ინფორმაციას ამის შესახებ Daily Star-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მანკუნიანელთა ხელმძღვანელობას მთავარი მწრთნელის პოსტზე პორტუგალიელი სპეციალისტის, ჟოზე მოურინიოს ხილვა სურს, მაგრამ ჰოლანდიელის წასვლის შემთხვევაში გუნდს გიგზი უთავკაცებს.
ამასთანავე, უელსელს "მანჩესტერის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სირ ალექს ფერგიუსონი დაეხმარება.
ВВС-ის ინფორმაციით, ფერგიუსონი, რომელიც გუშინ, 28 დეკემბერს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" (0:0) შორის "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრას დაესწრო, სტადიონზე მწვრთნელების და ფეხბურთელების შესასვლელიდან მოხვდა.