23 დეკემბერს გამართულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ლუი ვან გაალმა ჟურნალისტებს კითხვით მიმართა, ხომ არ სურდათ მისთვის ბოდიში მოეხადათ მისი დათხოვნის შესახებ ამდენი საუბრისთვის.
24 დეკემბერს გამოსულმა The Sun-ის ნომერმა ჰოლანდიელ სპეციალისტს ბოდიში მოუხადა.
"ვან გაალმა ბოდიში მოითხოვა. ამიტომ... გვაპატიე. გვაპატიე, რომ 6 შეხვედრიდან ვერცერთი მოიგე. გვაპატიე, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩი. გვაპატიე, რომ 250 მილიონი ფუნტი დახარჯე, სანამ ამ ყველაფერს აკეთებდი.
"მანჩესტერის" გულშემატკივრებო, ძალიან გვწყდება გული, მაგრამ ის