ტურის ცენტრალური შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" შედგა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდა. შეხვედრა უგოლოდ, 0:0 დასრულდა.
საკუთარ კედლებში "ბორნმუტს" ლონდონის "არსენალმა" უმასპინძლა და ძალზედ მნიშვნელოვანი 3 ქულაც ჩაიწერა აქტივში. ლონდონელებმა 27-ე წუთზე გაბრიელ პაუტისტას და 63-ე წუთზე მესუთ იოზილის გოლების მეშვეობით მეტოქე 2:0 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილს 39 ქულით სათავეში ჩაუდგნენ.
უხვგოლიან შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა "სტოკმა", რომელმაც "ევერტონს" სტუმრად 4 გოლი გაუტანა, თავის კარში კი 3 მიიღო.
არსენალი-ბორნმუტი 2:0
გოლები: 1:0 გაბრიელ პაუტისტა (27), 2:0 მესუთ იოზილი (63).
მანჩესტერ იუნაიტედი - ჩელსი 0:0
ვესტ ჰემი - საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 0:1 კარლ ჯენკინსონი (ავტოგოლი,13), 1:1 მაიკლ ანტონიო (69), 2"1 ენდი ქეროლი (79).
კრისტალ პალასი-სუონსი 0:0
ევერტონი-სტოკი 3:4
გოლები: 0:1 ხერდან შაქირი (17), 1:1 რომელუ ლუკაკუ (22), 1:2 ხერდან შაქირი (45), 2:2 რომელუ ლუკაკუ (64), 3:2 ჟერარდ დეულოფეუ (71), 3:3 ხოსელუ (80), 3:4 მარკო არნაუტოვიჩი (პენ, 90+1).
ნორვიჩი-ასტონ ვილა 2:0
გოლები: 1:0 ჯონათან ჰაუსონი (24), 2:0 დიომერსი მბოკანი (87).
უოტფორდი-ტოტენჰემი 1:2
გოლები: 0:1 ერიკ ლამელა (17), 1:1 ოდიონ იგალო (41), 1:2 სონ ხიუნ მინი (89).
ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი 1:0
გოლი: 1:0 დარენ ფლეტჩერი (78).