პრემიერლიგა. XX ტური: "არსენალი" პირველია [VIDEO]

AutoSharing Option
* უეინ რუნი პრემიერლიგის ისტორიაში მეორე ბომბარდირი გახდა 188 გოლით. წინ მხოლოდ ალან შირერია - 260 გოლით.
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" 21 ნოემბრის მერე, პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გასაკვირი არც არის, რომ ტრადიციულად დატვირთული საშობაო-საახალწლო პერიოდის მერე, ნაახალწლევს პრემიერლიგის პირველი ტური ცოტა მძიმე და მწირგოლიანი გამოვიდა.

შაბათის ადრეულმა მატჩებმა მასპინძლების აბსოლუტური დომინაციით ჩაიარა. თუ 2015 "არსენალმა" და "ლესტერმა" თანალიდერების სტატუსით ჩაამთავრეს და "მეთოფეები" მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით იყვნენ წინ, ამჯერად, არსენ ვენგერის გუნდმა უკვე ქულებითაც გაასწრო "მელიებს".

ლონდონელებს საკუთარ "ემირატებზე", ცოტა არ
იყოს, გაუჭირდათ აუტსაიდერ "ნიუკასლთან", მაგრამ საბოლოოდ, ლორან კოშელნის კინკილა გოლით მაინც იძალეს. ფრანგს მისმა თანამემამულე ოლივიე ჟირუმ გაატანინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კლაუდიო რანიერის ლესტერშირელებმა კი ვერაფერი მოუხერხეს "ბორნმუთს". მეტიც, პირველ ტაიმში ჯეიმი ვარდის სახიფათო მომენტის (ძელი) მიუხედავად, "ალუბლები" უკეთ გამოიყურებოდნენ. მეორეში უკვე "ლესტერი" გააქტიურდა, მაგრამ... მასპინძლებმა ვერც საკამათო სიტუაციაში დანიშნული პენალტით ისარგებლეს - რიად მაჰრეზს არტურ ბორუცმა აუღო.

ბორნმუთელები 57-ე წუთიდან მოყოლებული 10 კაცით თამაშობდნენ. აი, ასე ჩაატარა "ლესტერმა" მიყოლებით მესამე მოუგებელი და უგოლო მატჩი, არადა, იქამდე ყველა შეხვედრაში გაჰქონდა.

ადრეულ მატჩებში სულ მასპინძლებმა იმარჯვეს, ერთი "ბორნმუთი" იყო გამონაკლისი. აი, შაბათის გვიან შეხვედრაში კი, როგორც იქნა, სტუმარმაც მოიგო.

ეს "სიტიმ" მოახერხა, მაგრამ "უოტფროდი", სულ მინიმუმ, ძალიან უნდა შეგვეცოდოს, რადგან კიკე სანჩეს ფლორესის გუნდი ამჯერადაც მშვენიერი გახლდათ. ბენ უოტსონმა ამჯერად ის გააკეთა, რის გაკეთებამდეც "დეზებთან" სანტიმეტრი დააკლდა - პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია. მართალია, ბურთი ალექსანდრ კოლაროვს მოხვდა და ისე გავიდა, მაგრამ სავარაუდოდ, ამ შეხების გარეშეც ჩაბზრიალდებოდა კარში.

ასე იგებდნენ უოტფორდელები 82-ე წუთამდე, სანამ ისევ კოლაროვი იაია ტურეს არ ჩააწვდიდა საგოლედ. მერე კი მეორე ფლანგის მცველმა, ბაქარი სანიამ "ჩაუგდო" სერხიო აგუეროს და კუნმაც დიდი პაუზის შემდეგ შეაგდო თავური დარტყმით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასე შეწყვიტეს "ქალაქელებმა" პრემიერლიგაში 6-მატჩიანი მოუგებელი სერია საგარეო შეხვედრებში და "ლესტერთან" სხვაობა ქულამდე შეამცირეს, "არსენალი" კი კვლავაც სამი ქულის სიახლოვეს დაიტოვეს.

სტუმრების პრესტიჟი კვირას "ჩელსიმაც" დაიცვა, რომელმაც ძალიან ადვილად და დამაჯერებლად მოუგო ალან პარდიუს "კრისტალ პალასს". ეს გუს ჰიდინკის პირველი გამარჯვება გახლდათ "ლურჯებში" დაბრუნების მერე. "ჩელსი" გასავარდნ ზონას 6 ქულით მოსწყდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კიდევ ერთმა ლონდონურმა გუნდმა, "ტოტენჰემმა" უპირატესობა 3 ქულაში ვერ გადაზარდა და მორიგი ფრე ითამაშა. "დეზები" სულაც აგებდნენ. "ევერტონი" რომელუ ლუკაკუს აქტიურობის მერე აარონ ლენონმა დააწინაურა, რომელმაც ყოფილი გუნდის კარი აიღო, თუმცა დელე ალის ლამაზი გოლის წყალობით, მაურისიო პოჩეტინოს ბიჭებმა გაათანაბრეს. აი, მეტის გაკეთება კი, სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ვეღარ შეძლეს და მდევრები მიიახლოვეს.

"დეზების" მთავარი მდევარი, ამ წუთისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელმაც ბოლო პერიოდში უხერხულ მეტოქედ ქცეულ "სუონსის" აჯობა. ანტონი მარსიალის კოხტა გოლი გილფი სიგურდსონმა კი გაქვითა, მაგრამ მალევე მარსიალმა ფლანგზე დახვეწილად ითამაშა და უეინ რუნის უპასა, რომელმაც ძალიან ლამაზად გაიტანა და პრემიერლიგაში 188 გოლით ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადავიდა. პირველზე თვით ალან შირერია 260 ბურთით.

ლუი ვან გაალს სახეზე ღიმილი დაუბრუნდა და კარგად ვითამაშეთ, ლამაზი გოლები გავიტანეთ და დამსახურებულად ვიმარჯვეთო, გაიძახოდა, მაგრამ ვნახავდით, ვინ გაიღიმებდა, ბოლო წამებზე მეტოქის საჯარიმოში ჩასულ პოლონელ მეკარე ლუკას ფაბიანსკის თავური დარტყმით ოდნავ რომ არ აეცილებინა გაშეშებული დავიდ დე ხეას კარისთვის.

ყველა დროის ბომბარდირებზე თუ მიდგა საქმე, ჯერმინ დეფომ "ასტონ ვილასთან" შეხვედრაში თავისი 133-ე და 134-ე გოლები გაიტანა და ახლა ამ სიაში მე-10 ადგილზე მყოფ რობინ ვან პერსის 10 ბურთით ჩამორჩება. დეფო "შავ კატებს" უპრინციპულესი მატჩის მოგებაში დაეხმარა, ბირმინგემელებს კი კარლეს ხილის ეფექტური გოლი არ ეყოთ და უიმედო მდგომარეობაში არიან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ერთჯერადი, შემთხვევითი მოვლენა და ხილული სასწაული ყოფილა "საუთჰემპტონის" მიერ "არსენალის" განადგურება და იმ მატჩში "წმინდანების" "გასხივოსნება", რადგან რონალდ კუმანის გუნდი ისევ დამარცხდა, ამჯერად "ნორვიჩთან", რომელსაც ალექსანდრ ტეტის დარტყმამ მოაგებინა, ვიქტორ ვანიამას გაძევებიდან რამდენიმე წუთში. ამ მოგებით "იადონები" ცოტა ხნით მაინც ამოისუნთქავენ.

საუბარი იმ მატჩით დავამთავროთ, რომლითაც 2016 წელს ინგლისის ჩემპიონატი დაიწყო - "ლივერპულმა" უსახური ფეხბურთი და წვალება "დაიბედა". მერსისაიდელებმა "ვესტ ჰემს" კარისკენ 22-ჯერ კი დაურტყეს, მაგრამ ზუსტი მხოლოდ 2 იყო.

"ჩაქუჩების" რიგებში კი, წინა ტურის დარად, მაიკ ანტონიომ და ენდი კეროლმა გაიბრწყინეს და მათი გოლებით სლავენ ბილიჩმა იურგენ კლოპს მოუგო. კეროლი ამჯერად ძირითადში გახლდათ და ისევ გაიტანა, თანაც, ყოფილი გუნდის კარში. "ვესტ ჰემის" წაუგებელი სერია 7 მატჩამდე გაიზარდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგა. XX ტური
2 იანვარი
ვესტ ჰემი-ლივერპული 2:0
გოლები: 1:0 ანტონიო (10), 2:0 კეროლი (55)
ვესტ ჰემი (4-4-2): ადრიანი - ტომკინსი, კოლინსი, ოგბონა, კრისუელი - კუიატე, ანტონიო (86. ჯენკინსონი), ნოუბლი, ლანსინი (39. ობიანგი) - ე. ვალენსია (64. პაიე), კეროლი
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, სახო (82. ალენი), ლოვრენი, მორენო (61. ბ. სმიტი) - ლუკასი, ჯანი - აიბი, ფირმინო (61. ლალანა), კოუტინიო - ბენტეკე
გაფრთხილება: ლანსინი - ლუკასი
კუთხური: 3-9 ჯარიმა: 11-8 თამაშგარე: 11-8 კარში დარტყმა: 18(10)-22(1) ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 34 977

ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 2:1
გოლები: 1:0 სესენიონი (60), 1:1 უოლტერსი (81), 2:1 ევანსი (90+3)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ევანსი, ბრანტი - ფლეტჩერი, იაკობი (85. ბერაჰინო) - გარდნერი (90+2. მაკმანამანი), სესენიონი, მორისონი - ლამბერტი
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - კემერონი, უელანი (68. უოლტერსი) - შაქირი (85. ადამი), აფელაი, არნაუტოვიჩი - ბოიანი (64. ხოსელუ)
გაფრთხილება: ბრანტი - არნაუტოვიჩი
გაძევება: კემერონი (83)
კუთხური: 4-6 ჯარიმა: 7-15 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 16(5)-10(3) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 23 218

სანდერლენდი-ასტონ ვილა 3:1
გოლები: 1:0 ვან ანჰოლტი (30), 1:1 ხილი (63), 2:1 დეფო (72), 3:1 დეფო (90+2)
სანდერლენდი (4-2-3-1): მანონე - ჯონსი, ო’ში, ბრაუნი, ვან ანჰოლტი - მ’ვილა, კატერმოლი - ჯონსონი (89. კოატესი), უოტმორი (56. გრემი), ბორინი (80. ტოივონენი) - დეფო
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი (76. კოზაკი), რიჩარდსი, ლესკოტი, სისოხო - ვერეტო, გეიე, ბაკუნა - ხილი, გრილიში (57. ტრაორე; 89. სინკლერი), ჟესტედი
გაფრთხილება: ბრაუნი, ბორინი, კატერმოლი - ჰატონი, ტრაორე, ხილი, ჟესტედი
კუთხური: 3-3 ჯარიმა: 8-13 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 13(6)-8(3) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 41 535

ნორვიჩი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 ტეტი (76)
ნორვიჩი (4-4-1-1): დ. რადი - მარტინი, ბენეტი, ბასონგი, ბრეიდი - რედმონდი (63. ოფოე), ტეტი, ო’ნილი, ჰულაჰანი (82. მარტინ ოლსონი) - ჰოუსონი - მბოკანი (81. ჯერომი)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - მარტინა, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი - კლასი (80. რიდი), ვანიამა - დევისი, უორდ-პრაუსი (87. რამირესი), ტადიჩი (80. მანე) - ლონგი
გაფრთხილება: დ. რადი - ვანიამა, ვანიამა
გაძევება: ვანიამა (73)
კუთხური: 4-9 ჯარიმა: 9-7 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 10(1)-10(4) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 27 022

მანჩესტერი-სუონსი 2:1
გოლები: 1:0 მარსიალი (47), 1:1 სიგურდსონი (70), 2:1 რუნი (77)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - იანგი (78. მაკნეირი), ჯონსი (46. დარმიანი), სმოლინგი, ბლინდი - შვაინშტაიგერი, შნეიდერლენი - მატა, ერერა (90+1. კერიკი), მარსიალი - რუნი
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - ბრიტონი (62. ბეროუ), კი, კორკი - რუტლეჯი (82. მონტერო), სიგურდსონი, ა. აიუ (82. გომისი)
გაფრთხილება: სმოლინგი, ბლინდი - ანხელ რანხელი
კუთხური: 4-2 ჯარიმა: 14-10 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 19(6)-9(4) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 75 415

ლესტერი-ბორნმუთი 0:0
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი (74. დე ლაეტი), მორგანი, ჰუტი, ფუხსი - მაჰრეზი, დრინკვოტერი, კანტე, ოლბრაიტონი (65. ოკაზაკი) - ვარდი, ულოა (46. დაიერი)
ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი - სმიტი, ფრანსისი, კუკი, დენიელსი - სურმენი - რიტჩი, გოსლინგი, არტერი (60. დისტენი), სტანისლასი - კინგი (51. მარეი)
გაფრთხილება: ოლბრაიტონი - არტერი
გაძევება: ფრანსისი (57)
შენიშვნა: მაჰრეზმა ვერ გაიტანა პენალტი (59)
კუთხური: 7-1 ჯარიმა: 9-5 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 16(2)-9(0) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 32 006

არსენალი-ნიუკასლი 1:0
გოლი: 1:0 კოშელნი (72)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - რემზი, ფლამინი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (68. კემპბელი), იოზილი, უოლკოტი (81. გიბსი) - ჟირუ (89. ჩემბერსი)
ნიუკასლი (4-4-1-1): ელიოტი - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, დამეტი - სისოკო, ტიოტე (87. დე იონგი), კოლბეკი (79. ტოვენი), ვეინალდუმი - აიოსე პერესი - მიტროვიჩი
გაფრთხილება: ფლამინი, იოზილი - კოლბეკი, იანმაატი
კუთხური: 7-4 ჯარიმა: 10-9 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 16(3)-16(6) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 59 257

უოტფორდი-სიტი 1:2
გოლები: 1:0 კოლაროვი (55 ს.კ.), 1:1 იაია ტურე (82), 1:2 აგუერო (84)
უოტფორდი (4-4-2): გომესი - ნიომი, კატკარტი, ბრიტოსი, ჰოლებასი - აბდი, უოტსონი, კაპუ, ხურადო (80. გედიურა) - დინი, იგალო
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, ოტამენდი, მანგალა (75. ბონი), კოლაროვი - ფერნანდინიო, იაია ტურე - დე ბრუინი, სტერლინგი (60. ნავასი), დავიდ სილვა - აგუერო (86. დემიკელისი)
გაფრთხილება: ნიომი -
კუთხური: 9-4 ჯარიმა: 7-15 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 17(2)-13(4) ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 20 676

3 იანვარი
კრ. პალასი-ჩელსი 0:3
გოლები: 0:1 ოსკარი (29), 0:2 ვილიანი (60), 0:3 დიეგო კოშტა (66)
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - უორდი, დანი, დელანი, სუარე - იედინაკი (67. ლედლი), მაკარტური - პანჩონი, ზაჰა, ლი (80. უილიამსი) - კემპბელი (67. შამახი)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ასპილიკუეტა - ფაბრეგასი, ობი მიკელი - ვილიანი, ოსკარი (88. მატიჩი), აზარი (16. პედრო) - დიეგო კოშტა
გაფრთხილება: დელანი, იედინაკი, დანი -
კუთხური: 5-7 ჯარიმა: 12-15 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 8(4)-10(4) ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 24 854

ევერტონი-ტოტენჰემი 1:1
გოლები: 1:0 ლენონი (22), 1:1 ალი (45+1)
ევერტონი (4-3-3): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ფუნეს მორი, ბეინსი - ბარკლი, ბერი, კლევერლი - ლენონი (60. დეულოფეუ), კონე (60. ბეშიჩი), ლუკაკუ
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დეივისი - კეროლი, დაიერი - ლამელა (88. ონომა), ალი (83. შადლი), ერიკსენი (69. სონი) - კეინი
გაფრთხილება: კოულმენი - ლამელა, კეროლი
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 8-11 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 12(3)-19(4) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 38 482

ბომბარდირები: 15 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 13 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 11 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 10 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 8 - სერხიო აგუერო (სიტი); 7 - ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი), მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი)

მომდევნო ტური
12 იანვარი:
ასტონ ვილა-კრ. პალასი, ბორნმუთი-ვესტ ჰემი, ნიუკასლი-მანჩესტერი

13 იანვარი:
სუონსი-სანდერლენდი, სიტი-ევერტონი, სტოკი-ნორვიჩი, საუთჰემპტონი-უოტფორდი, ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი, ლივერპული-არსენალი

14 იანვარი:
ტოტენჰემი-ლესტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული