პრემიერლიგა. XIX ტური: "არსენალი" გიჟურ მატჩამდე პირველია [VIDEO]

AutoSharing Option
* პეტრ ჩეხი პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა "მშრალი" მატჩების რაოდენობით - 170.

* მესუთ იოზილის ანგარიშზე უკვე 16 საგოლე პასია.

* "ვესტ ჰემმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

"ოლდ ტრაფორდზე" ბურთი უფრო "მანჩესტერ იუნაიტედს" ეჭირა. ჯერ კიდევ ლუი ვან გაალის გუნდი გაცილებით შემართულიც ჩანდა, ვიდრე წინა შეხვედრებში. მომენტებიც შეიქმნა, "წითელმა ეშმაკებმა" ორჯერ გაარტყეს ძელს და თუ ვინმეს უნდა მოეგო, უფრო "მანჩესტერს", თუმცა ბოლომდე უქმად არც "ჩელსი" ყოფილა - დავიდ დე ხეამ ისევ ბრწყინვალედ ითამაშა, განსაკუთრებით რთული ბურთი მან ჯონ ტერის აუღო.

მეორე
მხრივ, გამოჩნდა, რომ ჟოზე მოურინიოს წასვლით უბრალოდ და მარტივად "ლურჯების" პრობლემები არ მოგვარდება და გუს ჰიდინკს ბევრი აქვს სამუშაო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საოცრად ლამაზი და დრამატული თამაში იყო "გუდისონ პარკზე". "ევერტონი" ჯერ აგებდა, მერე იგებდა და საბოლოოდ, დამარცხდა. საუცხოო სილამაზის გოლი შეაგდო სერდან შაქირიმ, ისევ კარგი იყო ბოიან კრკიჩიც, გამარჯვებისა კი პენალტით ბოლო წამებზე მარკო არნაუტოვიჩმა გაიტანა და მან რამდენიმე საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. მასპინძელთაგან დუბლის ავტორი გახდა რომელუ ლუკაკუ, რომელიც ჯეიმი ვარდის ბომბარდირთა დავაში დაეწია.

მინიმუმ ერთი დღით გალიდერდა "არსენალი", რომელმაც მშვიდად მოუგო "ბორნმუთს" და "ალუბლებს" 4-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა. ყველაფერი მესუთ იოზილმა გააკეთა - ჯერ სეზონში მე-16 საგოლე პასი შემოგვთავაზა, მერე კი თავად შეაგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ახლა კი "მეთოფეები" ჩვენთან ერთად დიდი ინტერესით დაელოდებიან "ლესტერი"-"სიტის" მატჩს, რომელიც წესით, გიჟური უნდა გამოვიდეს. წელი და პირველი წრე კი პრემიერლიგაში "სანდერლენდი"-"ლივერპულით" დასრულდება 30-ში.

ამასობაში, ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ "აპტონ პარკზე" - პირველ ნახევარში "საუთჰემპტონმა" აშკარად დაჩაგრა "ვესტ ჰემი", მაგრამ მეორე ვერ გაუტანა და მეორე ტაიმში "ჩაქუჩებმა" იძალეს. თანაც, 3 ქულის მომტანი გოლი ენდი კეროლმა შეაგდო, რომელიც შეცვლაზე შევიდა. თუმცა მთავარი კაცი მაინც უფრო მაიკლ ანტონიო გახლდათ.

მან ორივე ბურთში მიიღო მონაწილეობა. სლავენ ბილიჩის ბიჭებმა ზედიზედ 5 ფრესა და 8-თამაშიანი მოუგებელი სერიის მერე, როგორც იქნა, იმარჯვეს. "საუთჰემპტონს" კი უკანასკნელი 7 შეხვედრიდან 5 წაგებული აქვს. "არსენალის" განადგურებისგან გამოყოლილი კარგი ხასიათი კიდევ ერთ ლონდონურ გუნდთან საკმარისი არ გამოდგა.

"ტოტენჰემმა" კი უმძიმეს ბრძოლაში მოუგო "უოტფორდს". კიკე სანჩეს ფლორესის კლუბი მეორე ტაიმში 10 კაცით დარჩა და ბოლოს "დეზებზე" უფრო მეტად იბრძოდა და თამაშობდა მოსაგებად, მაგრამ საბოლოო ჯამში, ცვლილებაზე გასულმა ჰონ მინ სონმა ძალიან ლამაზი ბურთი გაიტანა, მან ქუსლით ფეხებშუა გაუძვრინა ეურელიო გომესს. არადა, წამით ადრე უოტსონმა პირდაპირ კუთხურიდან ჩაუხვია ცოტა აჭრილ ლორისს და სანტიმეტრი დააკლდა, რომ "უოტფორდი" წინ გაეყვანა. ოდიონ იგალომ კი თავისი მე-14 ბურთი შეაგდო.

"კრისტალ პალასმა" "მანჩესტერთან" სხვაობის გაზრდისა და ოთხეულთან მიახლოების შანსი გაუშვა ხელიდან და შინ ვერ მოუგო "სუონსის", რომელმაც ამ ქულით ცოტათი უფრო გაასწრო "ნიუკასლს", რადგან ჯორდები "ვესტ ბრომვიჩთან" დაეცნენ - სხვათა შორის, ვეტერანი დარენ ფლეტჩერის გოლის გამო.

აი, "ნორვიჩმა" კი ბოლოადგილოსან "ასტონ ვილას" აჯობა და გასავარდნ ზონას 3 ქულით გაექცა. ხოლო ბირმინგემელები, ვინძლო, უკვე უნდა გამოვიტიროთ.

პრემიერლიგა. XIX ტური

28 დეკემბერი
კრ. პალასი-სუონსი 0:0
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - უორდი, დანი, დელანი, სუარე - იედინაკი, მაკარტური (75. მეტჩი) - პანჩონი (71. ლი), კაბაი, ზაჰა - შამახი (46. ბამფორდი)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ამატი (77. ბარტლი), უილიამსი, გრაიმსი, ტეილორი - შელვი (56. კი), კორკი - ბეროუ, ემნესი (56. სიგურდსონი), ნოტონი - გომესი
გაფრთხილება: კაბაი, სუარე, ჰანგელანდი - ტეილორი, კი
კუთხური: 7-4 ჯარიმა: 11-16 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 10(2)-5(3) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 23 714

ევერტონი-სტოკი 3:4
გოლები: 0:1 შაქირი (16), 1:1 ლუკაკუ (22), 1:2 შაქირი (45), 2:2 ლუკაკუ (64), 3:2 დეულოფეუ (71), 3:3 ხოსელუ (80), 3:4 არნაუტოვიჩი (90+1-პენ.)
ევერტონი (4-3-3): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ფუნეს მორი, გოლოუეი - ბარკლი, ბერი, მაკარტი (26. კლევერლი (65. ნეისმიტი)) - დეულოფეუ, კონე, ლუკაკუ
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - კემერონი (78. უოლტერსი), უელანი - შაქირი (87. ვან გინკელი), აფელაი, არნაუტოვიჩი - ბოიანი (64. ხოსელუ)
გაფრთხილება: დეულოფეუ, სტოუნსი - ვოლშაიდი
კუთხური: 6-2 ჯარიმა: 10-12 თამაშგარე: 2-5 კარში დარტყმა: 15(3)-8(5) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 39 340

ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი 1:0
გოლი: 1:0 ფლეტჩერი (78)
ვესტ ბრომვიჩი (3-4-2-1) მაიჰილი - მაკკოლი. ოლსონი (18. გარდნერი), ევანსი - ბრანტი, ფლეტჩერი, იაკობი, დოუსონი - მორისონი (70. ბერაჰინო), სესენიონი - ანიჩებე (88. ლამბერტი)
ნიუკასლი (4-2-3-1): დერლოუ - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, დამეტი - ანიტა (27. ტიოტე), კოლბეკი (86. ტოვენი) - ვეინალდუმი, აიოსე პერესი (72. დე იონგი), სისოკო - მიტროვიჩი
გაფრთხილება: -
კუთხური: 18-6 ჯარიმა: 7-13 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 21(4)-7(2) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 26 313

ნორვიჩი-ასტონ ვილა 2:0
გოლები: 1:0 ჰოუსონი (24), 2:0 მბოკანი (87)
ნორვიჩი (4-4-1-1): დ. რადი - მარტინი, ბენეტი, ბასონგი, ბრეიდი - ჰოუსონი, დორანსი (85. ო"ნილი), რედმონდი, ტეტი - ჰულაჰანი (88. ოფოე) - მბოკანი (88. ჯერომი)
ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი - ჰატონი, რიჩარდსი, კლარკი, ბაკუნა (69. ჟესტედი) - ვესტვუდი, გეიე - ვერეტო (81. გრილიში), სინკლერი (58. ტრაორე), რიჩარდსონი - ჯ. აიუ
გაფრთხილება: ბენეტი, მარტინი - ვერეტო, გეიე, ჯ. აიუ, ვესტვუდი
კუთხური: 3-7 ჯარიმა: 10-21 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 9(4)-6(3) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 27 071

უოტფორდი-ტოტენჰემი 1:2
გოლები: 0:1 ლამელა (17), 1:1 იგალო (41), 1:2 სონი (89)
უოტფორდი (4-4-2): გომესი - ანია, კატკარტი, ბრიტოსი (60. პრიოდლი), აკე - აბდი (46. ბეჰრამი), უოტსონი, კაპუ, ხურადო (68. ნიომი) - დინი, იგალო
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - დემბელე (45. ერიკსენი), დაიერი - ლამელა, ალი (81. შადლი), კეროლი (68. სონი) - კეინი
გაფრთხილება: ბრიტოსი, ხურადო, დინი, იგალო - ალი, ალდერვეირელდი
გაძევება: აკე (63)
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 11-13 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 9(1)-10(3) ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 20 730

არსენალი-ბორნმუთი 2:0
გოლები: 1:0 გაბრიელი (27), 2:0 იოზილი (63)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, გაბრიელი, გიბსი (82. ნაჩო მონრეალი) - რემზი, ჩემბერსი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (90+3. აივობი), იოზილი, უოლკოტი - ჟირუ (80. კემპბელი)
ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი - სმიტი, ფრანსისი, კუკი, დენიელსი - სურმენი - რიტჩი, გოსლინგი (61. ო"კეინი), არტერი, პიუ (46. სტანისლასი) - კინგი (80. მარეი)
გაფრთხილება: რემზი, ჩემბერსი -
კუთხური: 9-3 ჯარიმა: 7-8 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 13(6)-10(3) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 59 983

ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 0:1 ჯენკინსონი (13 ს.კ.), 1:1 ანტონიო (69), 2:1 კეროლი (79)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ტომკინსი, კოლინსი, ოგბონა, ჯენკინსონი - სონგი (46. ლანსინი), კუიატე - მაიკლ ანტონიო, ნოუბლი, სარატე (46. კეროლი) - ე. ვალენსია (86. პედრო ობიანგი)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - მარტინა, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი - რომეუ, ვანიამა - დევისი, ტადიჩი (75. გ. რამირესი), მანე (75. ხუანმი) - ლონგი
გაფრთხილება: ტომკინსი - მარტინა (70. იოშიდა), რომეუ, ბერტრანი
კუთხური: 4-7 ჯარიმა: 6-12 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 12(4)-15(4) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 34 977

მანჩესტერი-ჩელსი 0:0
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - იანგი, სმოლინგი, ბლინდი (81. ჯონსი), დარმიანი (70. ბორტვიკ-ჯექსონი) - შნეიდერლენი, შვაინშტაიგერი - მატა (77. დეპაი), ერერა, მარსიალი - რუნი
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ასპილიკუეტა - ობი მიკელი, მატიჩი - ვილიანი (70. რამირესი), ოსკარი (90+3. ლოფტუს-ჩიკი), პედრო - აზარი
გაფრთხილება: შნეიდერლენი, სმოლინგი, შვაინშტაიგერი, რუნი - ობი მიკელი, აზარი
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 16-6 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 12(2)-8(3) ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 75 275

29 დეკემბერი
ლესტერი-სიტი 23:45

30 დეკემბერი
სანდერლენდი-ლივერპული 23:45

ბომბარდირები: 15 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 13 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 11 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 10 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 7 - სერხიო აგუერო (სიტი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი), მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული