ვალენსია
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 76 თამაში: +18 =22 -36 (89-130)

ბორნმუთი-კრ. პალასი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ატსუ, ელფიკი, გრადელი, უილსონი, მინგსი - იედინაკი, გეილი, საკო, აპია
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0 =0 -0 (0-0)

ლივერპული-ლესტერი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მილნერი, ფლენეგანი, ლოვრენი, სტარიჯი, შკრტელი, გომესი, ინგსი - ჯეიმსი, შლუპი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +5 =1 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 82 თამაში: +32 =20 -30 (130-114)

ტოტენჰემი-ნორვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიტჩარდი, ნ’ჟიე - ჯერვისი, უისდომი
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +19 =14 -13 (71-53)

ჩელსი-უოტფორდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აზარი, ფალკაო - პრიოდლი, ჯილმარტინი, ეკსტრანდი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +4 =0 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +5 =2 -5 (19-18)

სიტი-სანდერლენდი 19:00
დისკვალიფიკაცია: - როდუელი
ტრავმა: კომპანი, ფერნანდო, საბალეტა, ნასრი - ლარსონი, ქაბული
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +2 =0 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 122 თამაში: +58 =21 -43 (218-180)

სუონსი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: - მაკლინი, რონდონი
ტრავმა: ედერი, ტაბანუ - ფოსტერი
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +7 =1 -4 (24-17)

ასტონ ვილ-ვესტ ჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რიჩარდსი, გარდნერი, ამავი - კეროლი, რიდი, მოზესი, ლანსინი, სახო, პაიე
ბოლო 6 მატჩი
+0 =3 -3 +0 =5 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 94 თამაში: +33 =29 -32 (144-147)

ნიუკასლი-ევერტონი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უილიამსონი, ლასკელსი, აარონსი, აიდარა, რივიერი, ტეილორი, ობერტანი, კრული - მაკარტი, ოვიედო, ბრაუნინგი, ჰიბერტი, პიენაარი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +1 =4 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 160 თამაში: +63 =34 -63 (239-240)

საუთჰემპტონი-არსენალი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როდრიგესი, გარდოში, ფორსტერი - არტეტა, როსიცკი, სანჩესი (?), უელბეკი, უილშირი, კოკლენი, კასორლა
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 76 თამაში: +17 =21 -38 (79-128)

ბომბარდირები: 15 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 13 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), რიად მაჰრეზი (ლესტერი); 12 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 10 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 9 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 7 - სერხიო აგუერო (სიტი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი); 6 - ალექსის სანჩესი (არსენალი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), ანდრე აიუ (სუონსი), როს ბარკლი (ევერტონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული