"მანჩესტერ სიტი" 19 წლის ნახევარმცველში 55 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
ინგლისური "მანჩესტერ სიტი" გელზენკირხენის "შალკეს" 19 წლის შემტევ ნახევარმცველ ლეროი სანეში 55 მილიონს შესთავაზებს.

ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ თუ ეს ტრანსფერი შედგა, სანე ყველაზე ძვირად ღირებული გერმანელი ფეხბურთელი გახდება. ამჟამად, ყველაზე ძვირად ღირებულ გერმანელ ფეხბურთელად ლონდონის "არსენალის" ნახევარცმველი მესუთ იოზილი ითვლება, რომელიც მადრიდის "რეალიდან" "არსენალში" 50 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

მიმდინარე სეზონში ლეროი სანეს ანგარიშზე ბუნდესლიგის 17 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული