პრემიერლიგა. XIX ტურის წინ: მთავარი გამოცდა წლის ბოლოს

AutoSharing Option
2015 წელი "ლესტერისთვის" ძალიან წარმატებული გამოდგა, მაგრამ მთავარი გამოცდა "მელიებს" განგებამ წლის ბოლოს შემოუნახა.

"ბოქსინგ დეიზე" ლესტერშირელები, ტრადიციულად, მძიმედ თამაშობენ და 11 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული. გუნდი ამჯერადაც დამარცხდა, კლაუდიო რანიერის ბიჭები "ენფილდზე" დაეცნენ, სეზონში მეორე მარცხი იგემეს და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად დაასრულეს მატჩი ნულზე.

ამჯერად "ლესტერს" მორიგი და პირველი წრის ბოლო დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს - "სიტისთან" საშინაო შეხვედრის წაგების შემთხვევაში, "ქალაქელები" "მელიებს" დაეწევიან და ბურთების სხვაობით გადაასწრებენ...

ამ შემთხვევაში რანიერის ბიჭებს, წესით, "არსენალმაც" უნდა გაასწროს, რომელსაც
ამის შანსი შაბათსაც ჰქონდა, მაგრამ "სენტ მერიზე" შერცხვა და ახლა მაყურებელს ბოდიში "ბორნმუთთან" უნდა მოუხადოს, რომელსაც 4 ტურია არ წაუგია.

"მეთოფეების" განადგურებით სწორ გზაზე დაბრუნებული "საუთჰემპტონი" "ვესტ ჰემს" სტუმრობს.
"წმინდანებს" ბევრი აქვთ "ამოსაქაჩი" და "აპტონ პარკზეც" მოსაგებად უნდა ითამაშონ, ხოლო "ჩაქუჩებმა" ცოტა უნდა მოუმატონ, თორემ კარგი სტარტის მერე მათი თამაში ძალიან დამძიმდა.

ასევე საინტერესოა გაბრაზებული ტონი პულისის "ვესტ ბრომვიჩთან" "ნიუკასლის" სტუმრობა, "სუონსის" ვიზიტი "კრისტალ პალასთან" და "გუდისონ პარკზე" გასამართი "ევერტონი"-"სტოკი", რომლისგანაც სანახაობას ველით, რადგან აქეთ ლუკაკუ-დეულოფეუ-ბარკლი და მეგობრები არიან ფორმაში, ხოლო იქით არნაუტოვიჩი-შაქირი-ბოიანი და ძმანი მათნი.

ცალკე გამორჩევის ღირსია "უოტფორდისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირება. ორივე გუნდი მშვენიერ ფორმაშია და მატჩი დაძაბულთან ერთად კარგი შესახედიც უნდა გამოვიდეს.

ჰარი კეინის თაოსნობით, ეურელიო გომეშის კარს "დეზები" აქტიურად შეუტევენ და დადებითი შედეგისთვის იბრძოლებენ. კიკე სანჩეს ფლორესს კი "უკვდავი" დუეტი დინი-იგალო გაუმზადებია იარაღად.

დაბოლოს, "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო წლებში ყველაზე ტიტულოვანი ინგლისური კლუბების - "მანჩესტერისა" და "ჩელსის" დუელია. მწვრთნელშეცვლილი "ლურჯები" გუუს ჰიდინკის თაოსნობით შეეცდებიან "წითელი ეშმაკების" გამწარებას, რომლებიც უკვე ჩამორჩნენ ოთხეულს. ხოლო ქაოსურად მოთამაშე და სერიოზული პრობლემების მქონე "მანჩესტერი" შეეცდება, რომ 7-მატჩიანი მოუგებელი და ზედიზედ 4-თამაშიანი წაგებების სერია შეწყვიტოს.

პრემიერლიგა. XIX ტურის წინ

ორშაბათი. 28 დეკემბერი
ნორვიჩი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უისდომი, ჯერვისი - რიჩარდსი, გარდნერი, ამავი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +0 =3 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +11 =13 -18 (56-65)

ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი 19:00
დისკვალიფიკაცია: მაკლინი, რონდონი -
ტრავმა: ფოსტერი - სისე, უილიამსონი, ლასკელსი, აარონსი, აიდარა, რივიერი, ტეილორი, ობერტანი, კრული
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 106 თამაში: +38 =29 -39 (174-172)

ევერტონი-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნეისმიტი, მაკარტი, ოვიედო, ბრაუნინგი, ჰიბერტი, პიენაარი, ჯაგიელკა - აირლენდი, გივენი, მუნიესა, კრაუჩი
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 114 თამაში: +53 =31 -30 (189-120)

კრ. პალასი-სუონსი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბოლაზი, ვიქჰემი, გეილი, საკო, აპია - ედერი, ტაბანუ
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1 =2 -1 (3-4)

უოტფორდი-ტოტენჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯილმარტინი, ეკსტრანდი - ბიტჩარდი, ნ"ჟიე
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +5 =3 -8 (19-26)

არსენალი-ბორნმუთი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არტეტა, როსიცკი, უელბეკი, სანჩესი, უილშირი, კოკლენი, კასორლა - ატსუ, ელფიკი, გრადელი, უილსონი, მინგსი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +3 =3 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0 =0 -0 (0-0)

ვესტ ჰემი-საუთჰემპ. 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კეროლი, რიდი, მოზესი, ლანსინი, სახო, პაიე - პელე, ფორსტერი, როდრიგესი, გარდოში
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +2 =4 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 60 თამაში: +20 =19 -21 (79-82)

მანჩესტერი-ჩელსი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლინგარდი, დარმიანი, როხო, შოუ, ვალენსია -
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 142 თამაში: +58 =41 -43 (233-181)
სამშაბათი. 29 დეკემბერი

ლესტერი-სიტი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯეიმსი, შლუპი - ნასრი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 68 თამაში: +23 =16 -29 (106-123)

ოთხშაბათი. 30 დეკემბერი
სანდერლ.-ლივერპული 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მეტიუზი, ლარსონი, ქაბული - მილნერი, როსიტერი, ფლენეგანი, სტარიჯი, შკრტელი, გომესი, ინგსი
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 159 თამაში: +50 =42 -67 (236-256)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული