იურგენ კლოპს "ლივერპულში" "ბარსელონას" მეკარე ტერ შტეგენის მიყვანა სურს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გადაბირებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება.

წყაროს ცნობით, გერმანელი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში თავს კარგად ვერ გრძნობს. ტერ-შტეგენს არ აქვს გუნდში საკმარისი სათამაშო პრაქტიკა და თანაც, მისთვის დამაიდებელს არც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ამბობს რაიმეს.

სწორედ ამიტომ, ტერ შტეგენს ესპანური გრანდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. რაც შეეხება კლოპს, ის დიდი ხანია იცნობს 23 წლის გოლკიპერს და საკმაოდ კარგი წარმოდგენისაა მასზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული